კვირის დღეები, როცა თავის დაბანა არ შეიძლება, რომ წარმატება არ დაკარგოთ

0
15529

რამდენად ხშირად იბანთ თავს? ზოგი ამას ყოველდღე აკეთებს, ზოგი მხოლოდ კვირაში ერთხელ. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია თმის სიგრძეზე, ყოველდღიურ დავარცხნაზე და ხვეულების მახასიათებლებზე. მაგალითად, პირადად კვირაში 2–ჯერ ვიბან. ამისთვის სწორ დღეებს ვარჩევ. კვირის ზოგიერთ დღეს თავის დაბანა თქვენს ენერგეტიკას, ბედს და წარმატებას ზიანს აყენებს. Paparazzi გიამბობთ, როდის არ შეიძლება თავის დაბანა.

რატომ არის თავის დაბანა განსაკუთრებული პროცესი – უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ თმა ადამიანის ამულეტი, ჯადოსნური თილისმა და ავი ძალებისგან დამცველია. ადრე კაცები თმას არ იჭრიდნენ, ქალებზე არაფერს ვამბობ. რაც უფრო გრძელი იყო ნაწნავი, მით უფრო ლამაზი, ჯანმრთელი და წარმატებული იყო ქალი. დღეს ამას ყურადღებას ბევრი არ აქცევს. ყველა მოდურ ვარცხნილობას და დავარცხნას მიეჩვია. ზოგჯერ მოკლე ვარცხნილობა ნამდვილად მოსახერხებელი და პრაქტიკულია. თუმცა დღეს არა თმის სიგრძეზე, არამედ თავის დაბანაზე ვისაუბრებთ. ეზოთერიკოსები თვლიან, რომ თავი გარკვეულ დღეს უნდა დაიბანოთ, რომ პოზიტიური ენერგია და ნეგატივისგან დამცავი ფუნქციები არ „ჩარეცხოთ“. როდის არ შეიძლება თავის დაბანა და რატომ?

როდის შეიძლება თავის დაბანა – ბევრი თვლის, რომ თავის დასაბანად შაბათი და სამშაბათი ყველაზე ხელსაყრელი დღეებია. ამ დღეებში თავის დაბანას შეძლებისდაგვარად ვცდილობ. პირველ რიგში, შაბათს მოსახერხებელია: საოჯახო საქმეები გააკეთეთ და თავს მიხედეთ, ნამდვილი სპა სალონი მოიწყვეთ. სამშაბათს დაბანილი თავით პარასკევამდე სუფთა თმით შეგიძლიათ იაროთ. მეორეც, ბიოენერგეტიკის ექსპერტები თვლიან, რომ ამ დღეებში თავის დაბანა იღბალს და წარმატებას იზიდავს. გირჩევენ, რომ შაბათს დღის მეორე ნახევარში თავი დაიბანოთ. ასე მოდუნდებით და ჯანმრთელობას მოიზიდავთ, სტრესს მოიხსნით. სამშაბათს დილით დაიბანეთ და მთელი დღე დამუხტული იქნებით. თან წარმატებას მოიზიდავთ!

როდის არ შეიძლება თავის დაბანა – შესაბამისად, კვირის სხვა დღეები ნაკლებად ხელსაყრელია, რომ თავი დაიბანოთ. ზოგი ამას მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაგრამ შევამჩნიე, რომ როცა თავს ორშაბათს ვიბან, მთელი კვირა საქმე უკუღმართად მიდის. ხოლო პარასკევს, მთელი შაბათ–კვირის გეგმა იშლება. ეზოთერიკოსებიც ასე თვლიან. კვირა თავის დასაბანად არახელსაყრელი დღეა. ამ დღეს ყველაფრისგან უნდა დაისვენოთ და დრო ოჯახთან ერთად გაატაროთ. ოთხშაბათი და ხუთშაბათი ნეიტრალურია, რადგან შუა კვირაში მდებარეობს. თუ თქვენთვის ამ დღეებში თავის დაბანა მოსახერხებელია, ასე გააკეთეთ. ასე თქვენს ენერგეტიკაში არც ნეგატივი, არც პოზიტივი შემოვა.

რა უნდა იცოდეთ თავის დაბანის შესახებ – უკვე იცით, რომელ დღეს უნდა დაიბანოთ თავი. მარტივი ხრიკების გამოყენებით წარმატების მოზიდვის შანსებს გაზრდით. მოდური შამპუნის და ბალზამის ნაცვლად თმაზე ბალახების ნახარში გადაივლეთ. ოჯახში მშვიდობის და კეთილდღეობის მოსაზიდად გვირილა გამოიყენეთ, ფინანსების გასაზრდელად – პიტნა, თავდაჯერებულობისთვის – ჭინჭარი, ახალი ნაცნობის და სიყვარულის საპოვნელად – ვარდის ფურცლები. სხვათა შორის, სასიამოვნო არომატს დატოვებს.