ყველაზე უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოველდღე ხათაბალაში ეხვევიან

4891

უიღბლო ადამიანი ყოველთვის ხათაბალაში ეხვევა. სანამ სხვები წარმატებას სწრაფად და მარტივად აღწევენ, უიღბლოს ყველა კუთხეში დაბრკოლება ხვდება. მთელი ცხოვრება ერთი დიდი შავი ზოლია. Paparazzi გიამბობთ, რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მოუმზადეს ვარსკვლავებმა რთული ბედი.

უიღბლო ადამიანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

  • ვერძი – უიღბლობის მიზეზი თავად არის, უფრო ზუსტად, მისი რთული ხასიათი. იმპულსური და ემოციური ზოდიაქოს ნიშანია. უსაქმოდ ვერ ძლებს, მოთმინება მისი საფირმო თვისება არაა. ამის გამო ხშირად უსიამოვნებაში ვარდება. სხვების ბრძნულ რჩევებს მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებად აღიქვამს. ამ ცეცხლოვან ნიშანს ბევრი არაკეთილმოსურნე ჰყავს. რა თქმა უნდა, რამდენს გადაუარა გზაზე თავისი მოქმედების სურვილით! იმპულსურობის გამო გადახდა უწევს – მიზანი მიღწეული არაა, ხოლო პრობლემები გამრავლდა.
  • კირჩხიბი – ზოდიაქოს ნიშნებს შორის მასზე კეთილი, გულახდილი და მგრძნობიარე ნიშანი არ არსებობს. ოცნებობს, რომ სამყარო ტკივილისა და იმედგაცრუებისგან გაათავისუფლოს, ყველა საკუთარი კეთილდღეობის ფასად გადაარჩინოს. სხვებს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებს, საკუთარი თავი ავიწყდება. ამის გამო ცხოვრებაში არ უმართლებს, რადგან სხვების ბედნიერება მისი პრიორიტეტია. როცა თავად კირჩხიბს უჭირს, მის ერთ მეგობარსაც ვერ იპოვით. მთელი მისი გარემოცვა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მისი სიკეთით სარგებლობს, სანაცვლოდ არაფერს იძლევა. თავის ავ ბედზე რამდენიც არ უნდა დაიჩივლოს, მიზეზი მისი ზედმეტად მორჩილი და რბილი ხასიათია.
  • მორიელი – მორიელს არც თუ ისე რბილი და მომთმენი ნიშნის რეპუტაცია აქვს. ამ ნიშანს დიდი ძალა აქვს. იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს ამ ძალას თავის სასიკეთოდ, ცხოვრებაში გამართლება დამოკიდებულია. როგორც კი მორიელი თავისი სულის სიძლიერეს გააცნობიერებს, ლიდერი, მფარველი ან შემოქმედი ხდება. სხვა შემთხვევაში ტირანი და დესპოტი ხდება, რომელიც ყველას აშინებს, მათ შორის საკუთარ თავსაც. მისთვის კომპრომისი არ არსებობს. ამის გამო გამოუვალი სიტუაციები თან სდევს და უიღბლოს ხდის. როგორც კი მოქნილობას გამოიჩენს, მაშინვე გამოსავალს იპოვის.

უიღბლო ადამიანმა წარუმატებლობაში ბედი ან ვარსკვლავები არ უნდა დაადანაშაულოს. წარუმატებლობის მიზეზი ხშირად მისი სუსტი ხასიათია. ყველამ საკუთარი ნაკლოვანებები უნდა გავაცნობიეროთ და შევცვალოთ, რომ შემდეგ ცხოვრების შავ ზოლზე არ ვიწუწუნოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს