ფლავს 30 წელია ამ რეცეპტით ვამზადებ. გიმხელთ საიდუმლოს

0
614

ზოგიერთი რეცეპტი თაობიდან თაობას აუცილებლად უნდა გადაეცეს. ეს ხომ ნამდვილი საგანძურია. მაგალითად, ვთვლი, რომ ყველაზე გემრიელ ფლავს ვამზადებ. ალბათ, ფიქრობთ, რომ ზედმეტად თავდაჯერებული ვარ, მაგრამ ამ რეცეპტით ფლავს 30 წელია ვამზადებ და არასდროს მინანია. თქვენც გირჩევთ. Paparazzi გიზიარებთ ფლავის რეცეპტს, რომელიც თქვენს გაოცებას შეძლებს. მომზადების საიდუმლო ხრიკებს გაგიმხელთ.

ინგრედიენტები:

  • 600 გ სტაფილო
  • 2 ხახვი
  • 600 გ ბრინჯი
  • 200 მლ მცენარეული ზეთი
  • 600 გ ცხვრის ხორცი
  • 2 თავი ნიორი
  • 2 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ ძირა

მომზადების წესი:

  1. სტაფილო გემრიელი ფლავის გარანტიაა. კარგი რომ გამოვიდეს, ბევრი სტაფილო გჭირდებათ. სასურველია, რომ მსხვილი და მაგარი სტაფილო გამოიყენოთ, რომ ფორმა შეინარჩუნოს. გრძელ ზოლებად დაჭერით. ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით.
  2. გემრიელი ფლავისთვის უზბეკური ბრინჯი დევზირა აიღეთ. თუ ასეთი ვერ იპოვეთ, გამოიყენეთ ის, რაც გაქვთ. მარცვლეული რამდენჯერმე გარეცხეთ და ცივ წყალში 30-40 წუთით ჩაალბეთ.
  3. ვის გაუგია ფლავი ცხვრის ხორცის გარეშე? ნებისმიერი ხორცი შეგიძლიათ აიღოთ, მაგრამ ცხვრის ხორცით განსაკუთრებით გემრიელია. გაწმინდეთ და კუბებად დაჭერით.
  4. ფლავის მოსამზადებლად სქელძირიანი კაზანი დაგჭირდებათ. ქურაზე გააცხელეთ, მცენარეული ზეთი დაასხით. როცა ზეთი გაცხელდება, ხახვი დაუმატეთ. ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. დაჭრილი ხორცი დაუმატეთ და შეწითლდებამდე შეწვით. შემდეგ სტაფილო დაუმატეთ და 7 წუთით შეწვით. 500 მლ წყალი დაასხით. მთელი თავი ნიორი დაუმატეთ. ნიორს მხოლოდ გარე ფურცლები მოაშორეთ. როცა წყალი ადუღდება, ნიორი ამოიღეთ და გვერდზე გადადეთ.
  5. მარილი, ბოლოს ბრინჯი დაუმატეთ. წყალი ბრინჯს ზუსტად 2 თითით უნდა ფარავდეს. ფლავი ხარშეთ, სანამ წყალი თითქმის ბოლომდე არ აორთქლდება. ამას ზუსტად 15 წუთი სჭირდება. როცა წყლის ძირითადი ნაწილი აორთქლდება. შუაში ნიორი ჩადეთ. ძირა მოაყარეთ და თავსახური დაახურეთ. ცეცხლს დაუწიეთ და ზუსტად 20 წუთით ჩაშუშეთ. გემრიელი ფლავი მზადაა!

როგორც ხედავთ, მომზადებაში რთული არაფერია. დიახ, დრო სჭირდება, მაგრამ ნოყიერი კერძი მთელ ოჯახს რამდენიმე დღე გამოკვებავს. სუფრაზე მსუბუქ სალათთან ერთად გაიტანეთ, რომ გემო გაამრავალფეროვნოთ. მჟავე კომბოსტო იდეალურად უხდება.