ზოგჯერ ადამიანს აკვიატებული იდეები არ ასვენებს. თან ისე, რომ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვის ცხოვრებასაც წამლავს. Paparazzi გიამბობთ ბებიის შესახებ, რომელიც შვილისა და რძლისგან გოგო შვილიშვილის გაჩენას დაჟინებით ითხოვს. აბსურდული სიტუაციაა.
ბებია და შვილიშვილი – „ცოტა ხნის წინ ჩემს დას ქალიშვილი შეეძინა. სახლში მქონდა ბევრი ახალი ვარდისფერი ნივთი ფურჩალებით. შევაგროვე და ჩემს დას წავუღე. ამდენი ვარდისფერი ნივთის დანახვამ ძალიან გააკვირვა, რადგან თავად ვაჟიშვილი მყავს. ცნობისმოყვარეობამ სძლია და მკითხა: „ამდენი გოგოს ნივთი საიდან, თუ ვაჟიშვილი გყავს?“ ჩემი აბსურდული სიტუაციის შესახებ ვუამბე და თქვენც გიზიარებთ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. 1 წლის წინ თავად ვიყავი ფეხმძიმე. წლების შემდეგ დაორსულება შევძელი, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე ცამდე ბედნიერები ვიყავით. მაშინ 38 წლის ვიყავი. ამ ასაკში ორსულობა მარტივი არაა. ბავშვის სქესი არ მაინტერესებს, მხოლოდ მის ჯანმრთელობაზე ვლოცულობდი.
დედამთილი სულ სხვა აზრზე იყო. მხოლოდ ბავშვის სქესი აინტერესებდა. გოგო ფანატიკურად სურდა. ეს ჩემით არ დაწყებულა. როცა ახალგაზრდა იყო, ქალიშვილის ყოლა სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა. შვილი თავისთვის გააჩინა და გაზარდა. თუმცა მეორე შვილის მარტო გაჩენა და გაზრდა ვერ გაბედა. მას შემდეგ გოგოს ყოლა აკვიატებად ექცა. ექიმებმა ექოსკოპიაზე ბავშვის სქესის დანახვა ვერ შეძლეს, მაგრამ დედამთილს მტკიცედ სწამდა, რომ გოგო იყო. გოგოს საბავშვო ნივთების, სათამაშოების ყიდვადა სახლში მოტანა დაიწყო. როცა ბიჭი შემეძინა, კინაღამ გული წაუვიდა. ექიმებს უყვიროდა, რომ ბავშვი შეუცვალეს. კარგია, რომ ამის შესახებ გვიან გავიგე.
და გოგო შვილიშვილი? – სახლში დაბრუნებისთანავე კითხვებით მაწუხებს, თუ როდის ვიფიქრებ მეორე შვილზე. არადა მძიმე ორსულობა მქონდა. ჩემს შვილს არც იმჩნევს, მასზე არ ზრუნავს, ხელშიც ერთხელ ეჭირა. მხოლოდ გოგოზე ოცნებობს. დედამთილის დაჟინება ნამდვილი პრობლემაა. ჩვენი შეხვედრა მეორე შვილზე საუბრით იწყება და მთავრდება. მგონი შეიშალა. 1 წელი გავიდა, მაგრამ არ ისვენებს. უფრო შეტევაზე გადმოვიდა. თითქოს საკმარისი დრო გავიდა, რომ მეორე გავაჩინოთ.
მე და ჩემი მეუღლე მივხვდით, რომ მასთან გონივრული საუბარი არ ჭრის, ამიტომ მოტყუება გადავწყვიტეთ. თითქოს ვცდილობთ, მაგრამ არ გამოგვდის. ამანაც არ გააჩერა. ერთ საღამოს ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის ფული მოგვიტანა. მისმა საქციელმა შოკში ჩაგვაგდო. ასე გოგო შვილიშვილის ყოლის სურვილი ნორმალური არაა. არ ვიცი, რა გავაკეთო.“
ნამდვილად აბსურდული სიტუაციაა. ბებია გოგო შვილიშვილის ყოლის იდეით შეპყრობილია. ალბათ, სპეციალისტის ჩარევა ურიგო არ იქნება. მისი აკვიატებული იდეები ოჯახის ცხოვრებას ართულებს. მათ ჯანმრთელი შვილის ყოლით უნდა გაიხარონ და არა დედამთილის საეჭვო წინადადებები მოისმინონ. ალბათ, დედამთილთან დროებით ურთიერთობის გაწყვეტა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.