ჩემმა დამ პირობა ჩამომართვა, რომ მის შვილზე ვიზრუნებდი, თუ მას რამე დაემართებოდა

0
1228

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.მინდა მოგითხროთ ის, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა.მე დავითი მქვია, მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. მყავს უფროსი ძმა.ერთ დროს ძალიან ბევრს ვსვამდი. თუმცა, დალევა ჩვენი ოჯახის ყველა მამაკაცს უყვარდა: მამაჩემსაც, პაპაჩემსაც და ჩემს უფროს ძმასაც. დედაჩვენი, მისი რთული ცხოვრების მიუხედავად, თავის თანატოლებზე უმცროსად გამოიყურებოდა.

მეცხრე კლასში რომ ვიყავი, მამაჩემი ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა. დედამ სამი წლის შემდეგ კარგი მამაკაცი გაიცნო და ცოლად გაყვა. მალე დაორსულდა და ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ევა დაარქვა. ევა ჩემს ქალიშვილზე მხოლოდ ერთი თვით იყო უფროსი.ერთი წლის შემდეგ დედაჩემმა უცბად დაიწყო დაბერება და გარეგნულად თავის თანატოლებს დაეწია. თუმცა, მისი ახალი ქმარი საერთოდ არ სვამდა და ისინი ძალიან კარგად ცხოვრობდნენ ერთად.

მე ამასობაში ბევრი სმა დავიწყე. დედაჩემი და ცოლი ცდილობდნენ ამისთვის რაღაცის გაკეთებას, მაგრამ არაფერი გამოდიოდა.როდესაც ჩემს დას, ევას, 18 წელი შეუსრულდა, დაბადების დღეზე, პირდაპირ სუფრასთან გვითხრა, რომ მალე ალექსანდრეს გაჰყვებოდა ცოლად. ჩვენ ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვიყავით – ისინი უკვე სამი წელის მანძილზე ხვდებოდნენ ერთმანეთს.

შემდეგ ევამ ისეთი რამ თქვა, რამაც ყველა დამსწრე გააოცა. მან ძალიან უცნაური თხოვნით მომმართა:

  • დავით, დამპირდი, რომ თუ მე რამე მომივა, ჩემს შვილზე შენ იზრუნებ. დამპირდი, რომ არ მიატოვებ და მისთვის ნამდვილი მამა გახდები.

რა თქმა უნდა, ყველა სტუმარმა დაიწყო იმის თქმა, რომ მას სისულელეების ლაპარაკი შეეწყვიტა, მაგრამ ევა მათ არ უსმენდა. ის მუდარის მზერით მიყურებდა და მთხოვდა:

  • დავით! დამპირდი! ძალიან გთხოვ!

ვერაფერს ვიზამდი, მე მას დავპირდი.ევამ მხიარულად გაიღიმა, როდესაც პირობა მივეცი და ყველას დალევა შესთავაზა. ყველამ დალია, ყველამ ჩემს გარდა.მე ჭიქა პირთან მივიტანე, მაგრამ ვერ დავლიე. მე უბრალოდ ის მაგიდაზე დაგვდი. იმ დღის შემდეგ მე საერთოდ აღარ დამილევია. არყის დალევა არ შემეძლო.ევას ქორწილში წვეთი ალკოჰოლი არ დამილევია. არ შემეძლო არყის დალევა და ეგ იყო. თავიდან, ამის გამო ძალიან ვღონდებოდი, რადგან ყველა მეგობარმა შემაქცია ზურგი, ვისაც დალევა უყვარდა. ჩვენ უკვე ერთმანეთი არ გვაინტერესებდა.

ჩემი არამსმელი ნაცნობებიც არ მღებულობდნენ. მათ არ სჯეროდათ, რომ ნამდვილად არ ვსვამდი და ჩემთან ურთიერთობა არ უნდოდათ.ყველა ჩემი ნათესავი და ნაცნობი იმას ელოდებოდა, როდის დავიწყებდი ხელახლა დალევას. ეს არ მოხდა.როდესაც ევა ოთხი თვის ორსული იყო მამა გარდაეცვალა. დედაჩემი ძალიან განიცდიდა მის გარდაცვალებას. ისიც ავად გახდა და ოთხი თვის შემდეგ გარდაიცვალა.

მშობიარობიდან ერთი თვით ადრე, ჩემთან ევა მოვიდა და მითხრა:

  • დავით, შენ ხომ გახსოვს შენი დაპირება?
  • რა თქმა უნდა, მახსოვს! ნუ ნერვიულობ! საიდან გაქვს ასეთი ცუდი აზრები? ყველაფერი კარგად იქნება!
  • მე ახლა ყველაფერს აგიხსნი. ბებიაჩვენი გახსოვს? დედაჩვენის დედა.
  • არა! ის ხომ მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მე ძალიან პატარა ვიყავი. მგონი ის წყალში დაიხრჩო.
  • კი, ის დაიხრჩო. ბებია ხალხს სხვადასხვა დაავადებისგან მკურნალობდა. რით? სხვადასხვა ბალახეულით და შელოცვით. ერთხელ ის ტყეში წავიდა სამკურნალო ბალახების შესაგროვებლად და აღარ დაბრუნებულა. ის ტყეში იპოვეს. ნაკადულში დაიხრჩო. შესაძლოა, ცუდად გახდა და წყლის დალევა მოინდომა. როდესაც დაიხარა, გონება დაკარგა და დაიხრჩო. მაგრამ, მე შენთვის სხვა რამის თქმა მინდოდა. მისი გარდაცვალებიდან ცოტა ხნის წინ, მასთან დედაჩვენი მივიდა და მამაშენზე შესჩივლა, რომელიც მაშინ საშინლად სვამდა.

ბებიამ კი უპასუხა:

  • შენ მასთან ერთად მისი სიცოცხლის ბოლომდე დაიტანჯები. სანამ ის ცოცხალია, შენც ახალგაზრდა იქნები. როდესაც გარდაიცვლება, შენ მეორედ გათხოვდები და ქალიშვილს გააჩენ. ბავშვი შენს შვილიშვილებთან ერთად გაიზრდება. ბევრს იცხოვრებთ – 20 წელზე მეტს. მერე კი ყველა გარდაიცვლებით – ერთ წელიწადში. შენი ქალიშვილი წინასწარ აირჩევს ადამიანს, ვინც მის ბიჭს გაზრდის. ეს ჩვეულებრივი ბავშვი არ იქნება! მისი სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა თქვენგანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი.

როდესაც შენ ეს პირობა ჩამოგართვი, ამ საუბრის შესახებ არაფერი ვიცოდი. მე თავადაც არ ვიცი, რატომ ჩამოგართვი ასეთი პირობა. ეს რაღაც ძალამ გამაკეთებინა. ახლა კი არ ვიცი, რატომ ვნერვიულობ ასე ძალიან.ვეცადე ევა დამემშვიდებინა და ის სახლში წავიდა. მან ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა, რომელსაც ვიქტორი დაარქვა.ევას ბიჭი ძალიან უყვარდა და შესანიშნავი დედა იყო.

როდესაც ბავშვი სამი თვის იყო, ის მასთან ერთად პარკში გავიდა სასეირნოდ. მასთან ერთად მისი ქმარიც წავიდა. ის სახლში იყო, რადგან იმ დღეს შაბათი იყო – უქმე დღე. ისინი მხოლოდ 30 მეტრით მოშორდნენ თავიანთ სახლს და უბედურება დატრიალდა. გზაზე დიდი ავარია მოხდა. ზოგიერთი მანქანა ტროტუარზე გადავიდა. ევა და მისი მეუღლე ადგილზე დაიღუპნენ. ბავშვის ეტლი კი გვერდზე გაგორდა და ის საერთოდ არ დაშავებულა.ამ ავარიაში დამნაშავე იყო ჩემი უფროსი ძმა, რომელიც ნასვამი მიუჯდა ავტომობილის საჭეს. ის ადგილზე დაიღუპა.მე და ჩემმა ცოლმა ევას ბავშვი ჩვენთან წავიყვანეთ და საკუთარი შვილივით ვზრდით.

მე საერთოდ არ ვსვამ და სპორტითაც კი დავკავდი. მე უნდა ვიცოცხლო – ბიჭი ფეხზე უნდა დავაყენო. ჩვენი ნაცნობები ამბობენ, რომ ბიჭის შვილად აყვანის შემდეგ, მე და ჩემი ცოლი რაღაცნაირად გავახალგაზრდავდით.არ შემიძლია, არ დავეთანხმო. ეს ნამდვილად ასეა.