როცა თავს ცუდად ვგრძნობ, პეროგს „წითელ ყაყაჩოს“ ვაცხობ. წვნიანი და გემრიელი

0
161

ცივ და სევდიან დღეებში საკუთარი თავის რაღაც გემრიელით გახარება მსურს. ამ დროს ცხობას ვიწყებ. ცომეული ხომ ადამიანს ბევრ დადებით ემოციას ჩუქნის. გულს სიხარულით ავსებს, სახლს – სასიამოვნო არომატით. ჩემი საყვარელი საშუალება დარდის გასაქარვებლად – ბისკვიტი ალუბლით და ყაყაჩოთი. ეს კომბინაცია მოწყენილობისგან გადაგარჩენთ. Paparazzi დესერტის საოცარ რეცეპტს გიზიარებთ.

ცომის ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 100 გ შაქარი
  • 100 გ ყაყაჩო
  • 35 გ კარაქი
  • 50 გ არაჟანი
  • 150 გ ფქვილი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი ვანილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 500 გ ალუბალი
  • 60 გ შაქარი
  • 30 მლ წყალი
  • 5 გ ჟელატინი

მომზადების წესი:

  1. ფაფუკი ყაყაჩოს ბისკვიტი მოამზადეთ. კვერცხი, შაქარი და მარილი ფაფუკი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.
  2. მშრალი ინგრედიენტები (ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი) აურიეთ. ეს ნარევი თანდათან ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ. ცომი მოზილეთ. ბოლოს ყაყაჩო დაუმატეთ და აურიეთ, სანამ ცომში თანაბრად არ გადანაწილდება.
  3. ბოლოს ცომს არაჟანი და გამდნარი კარაქი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. მზა ცომი საცხობ ფორმაში ჩაასხით და 180 გრადუსზე 50 წუთით აცხვეთ.
  4. სანამ ბისკვიტი ცხვება, შიგთავსი მოამზადეთ. ჟელატინი და წყალი აურიეთ და გასივებამდე გააჩერეთ. ამ დროში ალუბლის ნახევარი დააბლენდერეთ, რომ პიურე მიიღოთ. სიტყვაზე, ბისკვიტისთვის გაყინული ან დაკონსერვებული ალუბალი შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ახალი არ გაქვთ. ჟელატინი მიკროტალღურ ღუმელში გააცხელეთ, კენკრის პიურეს მოასხით და აურიეთ.
  5. ცივი ბისკვიტი ფორმიდან ამოიღეთ და ზედა თავი მოაჭერით, რომ სწორი ზედაპირი მიიღოთ. ჟელატინის ნარევი ბისკვიტს ზემოდან დაასხით. ზემოდან დარჩენილი კენკრა დააწყვეთ. სრულ გამაგრებამდებდე მაცივარში შეინახეთ.

ბისკვიტი ალუბლით მზადაა. სუფრაზე გატანამდე მაცივრიდან ცოტა ხნით გამოიღეთ, რომ შეთბეს. ასე უფრო გემრიელია. ბისკვიტის ზედა ფენა ძალიან რბილი და ნაზი გამოვა, ჟელეს საერთოდ არ ჰგავს. ყაყაჩოს ბისკვიტი ფაფუკი და ჰაეროვანია. ერთ–ერთი საუკეთესო დესერტია.