უწყვილო წინდებს აღარ ვყრი. გიზიარებთ გენიალურ იდეებს სახლისთვის

0
1143

სად წავიღოთ მეორე წინდა, თუ მისი წყვილი დაიკარგა? ზოგჯერ კომიკური სიტუაციები ხდება, როცა სარეცხ მანქანაში ორ წინდას დებთ, მაგრამ მხოლოდ ერთი ბრუნდება. გაგიმართლათ, თუ უბრალოდ სადღაც ჩარჩა. ზოგჯერ წინდა უკვალოდ ქრება. Paparazzi გიამბობთ, რა გააკეთოთ უწყვილო წინდიდან.

მეორე წინდა – უწყვილო წინდის გადაგდება არ იჩქაროთ. პირველ რიგში, სხვა წინდას შეგიძლიათ შეუხამოთ და ჩაიცვათ. რატომაც არა, თუ ფეხსაცმელსა და შარვალში არ ჩანს. იდეალურია, თუ ჩქარობთ და შესაფერისი წყვილი წინდის საპოვნელად დრო არ გაქვთ. მეორეც, მარტოხელა წინდა ბევრ სარგებელს მოგიტანთ. გიამბობთ, როგორ აქციოთ წინდა საჭირო ნივთად სწრაფად და ეფექტურად. გაოცდებით, რომ ასეთ წინდას ამდენი სხვადასხვა როლის შესრულება შეუძლია. აღმოჩნდა, რომ მარტოხელა წინდა მეორე სუნთქვას იმსახურებს.

სახალისო თამაშები – სხვადასხვა წინდა კარგად გარეცხეთ და საბავშვო სათამაშოდ აქციეთ. ერთად საინტერესო რამ შეგიძლიათ შექმნათ. ფანტაზიას გასაქანი მიეცით, რომ ჩვეულებრივი წინდიდან სასაცილო ნივთი გამოვიდეს. მაგალითად, წინდა ბამბით გაავსეთ, ერთმანეთს მიაკერეთ, თვალები ღილები მიაწებეთ. ასე საყვარელ მუხლუხოს მიიღებთ. გარდა ამისა, წინდა სახლის თოჯინების თეატრად შეგიძლიათ აქციოთ. თითებისთვის ნახვრეტი გამოჭერით (თუ საჭიროა) ან დეკორი დაუმატეთ. პატარასთან ერთად დეკორაციები დახატეთ და სცენები მოამზადეთ. ასე ბავშვი ხელის პატარა მოტორიკას განავითარებს და ხელოვნების დიდებულ სამყაროს შეიცნობს.

საჭირო ნივთები – მეორე წინდა, რომელმაც წყვილი დაკარგა, ჰაერის არომატიზატორად შეგიძლიათ აქციოთ. წინდა ყავის მარცვლებით ან ხმელი ყვავილებით გაავსეთ. ხელნაკეთი არომატიზატორი სამზარეულოში ან გარდერობში ჩამოკიდეთ. წინდას უსიამოვნო სუნის შთანთქმაც შეუძლია. ამისთვის სოდით გაავსეთ და უსიამოვნო სუნის წყაროსთან შეინახეთ. წინდა ჩვრის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მოსახერხებელი და მარტივად გამოსაყენებელია. დაგეხმარებათ, რომ ძნელად მისადგომ ადგილებს მარტივად მიწვდეთ. თუ წინდა აღარ ირეცხება, გადაგდება არ დაგენანებათ. თავისი ფუნქცია 100%–ით შეასრულა.

ნამდვილი სილამაზე – დიდი ხანია მოდის კვარცხლბეკზე მოცულობითი კონა ლიდერობას ინარჩუნებს. ამ მიზნით ნაყიდი „ფუნთუშები“ გამოიყენება. რა საჭიროა ზედმეტის გადახდა, თუ წინდა ამ ამოცანას იდეალურად უმკლავდება. წინდას ფრთხილად მოაჭერით ის ნაწილი, რომელიც თითებს ფარავს და ვარცხნილობის შეგროვება დაიწყეთ. წინდა მაღაზიის ანალოგს არ ჩამოუვარდება. საკმარისია, რომ პატარა გარმონივით ააწყოთ და თმის კუდზე დაიდოთ. თუ საჭიროა, წინდა თმაზე უხილავი სამაგრებით დაამაგრეთ. წინდა ყველა მხრიდან თმით დაფარეთ და კვლავ უხილავები გამოიყენეთ. ბოლოს თმის ლაქი წაისვით, რომ ბუსუსები დააფიქსიროთ.

როგორ გამოვიყენოთ მეორე წინდა, რომელიც უწყვილოდ დარჩა – მარტოხელა წინდა ფარდიდან მტვრის მოშორებაში დაგეხმარებათ. თუ მხოლოდ მტვერსასრუტს გამოიყენებთ, მილი ფარდას შეისრუტავს. სიტუაციის გამოსასწორებლად წინდა მტვერსასრუტის მილს ჩამოაცვით. პრობლემა მოგვარებულია და ფარდა სუფთაა.