
ზოგიერთ საქმეს ყოველდღე დაუფიქრებლად ვაკეთებთ. ეს ყველაფერი ჩვევას ქმნის. იცით, რომ ყველა ჩვევა სწორი არაა? Paparazzi გიამბობთ ჩვევებზე, რომლებიც ჰიგიენის წესებისგან შორსაა. მათზე ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა თქვათ. შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ჩვევები ქვემოთ მოცემული სიიდან.
ჩვევების შესახებ – ყოველდღიური ჩვევები გაუცნობიერებლად ყალიბდება. ამის გაკეთებას ბავშვობიდან ვეჩვევით და სხვაგვარად არ ვიქცევით. გულწრფელად, ამ სიიდან ზოგიერთმა შოკში ჩაგვაგდო. ბევრ რამეს არასწორად ვაკეთებდით.
- კბილების გახეხვა – ყველაზე საოცრით დავიწყოთ. აღმოჩნდა, რომ კბილების გახეხვის შემდეგ პირში წყლის გამოვლება საჭირო არაა. ფთორი, რომელსაც კბილის პასტა შეიცავს, კბილებს კარიესისგან იცავს. თუ გახეხვის შემდეგ წყალს გამოივლებთ, მთელი ფთორი ჩამოირეცხება. სტომატოლოგები გირჩევენ, რომ ქაფი გადააფურთხოთ და პირში წყალი არ გამოივლოთ.
- პირსახოცი სააბაზანო ოთახში – სააბაზანო ოთახში ძალიან ნოტიო და ბაქტერიების გასამრავლებლად ხელსაყრელი გარემოა. პირსახოცი, რომლის გამოყენებას აპირებთ, აქ არ შეინახოთ. ასე ბაქტერიები ტაბზე შეიძლება გადმოვიდეს. სახის პირსახოცთან განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. ეს გამონაყარის მიზეზი შეიძლება გახდეს. გირჩევთ, პირსახოცი ნორმალური ტენიანობის მქონე ოთახში დახურულ კარადაში შეინახოთ. გამოყენების შემდეგ მაშინვე გასარეცხად ჩააგდეთ.
- საყვარელი სავარცხელი – როგორც წესი, ერთი სავარცხელი გვაქვს, რომელსაც ყოველდღე ვიყენებთ. მასზე ჩვენი თმა, კანის უჯრედები და ცხიმი რჩება. ამის გამო სავარცხელი მიკრობების გამრავლების ადგილი ხდება. სავარცხელი რეგულარულად უნდა გარეცხოთ და გაწმინდოთ. დერმატოლოგები გირჩევენ, რომ ეს მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ გააკეთოთ. პირველ რიგში, თმა მოაშორეთ. შემდეგ რამდენიმე საათით საპნიან ხსნარში ჩაალბეთ, გაწმინდეთ და გააშრეთ.
- ხელის დაბანა – ხელის დაბანის მნიშვნელობა პანდემიის დროს კარგად გავაცნობიერეთ. ყველამ ამის სწორად გაკეთება ვერ ისწავლა. ზოგი დღემდე თვლის, რომ ბაქტერიების მოსაშორებლად ხელი ცხელ წყალში უნდა დაიბანოს. ასე არაა. წყალი ბაქტერიებისთვის სახიფათოა, როცა 60 გრადუსამდე ცხელდება. ასეთ წყალში ხელს ნამდვილად არ დაიბანთ, რადგან მაქსიმალური ტემპერატურა 40 გრადუსია. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ხელი კარგად გაისაპნოთ, საპონი მთელ ზედაპირზე გაანაწილოთ, ცოტა ხნით გააჩეროთ და შემდეგ ჩამოიბანოთ. ასე ყველა ბაქტერია გაქრება. აი, ძალიან ცხელი წყალი კანს მხოლოდ აშრობს.
- მყუდრო პიჟამა – ძილისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი ყველაზე კომფორტულია. ვფიქრობთ, რომ ამ ტანსაცმელს ხშირად გამოცვლა არ სჭირდება. მართალია, მას ხომ მხოლოდ სახლში ვიცვამთ. საშუალოდ პიჟამას ორ კვირაში ერთხელ ცვლიან, მაგრამ ეს ნამდვილი ანტისანიტარიაა! ექიმები ირწმუნებიან, რომ პიჟამა მინიმუმ 4 დღეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ.
ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი უბრალო ჩვევები ნამდვილი საფრთხის შემცველია. ჩვევებზე და ჩვენს ცხოვრებაზე მათი გავლენის შესახებ მეტი უნდა გავიგოთ. იმედი გვაქვს, რომ მავნე ჩვევებს მოიშორებთ და ცხოვრებას უფრო უსაფრთხოს გახდით.