პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი მისი მეგობრის ისტორიას გვიამბობს.მე მარიამი მქვია. ახლა 55 წლის ვარ. ამდენი წლის ვარ, მაგრამ მაინც მაოცებს ის ფაქტი, თუ რამდენად განსხვავებულები და ზოგჯერ ძალიან უცნაურებიც კი შეიძლება იყვნენ ადამიანები.
უნივერსიტეტში სწავლის დროს საუკეთესო მეგობარი მყავდა – ეკა. მე და ის ყოველთვის ერთად ვიყავით. ასეთი შესანიშნავი მეგობარი არასდროს მყოლია. ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებოდით და ყოველთვის გვერდში ვედექით.მშვენიერი დრო იყო, არ მინდოდა დასრულებულიყო. ზაფხულშიც კი დავდიოდით ერთმანეთთან სტუმრად და, რა თქმა უნდა, ზღვაზეც ერთად მივდიოდით დასასვენებლად.
სწავლის 5 წელიწადი ერთი წამივით გაფრინდა.ეკა ცოლად გაყვა თავის შეყვარებულს, რომელსაც მეოთხე კურსიდან ხვდებოდა. ქორწილის შემდეგ ისინი სხვა ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად. მე ჩემი სპეციალობით დავიწყე მუშაობა ჩვენს ქალაქში.
ჩვენ ერთმანეთთან ისევ ვურთიერთობდით. ვურეკავდით ერთმანეთს და ზოგჯერ ერთმანეთთან სტუმრადაც დავდიოდით. 2000 წელს ეკა და მისი ქმარი ამერიკაში წავიდნენ საცხოვრებლად და ჩვენ საერთოდ შევწყვიტეთ ურთიერთობა.2019 წელს კომპიუტერი შევიძინეთ. ჩემს ქალიშვილს ვთხოვე, ჩემი საუკეთესო მეგობრის პოვნაში დამხმარებოდა.
ძალიან გამიხარდა, როდესაც ეკამ შეტყობინებაზე მიპასუხა. ჩვენ ისევ განვაახლეთ ურთიერთობა. გავიხსენეთ ახალგაზრდობა, სტუდენტობის წლები. იმდენად მინდოდა მისი ნახვა, რომ ჩემთან მოვიწვიე. ის დამთანხმდა და უკვე სამ კვირაში ჩემი ბინის ზღურბლზე იდგა.
არასოდეს დამავიწყდება ეს ორკვირიანი კოშმარი. საზღვარგარეთ ცხოვრებამ ჩემი მეგობარი ძალიან შეცვალა. და, სამწუხაროდ, უარესობისაკენ. მას აქ საერთოდ არ მოსწონდა არაფერი. ამ დროის განმავლობაში ის ყველა მეზობელს ეჩხუბა და მეჩხუბა მეც. დაცვის თანამშრომელსაც კი ეჩხუბა მაღაზიაში.
მოუთმენლად ველოდი იმ დღეს, როდესაც ჩემი საუკეთესო მეგობარი წავიდოდა. ფრენამდე მასთან ერთად კაფეში წავედით, ვისადილეთ და აეროპორტში წავიყვანე.სახლში რომ დავბრუნდი, დავინახე, რომ ჩემს სართულზე ჩვენი რაიონის პოლიციის თანამშრომელი და ჩვენი მეზობლები შეკრებილიყვნენ.მათი კარი მწვანე საღებავით იყო შეღებილი, ზარი კი ჩამოგლეჯილი იყო და ფეხით დამტვრეული.
იცით ვინ გააკეთა ეს ყველაფერი? ჩემმა საუკეთესო მეგობარმა – ეკამ. ვიდეოკამერამ დააფიქსირა, როგორ შევიდა სადარბაზოში საღებავის ქილით ხელში.უბრალოდ გაოგნებული ვიყავი ჩემი მეგობრის საქციელით. ვიცოდი, რომ მას ძალიან დიდი ჩხუბი მოუვიდა ამ მეზობლებთან, მაგრამ შურისძიება? ეს აშკარად გადაჭარბებაა.
მეზობლებისთვის ბოდიშის მოხდა მომიწია. კარების აღდგენის საფასური გადავიხადე და ახალი ზარიც ვიყიდე. მათთვის მორალური ზიანის ანაზღაურებაც მომიწია.ასეთი საშინელი რამ ჩაიდინა ჩემმა ყოფილმა მეგობარმა. მასთან ურთიერთობა აღარ მინდა და ახლა მის შეტყობინებებს აღარ ვპასუხობ.ჯერაც ვერ გამიგია: რატომ არ იფიქრა ჩემზე? ის მიდიოდა, მე კი ვრჩებოდი იქ, სადაც ვცხოვრობდი. რატომ ჩამაგდო უხერხულ მდგომარეობაში ჩემი მეზობლების წინაშე?
ამას არასოდეს ვაპატიებ.ასე შეცვალა წლებმა და საზღვარგარეთ ცხოვრებამ ჩემი საუკეთესო მეგობარი.