ოთახის მცენარეები, რომელიც სახლში ყველას უნდა ჰქონდეს, თუ გამდიდრება სურს

0
1522

ხშირად გასამდიდრებლად უჩვეულო მეთოდებს მივმართავთ. მძიმე შრომა და იღბალი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეზოთერიკოსების თქმით ფულის მოზიდვა ამულეტების დახმარებით შეიძლება. მაგალითად, საფულეში დარიჩინის ჩხირი ან პაკეტი საფუარი შეინახეთ. ფანჯრის რაფაზე ფულის მცენარე გაზარდეთ. Paparazzi ფულის მცენარეების სიას გიზიარებთ.

  • კრასულა – კრასულას ფულის ხეს ტყუილად არ უწოდებენ. ალბათ, ეს მცენარის გარეგნობას უკავშირდება. კრასულას მრგვალი ფოთლები აქვს. როცა ფოთოლი ხმება და ცვივა, ვერცხლისფერდება. ამ დროს ფოთლები მონეტებს წააგავს. კრასულას მფლობელები აღნიშნავენ, რომ სახლში მცენარის დარგვის შემდეგ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა. მთავარია, რომ ყვავილი არ გაახმოთ. ცივ სეზონზე მზის დეფიციტის დროს მცენარე სამხრეთ მხარეს გაიტანეთ.
  • ია – ია ფანჯრის რაფაზე ხშირად გვხვდება. ყვავილის სხვადასხვა ფერი და სახეობა არსებობს. ნებისმიერი მათგანი სახლში სიმდიდრის აურას ქმნის. ბევრს სჯერა, რომ იას მფლობელისთვის წარმატება მოაქვს. მხოლოდ ერთი პირობა არსებობს: ყვავილზე სწორად იზრუნეთ.
  • ნემსიწვერა – დადებითი ენერგიით დამუხტული მცენარეა. ოჯახში კონფლიქტს აგვარებს, მშვიდობას და კეთილდღეობას იზიდავს. მეგობრული მცენარეა, ამიტომ სხვა ყვავილების გვერდით შეგიძლიათ დადოთ. ბევრი სინათლე უყვარს. ჩრდილოეთ მხარეს ან ჩრდილში მზის დეფიციტი დატანჯავს და ფულად დანიშნულებას აღარ შეასრულებს.
  • ლიმონი – სახლში ლიმნის ხის დარგვა მთელი წელი ზაფხულით უზრუნველგყოფთ. მცენარეს მხოლოდ პოზიტიური ენერგია აქვს, კომერციულ საქმესა და ბიზნესში წარმატებას ხელს უწყობს. ყურადღებით იყავით: ქოთანი ლიმნის ხით სამხრეთ და აღმოსავლეთ მხარეს არ დადოთ. მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს. დაჩრდილული ადგილი ურჩევნია.
  • კაქტუსი – მასაც ფულის მცენარეს უწოდებენ, ამიტომ ბევრ სახლში პოპულარული მცენარეა. სტრუქტურული თავისებურებების გამო არაკეთილმოსურნეების დამფრთხობად ითვლება. მფლობელზე დადებითად მოქმედებს, წარმატება და ჰარმონია მოაქვს.
  • შროშანი – ფენშუის მიხედვით, შროშანი სიმდიდრის ყვავილია. მცენარის სასიამოვნო სურნელი ფულის ნაკადს ხსნის. თუ გრძნობთ, რომ სამსახურში ბედი თქვენს მხარეს არაა ან უფრო მეტის დაზოგვა დაიწყეთ, შროშანი კაბინეტში ან სახლში დადგით. კეთილდღეობა დაბრუნდება.
  • ანთურიუმი – ბევრი სინათლის მოყვარული მცენარე ბედნიერების და სიხარულის ყვავილად ითვლება. სამსახურში ხელსაყრელ ატმოსფეროს ქმნის, ამიტომ სამუშაო მაგიდაზე ადგილი მიუჩინეთ. ანთურიუმი ნერვებს ამშვიდებს, გონებრივ საქმიანობაზე დადებითად მოქმედებს და თავდაჯერებულობას ზრდის.
  • ლერწმისებრი მარანთა – ექსპერტები მარანთას მოგების წყაროდ მიიჩნევენ. მცენარე პრეტენზიულია და დამწყებ ფლორისტს მისი გაზრდა შეიძლება გაუჭირდეს. მარანთა სინათლის, ტემპერატურის, ჰაერის ტენიანობის და მოწყვის მიმართ მომთხოვნია. თუ ყვავილის პრეტენზიებს გამოიცნობთ, ჯილდო არ დააყოვნებს. ეს არა მხოლოდ ლამაზი ყვავილობა, არამედ სიმდიდრეა, რომელსაც მცენარე იზიდავს.
  • ბამბუკი – აუცილებელი მცენარეა, თუ კარიერულ წარმატებაზე ოცნებობთ. სამუშაო ზონაში აუცილებელი მცენარეა. აზიაში ბამბუკი სიმდიდრის და სიუხვის ყვავილად ტყუილად არ ითვლება. ჩინური ფილოსოფიის მიხედვით, ბამბუკის სამი ყლორტის კომპოზიცია სახლში ბედნიერებას იზიდავს, ხოლო ხუთი ყლორტით – სიმდიდრეს.

ფულის მცენარეები სახლში ყველას უნდა ჰქონდეს. თუნდაც ფულის დანიშნულების არ გჯეროდეს, სახლის ლამაზი გაფორმებაა. ვინ იცის, იქნებ სკეპტიკოსმაც, რომელმაც სახლში ნემსიწვერა, ია ან მარანთა მოიტანა, მალე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შენიშნოს.