საინტერესო მეთოდი, როგორ გამოიყენოთ სუნამოს ცარიელი ფლაკონი

0
1003

ყოველთვის სამწუხაროა, როცა საყვარელი სუნამოს ფლაკონი ცარიელდება. მისი გამოყენების ვადის გაზრდა გვსურს, რადგან სუნი სასიამოვნო მოვლენებს გვახსენებს. ცარიელი ფლაკონის გადაგდება არ იჩქაროთ. გამოყენების მეთოდი არსებობს. სუნამოს ცარიელ ფლაკონს მეორე სიცოცხლე შეგიძლიათ აჩუქოთ. პირდაპირი დანიშნულებით ვეღარ გამოიყენებთ, მაგრამ საოჯახო საქმეში გამოგადგებათ. Paparazzi გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ სუნამოს ცარიელი ფლაკონი.

სუნამოს ცარიელი ბოთლის გამოყენება სახლში – ალბათ, შეგინიშნავთ, რომ თეთრეული და პირსახოცი, რომელიც კარადაში დიდხანს დევს, უსიამოვნო არომატს იძენს. მნიშვნელობა არ აქვს, რომ რეცხვისას სურნელოვანი კონდიციონერი გამოიყენეთ და კარგად გააშრეთ. დიდხანს დადებული ნივთი უსიამოვნო სუნს იძენს. გამოსავალი არსებობს. უბრალოდ სუნამოს ცარიელი ფლაკონი კარადაში პირსახოცებთან და თეთრეულთან შეინახეთ. შემაფრქვეველი მოხსენით, რომ სასიამოვნო არომატი მარტივად გავრცელდეს. ახლა ნივთებს საოცარი სუნი ექნება იმის მიუხედავად, რამდენ ხანს შეინახავთ კარადაში.

ხრიკი არა მხოლოდ თეთრეულზე მოქმედებს. სუნამოს ცარიელი ფლაკონი ყოველდღიური ტანსაცმლის კარადაში შეგიძლიათ შეინახოთ. ასე თქვენს ნივთზე საყვარელი პარფიუმის სასიამოვნო არომატი გაჩნდება. ამავე მეთოდით ფლაკონი შეგიძლიათ შეინახოთ კარადის შორეულ კუთხეში ან ყუთში, სადაც არასეზონურ ნივთებს ინახავთ. ასე ნივთების განიავება აღარ მოგიწევთ. ძალიან სასიამოვნო სუნი ექნება.

მეთოდის უპირატესობა ისაა, რომ ტანსაცმელი სუნით ზედმეტად არ გაიჟღინთება. ნივთები თავშეკავებული, დახშობილი და ძალიან სასიამოვნო არომატით გაივსება. რა თქმა უნდა, არსებობს სპეციალური არომატიზატორი, მაგრამ მისი სუნი ხშირად ძლიერი და ქიმიურია.