მსოფლიოს 7 ყველაზე საშიში სანაპირო სადაც დასვენებას მხოლოდ გიჟი თუ გადაწყვეტს

480

ზაფხულში ყველა ნანატრ შვეულებაზე ოცნებობს. მზე, ზღვა და თბილი ქვიშა – სწორედ ასე გამოიყურება იდეალური დასვენება მილიონიბით ადამიანის თვალში. თუმცა არსებობს სანაპიროები, სადაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შესვლა შეკვეთილია.

მშიერი ზვიგენები, სისხლისმსმელი ადგილობრივები, ვულკანური აქტივობა და რადიაციული საფრთხე –  აი, რა ელოდებათ დაუდევარ მოგზაურებს ამ ადგილებში. ჩვენი დღევანდელი ნაკრებით თავად შეძლებთ იმის ნახვას, თუ ყველაზე სახიფათო სანაპიროებზე ადამიანებს რა საფრთხე ემუქრებათ.

სტუმართმოყვარე ჰავაის კუნძულები ნამდვილ ტურისტულ მექას წარმოადგენენ, თუმცა მოგზაურები აქაც კი ფრთხილად უნდა იყვნენ. ცნობილი შავი სანაპირო კილაუეა ძალიან ლამაზია, თუმცა ტურისტების საყვარელი ქვიშა ვულკანური წარმოშობისაა!

კილაუეა ძალიან ახალგაზრდა ვულკანია. სხვათა შორის, 2011 წელს ინტენსიური აქტივობის ფაზაში გადავიდა. ცეცხლისმფრქვეველი მთების ქცევა არაპროგნოზირებადია, ამიტომ სანამ შავ სანაპიროზე დასვენებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით.

სამხრეთ აფრიკაში განსბააის სანაპირო ცნობილია, როგორც „დიდი თეთრი ზვიგენების დედაქალაქი“. ეს საშინელი ზღვის მტაცებლები სანაპიროზე დიდი რაოდენობით გვხვდება.

მათ გამო უამრავი ტურისტი დაზიანდა, მაგრამ საფრთხე ადამიანებს მაგნიტივით იზიდავთ. წყალქვეშა სილამაზის გამო დაივერები მთელი წელი ამ სანაპიროს არ შორდებიან.

სანაპირო ვლადივოსტოკთან ახლოს ადგილობრივებში საკმაოდ პოპულარულია. განსაკუთრებით მყვინთავებს და სერფერებს უყვართ.

თუმცა აქ განთავსებული სამხედრო დაწესებულება, მთელ სურათს აფუჭებს. გარდა ამისა, აქ მდებარეობს ძველი ატომური წყალქვესა ნავსადგური. ასე რომ, ამ ადგილას ბანაობას არ გირჩევთ.

ზიპოლიტეს სანაპირო, რომელიც მექსიკაში მდებარეობს, ცნობილია, როგორც ჰიპების და ნუდისტების სამოთხე. ხანდაზმული წყვილები აქ შიშვლები დადიან, ხოლო მსუბუქ ნარკოტიკს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ყიდიან.

ძლიერი ტალღების და დინების მიმართულების ქაოტური ცვლის გამო აქ ბანაობა რეკომენდებული არაა. ამ სანაპიროზე ბევრი ტურისტი დაიღუპა. მაშველები გამაფრთხილებელ ნიშნებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე დგამენ, მაგრამ ყოველ წელს ოკეანეს უამრავი ტურისტი მიჰყავს.

ინდოეთის სანაპირო ჩოუპატი, რომელიც მუმბაის მეგაპოლისთან ახლოს მდებარეობს. მას უკვე არა ერთი წელია ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ სანაპიროდ მიიჩნევენ. საღამოობით ძალიან ბევრი ხალხი იკრიბება და სანაპირო დიდ ბაზრობას ჰგავს. თუმცა ტურისტებისთვის ბანაობა რეკომენდებული არაა!

იმ დროს, როცა აქ გაჩაღებული ვაჭრობა არაა, სანაპირო დიდ ნაგავსაყრელს ჰგავს. ზოგიერთ ადგილას ნაგვის რამდენიმე ფენის გამო ქვიშა საერთოდ არ ჩანს. ამ სანაპიროს წყალში შესვლას მხოლოდ გიჟი ტურისტი თუ გარისკავს.

ერთი შეხედვით ატოლა ბიკინის სანაპირო სამოთხეს ჰგავს. თუმცა ამ სილამაზის მიღმა შეუმჩნეველი საფრთხე იმალება. 1946 და 1958 წლების პერიოდში აშშ კუნძულებს ატომური ცდებისთვის იყენებდა.

1970-იან წლებში კუნძულზე დაბრუნებული მაცხოვრებლები რადიაციით გამოწვეული სიმსივნის და სხვა დაავადებების გამო გარდაიცვალნენ. ახლა აქ ერთადერთი კურორტია განთავსებული, მაგრამ სანაპიროს მხოლოდ ყველაზე რისკიანი ტურისტები სტუმრობენ.

ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულის სანაპიროზე მოხვედრას მხოლოდ თვითმკვლელი თუ ისურვებს. საქმე იმაშია, რომ აქ საკმაოდ აგრესიული აბორიგენების ტომი ცხოვრობს, რომლებიც „დიდი ზღვიდან“ მოსულ ნებისმიერ უცხოპლანეტელს სიძულვილით ხვდებიან!

გემის, თვითმფრინავის და ვერტმფრენის დანახვისას ადგილობრივები ქვების, ისრების და შუბების სროლას იწყებენ. სენტინელები დღემდე ქვის ხანაში ცხოვრობენ და გარე სამყაროსთან კავშირზე უარს აცხადებენ. შემთხვევით ტალღების მიერ გარიყულ უცხოელს კი კლავენ.

არადა, ამ სიაში მოხვედრილი სანაპიროების უმეტესობა დღემდე პოპულარულია. მგონი ადამიანებს ნერვებზე თამაში უყვართ და უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ ასე ჯანმრთელობას, ზოგჯერ კი სიცოცხლეს რისკავენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს