შვრიის ორცხობილის სენტიმენტალური რეცეპტი, რომელსაც ბავშვობის გემო აქვს

0
199

რა შეიძლება იყოს კლასიკურ შვრიის ორცხობილაზე უფრო მარტივი? იდეალური ცომეულია, რომელიც ყველაზე ცივ  საღამოსაც გაალამაზებს. არომატულ კაკაოზე ცხელი ორცხობილის მიყოლება ძალიან მიყვარს. თუ ორცხობილა უკვე გაცივდა, ცხელ სასმელში შეგიძლიათ ჩააწოთ და თავი კვლავ ბავშვად იგრძნოთ. ჯადოქრობაა! ნებისმიერი დიასახლისის არსენალში შვრიის ორცხობილის საფირმო რეცეპტს იპოვით. ის ხომ როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს უყვართ. თუ ასეთი რეცეპტი არ გაქვთ, მაშინ Paparazzi–ის დღევანდელი რეცეპტი მოგეწონებათ. გპირდებით, გემრიელი გამოვა.

კლასიკური შვრიის ორცხობილა – გულწრფელად, შვრია ყველას არ უყვარს. მთელი მარცვლეულის შვრიის ფანტელები რაციონში ზედმეტი არასდროსაა. ამ პროდუქტის ყოველდღიურ რაციონში ჩართვა მარტივია. კლასიკური შვრიის ორცხობილა ჩვენი რეცეპტით მოამზადეთ.

ინგრედიენტები:

  • 150 გ შვრიის ფანტელები
  • 180-200 გ ხორბლის ფქვილი
  • 200 გ შაქარი
  • 100 გ რბილი კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 30 მლ თბილი რძე
  • 1,5 ს/კ სქელი ვაშლის ჯემი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • მწიკვი მარილი
  • კაკალი თქვენი სურვილით

მომზადების წესი:

  1. შვრიის ფანტელები დააბლენდერეთ. ფქვილის მიღება საჭირო არაა. ნარევში უფრო მსხვილი და წვრილი ნაწილები შეიძლება იყოს.
  2. ყველა მშრალი ინგრედიენტი აურიეთ. ცალკე კვერცხი, რბილი კარაქი, ოდნავ თბილი რძე და ვაშლის ჯემი აურიეთ. თუ ვაშლის ჯემი არ გაქვთ, ვაშლის პიურე შეგიძლიათ გამოიყენოთ. უბრალოდ ვაშლი წვრილად გახეხეთ.
  3. ყველა კომპონენტი აურიეთ და ცომი მოზილეთ. რბილი და დამყოლი გამოვა. ამ ეტაპზე კაკალი დააქუცმაცეთ. სურვილის შემთხვევაში, ცომი მაცივარში ნახევარი საათით ან 15 წუთით გააჩერეთ. ეს აუცილებელი არაა.
  4. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. სანამ ცხვება, ცომიდან 35-40 გრამის ბურთები გააკეთეთ. თითოეულს ოდნავ ხელი დააჭირეთ და პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. ორცხობილებს შორის ცოტა თავისუფალი ადგილი აუცილებლად დატოვეთ.
  5. შვრიის ორცხობილა 180 გრადუსზე 15-18 წუთით აცხვეთ.

კლასიკური შვრიის ორცხობილა ადვილად შეიძლება გამოაშროთ. თუნდაც ფიქრობდეთ, რომ მზად არაა (ცომეული შეიძლება რბილი იყოს) დროზე დიდხანს არ გააჩეროთ. გაითვალისწინეთ, რომ ორცხობილა კარაქს შეიცავს, ამიტომ გაცივებისას უფრო მაგარი გახდება. ეს ნებისმიერი ფხვიერი ორცხობილის თავისებურებაა.

ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ. მაგალითად, კაკალი, ქიშმიში, შოკოლადის წვეთები, ჩირი დაუმატეთ. თუ გარგარის ჩირს, შავქლიავს ან სხვა ჩირს იყენებთ, წვრილად დაჭერით. ასე მზადებისას არ დაიწვება.