სწრაფი სტაფილოს პეროგი მარტივად და სწრაფად. ყველა ისე ელოდება, როგორც ციურ მანანას

0
133

ღუმელში გამომცხვარი სტაფილოს პეროგი საოცრად ნაზი და წვნიანი გამოდის. ოჯახის წევრები ამ პეროგს ისე ელოდებიან, როგორც ციურ მანანას. ტკბილი ქერქი ცომეულს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს! Paparazzi გიამბობთ, როგორ მოამზადოთ სწრაფი სტაფილოს პეროგი. მიქსერი საჭირო არაა. ყველაფერი აურიეთ და მზადაა.

ცომის ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 250 მლ მცენარეული ზეთი
  • 260 გ ფქვილი
  • 300 გ გახეხილი სტაფილო
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 1 ვანილის შაქარი
  • 250 გ ყავისფერი შაქარი
  • 100 გ ნიგოზი

კრემის ინგრედიენტები:

  • 150 გ ხაჭოს ყველი
  • 100 გ შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

  1. შაქარი, ვანილის შაქარი და მცენარეული ზეთი ღრმა თასში აურიეთ. სათქვეფით აურიეთ.
  2. თითო–თითო კვერცხი დაუმატეთ. სათქვეფით ან სილიკონის სპატულით (ან სუფრის კოვზით) აურიეთ. მიქსერი არ გამოგადგებათ.
  3. ცალკე თასში ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი და დარიჩინი აურიეთ. მშრალი ინგრედიენტები თხევად მასას ფრთხილად დაუმატეთ. სათქვეფით აურიეთ.
  4. სტაფილო გახეხეთ, ნიგოზი დანით წვრილად დაჭერით. სტაფილო (წვენი არ გაწუროთ) და ნიგოზი ცომს დაუმატეთ და აურიეთ.
  5. ცომი პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაში ჩაასხით. 180 გრადუსზე 35 წუთით მომზადებამდე აცხვეთ. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.
  6. კრემის მოსამზადებლად ხაჭოს ყველი და შაქრის ფხვნილი აურიეთ. მიღებული კრემი ცივ პეროგს მოასხით. გემრიელად მიირთვით.

პეროგი წვნიანი, ნაზი, არომატული გამოდის, თან სწრაფად მზადდება. სტაფილო თითქმის არ იგრძნობა, მაგრამ ხიბლს მატებს. ნიგვზის ნაცვლად თხილი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჩაიზე ან ყავაზე შესანიშნავი ვარიანტია.