ჯადოქრის რჩევით მონეტებს ფანჯრის რაფაზე ვინახავ. შელოცვა ფინანსების გასაზრდელად

0
3280

ბევრ ადამიანს სტაბილური ფინანსური მდგომარეობა არ აქვს. რა თქმა უნდა, ფული მიდის მასთან, ვინც მუშაობს, თუმცა ზოგჯერ სხვა სამყაროს ძალებს დახმარებისთვის უნდა მიმართოთ. შელოცვა წარმატების და ფულის მოსაზიდად ზედმეტი არაა. Paparazzi გიზიარებთ მარტივ რიტუალს, რომელიც გამდიდრებაში დაგეხმარებათ.

შელოცვა წარმატების და ფულის მოსაზიდად – უძველესი დროიდან ბევრი ცრურწმენა და ნიშანი არსებობს. განსაკუთრებით ფულთან და შემოსავალთან დაკავშირებული. ახლა ცრურწმენებს ბევრი არ იცავს. ჯადოქრობის სფეროს სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ სულ ტყუილად. ეს ცრურწმენები და პატარა პრაქტიკები ფულის ნაკადის გახსნაში გვეხმარება. თქვენი შრომა ტყუილად არ დაიხარჯება, არამედ ათმაგად ანაზღაურდება. ნუთუ ამაზე არ ოცნებობთ?

ცრურწმენები ფულზე, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ.

  1. ფული ხელიდან ხელში არასდროს გადასცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სამუდამოდ წავა.
  2. სახლში ცოცხი ტარით ქვემოთ შეინახეთ.
  3. საფულეში უცვლელი კუპიურა ყოველთვის უნდა გქონდეთ. მისი დახარჯვა არ შეიძლება. ასე სიმდიდრეს მოიზიდავს.
  4. სხვისი ფული არ დაითვალოთ, თორემ თქვენი არ მოვა.
  5. ფული საღამოს არ გაასესხოთ.
  6. ფული სამზარეულოში უკეთ ინახება. ლეიბის ქვეშ ან კარადაში მისი შენახვა არ შეიძლება.

ძლიერი პრაქტიკა ფულზე შეასრულეთ. ცოტა ჯადოქრობა ხელს არ შეგიშლით. თუ ფულის ხე გაქვთ, სახლში ფულის მოზიდვას ხელს შეუწყობს. თუ არ გაქვთ, გირჩევთ, შეიძინოთ. მარტივი მცენარე სიმდიდრის მაგნიტია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი რიტუალი ჩვევად გექნებათ. ჯადოქრობამ რომ იმუშაოს, თქვენი ფიქრები და ემოციები სწორად უნდა განაწყოთ. თუ მუდმივად ფულის დეფიციტზე ფიქრობთ, ასე არ მოვა. როცა პრაქტიკას ასრულებთ, პოზიტივზე განეწყვეთ და იმოქმედეთ. წარმატებასა და ფულზე რიტუალის შესასრულებლად ყოველი ხელფასის შემდეგ ფულის მცენარის ქოთანში სამი მონეტა ჩადეთ. ღირებულებას მნიშვნელობა არ აქვს. თან თქვით „როგორც მონეტები მიწაში რჩება, ხეს სიმდიდრის ენერგიას აძლევს, ასე სახლში ჩემი ფული გამრავლდება და გაიზრდება. დაე, ასე იყოს“. საკმარისია, რომ ეს სიტყვები ერთხელ თქვათ, როცა მონეტებს მიწაში ფლობთ.

დაიმახსოვრეთ, რომ კარი და ფანჯარა ფულის ენერგიის შესასვლელი წერტილებია. სწორედ ამიტომ, რამდენიმე ყვითელი მონეტა ფანჯრის რაფაზე მუდმივად შეინახეთ. ისინი სიმდიდრეს მოიზიდავენ. თუ ყოველთვე ამ მარტივ რიტუალს შეასრულებთ და ფულის ცრურწმენას დაიცავთ, მალე შეამჩნევთ, რომ ფული თქვენს სახლში მარტივად მოდის!