თავხედი ნათესავები გვესტუმრნენ, გაგვაკრიტიკეს და ქილა კომბსტოს მწნილიც წაიღეს

0
1301

ზოგჯერ ნათესავების სტუმრობა სტიქიურ უბედურებაზე უარესია. სამწუხაროდ, ყველას ტაქტის გრძნობა არ აქვს და ზრდილობის ბანალურ წესებს არ იცავს. როგორც Paparazzi–ის დღევანდელი ისტორიის გმირის ნათესავები. სტუმრების თავხედობამ ისე გააოცა, რომ საჭირო სიტყვები ვერ იპოვა.

ნათესავები სტუმრად – „უკვე 12 წელია დაოჯახებული ვარ. დღემდე მეუღლეზე ვგიჟდები. შესანიშნავი და მზრუნველი მამაკაცია. მასში ძალიან გამიმართლა. მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს, ნათესავები. კერძოდ, მისი ძვირფასი ძმა. მასაც საკუთარი ოჯახი ჰყავს: ცოლი და შვილი. ჩვენზე ცუდად არ ცხოვრობენ. ჩვენ ორ შვილს ვზრდით, კარგ ფულს ვშოულობთ. დაზოგვას ვცდილობთ, რომ ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის რაღაც უკეთესი ვიყიდოთ. ამისთვის ბევრს ვმუშაობთ. როგორც ვიცი, ჩემი მაზლი, ვახტანგი კარგ ხელფასს იღებს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ ჩვენთან სახლში ისე იაროს, როგორც სამსახურში.

უსიამოვნო სტუმრები – რამდენიმე დღის წინ ისევ დარეკა და გაგვაფრთხილა, რომ ცოლთან ერთად საღამოს შემოივლის. ეჭვი არ მეპარება, ისევ ფულს ითხოვს. მისი ცოლი მასზე უკეთესი არაა. ისეთი თავხედი და მოურიდებელია. შემოსვლისთანავე ჩემი ახალი ჩექმა შეამჩნია და დაიწყო ლაპარაკი, რომ ფეხსაცმელზე ფულის დახარჯვა არ ღირს, რადგან ძველიც კარგი ფეხსაცმელი იყო. ამან მაშინვე გამაბრაზა. ქმარმა შეამჩნია, რომ აფეთქებას ვიწყებდი, ამიტომ სტუმრებს მაშინვე მოსვლის მიზეზი ჰკითხა. რას ფიქრობთ? სწორია, ფული სჭირდებათ. რაღაც ზღაპრები მოყვა, რომ საქმე აქვს, უნდა დახუროს, ორ კვირაში ფული ექნება. მოკლედ, არაფერი ახალი. ელენა, მისი ცოლი, დაუპატიჟებლად სამზარეულოში შევიდა და დაათვალიერა, რა მქონდა. „ოჰ, რძალო, უკვე დამჟავდა კომბოსტო? ერთ ქილას წავიღებ. ქილა კიტრის მწნილიც გამიხვიე. წელს ისეთი კარგი გამოვიდა“ – განაცხადა ელენემ. ასეთი სითავხედით მეტყველების უნარი დავკარგე. არ მენანება, სტუმრების ჩემი კონსერვებით ყოველთვის სიამოვნებით ვუმასპინძლდები, მაგრამ ასე თავხედურად თხოვნა ნორმალურია?

ქილა კომბოსტოს და კიტრის მწნილი ჩუმად მივეცი. სიხარულით აიღო. უცებ გაიგონა, რომ ჩემი ქმარი მათ ფულს არ აძლევს. ტუჩები მოკუმა და წუწუნი დაიწყო, რომ უკანასკნელი ფულით ჩექმა არ უნდა მეყიდა. მისი წუწუნი აღარ მაღელვებდა, ოღონდ მალე წასულიყვნენ. ქმარი მოულოდნელად აფეთქდა და თქვა, რომ ფულის სათხოვნელად აღარ მოსულიყვნენ, რადგან ადამიანურად ურთიერთობა არ შეუძლიათ. სტუმრები გააგდო. რა თქმა უნდა, ნათესავებთან ურთიერთობის ასე გაფუჭება არ მსურდა, მაგრამ ქმარი სწორად მოიქცა, როცა მათ ადგილი მიუჩინა. ისედაც თავზე დაგვასხდნენ. ასე არ შეიძლება. ვფიქრობ, რა ვუყო ასეთ ნათესავებს“.

ოჯახთან კამათი არ ღირს, მაგრამ ასეთი უხეში თავხედობით თქვენი სიკეთით სარგებლობის უფლებაც არ უნდა მისცეთ. ქმარი სწორად მოიქცა, როცა მათ ადგილი მიუჩინა. ნათესავების დახმარება კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ დრომდე, სანამ ზღვარს არ გადაცდება.