ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ვერ მოატყუეს სატელეფონო თაღლითებმა ბებიაჩემი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა

0
1321

მე მქვია ნანა. სტუდენტი ვარ, მესამე კურსზე ვსწავლობ. მყავს ორი ბებია. დედაჩემის დედა მასწავლებელია, ის დღემდე მუშაობს ჩვენი ქალაქის საუკეთესო გიმნაზიაში. მამაჩემის დედა უკვე პენსიაზეა. ბებიაჩემი, ირინა, მრავალი წლის განმავლობაში პოლიციაში მუშაობდა. ის პენსიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაიორის წოდებით გავიდა.

მე მსმენია უამრავი ისტორია სატელეფონო თაღლითების შესახებ, რომლებიც ხალხს სხვადასხვა გზით ატყუებენ. თუმცა, ისეც ხდება, რომ ადამიანები არ ტყუვდებიან და თავად თაღლითები იქცევიან ხოლმე მსხვერპლად. გგონიათ, რამეს ვიგონებ? არავითარ შემთხვევაში. აი, რა ისტორია გადახდა ბებიაჩემს.ეს ამბავი ორი კვირის წინ მოხდა.

დილაადრიან ბებიას დაურეკეს და უთხრეს, რომ მის შვილიშვილს, ბიჭს, ავარია მოუვიდა, მაგრამ თუ სასწრაფოდ მოიტანდა ფულს, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა საქმის მოგვარება.ბებიას საერთოდ არ ჰყავს ბიჭი შვილიშვილები, მხოლოდ გოგოები, ამიტომ ის მაშინვე მიხვდა ყველაფერს, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ეს თაღლითები სუფთა წყალზე გამოეყვანა.

  • ოჰ, რა უბედურებაა! რა თქმა უნდა, ჩემს საყვარელ შვილიშვილს გასაჭირში არ დავტოვებ! ფული რამდენია საჭირო?
  • 5000 ათასი და თქვენი პრობლემა მოგვარდება. გაქვთ ამდენი ფული?
  • მაქვს! დიდი ხანია ჩემი დაკრძალვისთვის ვაგროვებ, მაგრამ ამდენ ფულს სახლში არ ვინახავ. ბანკში მაქვს, ბანკში მჭირდება წასვლა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ფეხები ძალიან მტკივა, ცუდად დავდივარ. იქნებ თქვენ წამიყვანოთ ბანკში? ფულს გამოვიტან და მაშინვე თქვენ მოგცემთ.
  • კარგი! ნახევარ საათში მანქანა თქვენს სახლთან იქნება. მოემზადეთ.

და მართლაც, ნახევარი საათის შემდეგ მანქანა სადარბაზოსთან მივიდა. ბებია ჩაჯდა და მძღოლს უთხრა, სად წასულიყო.ბებია ბანკში შევიდა, მძღოლი კი მანქანაში ელოდებოდა. ბებია ნახევარი საათის განმავლობაში არ გამოჩენილა, შემდეგ ატირებული გამოვიდა და თაღლითს უთხრა: ცუდი ამბავია, დავბერდი, ბარათის კოდი დამავიწყდა.ფული არ მომცეს. ახლა ჩვენ აგარაკზე უნდა წავიდეთ. კოდი ბლოკნოტში მაქვს ჩაწერილი, ყოველი შემთხვევისთვის. გთხოვთ, არ გამიბრაზდეთ. მოდით, აგარაკზე წავიდეთ. არც ისე შორს არის, ოცდაათ კილომეტრშია.

მძღოლი დათანხმდა. აგარაკზე წავიდნენ, ბებია სახლში შევიდა, 20 წუთის განმავლობაში არ ჩანდა, შემდეგ კი გამოვიდა და თქვა:

  • ყველაფერი კარგადაა. კოდი ვიპოვე. ცოტა კარტოფილი, ხახვი და სტაფილო მაქვს წამოსაღები. მიჭირს თქვენს მანქანამდე წამოღება, დამეხმარეთ გთხოვთ. მანქანით ჩემს სახლთან გავივლით და ბარემ ბოსტნეულს სახლში შევიტანთ. უარს ნუ მეტყვით!

მძღოლი უხალისოდ დათანხმდა.მძღოლის ბებია გზაში ამშვიდებდა, ეუბნებოდა, რომ ცოტა დარჩა, ახლა ბოსტნეულს მივიტანთ და შემდეგ ბანკი წავალთ ფულის ასაღებადო.როდესაც სადარბაზოსთან მივიდნენ, ბებიამ მძღოლი დაარწმუნა, რომ კარტოფილის ბინაში შეტანაში დახმარებოდა. თაღლითი დათანხმდა.

სადარბაზოში კი მათ უკვე პოლიციის რაზმი ელოდა. ბებიამ დარეკვა მაშინ მოახერხა, როდესაც აგარაკზე იმყოფებოდა. ქურდი დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.ბებიაჩემი მაშინვე მიხვდა, რომ თაღლითებმა დაურეკეს, მაგრამ ის არ დაიბნა. მან დაარწმუნა თაღლითი, რომ იგი წაეყვანა ბანკში, სადაც მან კომუნალური გადასახადების გადახდა მოახერხა, შემდეგ კი აიძულა, წაეყვანა აგარაკზე და აგარაკიდან ბოსტნეული მოატანინა.მაგარი ბებია მყავს. მას უნარები პენსიაზე გასვლის შემდეგაც არ დაუკარგავს.

აი, ასე ხდება ცხოვრებაში: უნდოდა, რომ უმწეო მოხუცის ფული მიეთვისებინა და თავად აღმოჩნდა პოლიციაში. პენსიაზე გასული მაიორი – მაინც მაიორია და მასთან შეხვედრისას ბანდიტები ნამდვილად არ გაიხარებენ.აი, ასეთი ბებია მყავს მე!