ჩემს სახლში ნივრის ფურცლებს არავინ ყრის. ნამდვილი ოქროა

0
1107

ნიორი ინგრედიენტია, რომლის გარეშე თითქმის არც ერთი კერძი კეთდება. მას ხშირად ვიყენებთ, კერძებს უხვად ვუმატებთ. ნივრის ფურცლები არ გვაინტერესებს და სინანულის გარეშე ვყრით. სულ ტყუილად, მას ბევრი სასარგებლო გამოყენება აქვს. Paparazzi გიამბობთ, რატომ უნდა შეაგროვოთ ნივრის ფურცლები და არ გადაყაროთ.

ნივრის ფურცლები – მას შემდეგ, რაც ნიორს გაწმენდთ, ფურცლების გადაყრის ცდუნებას არ აჰყვეთ. ჯერ ჩვენი სტატია წაიკითხეთ. გაიგებთ, როგორ შეიძლება გამოგადგეთ. პირველ რიგში, გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ნივრის ფურცლები სამზარეულოში. ის ხომ ნივრის მდგრად არომატს ინარჩუნებს.

ბულიონში ან წვნიანში დასამატებლად იდეალურია. ფურცლები მთელ არომატს სითხეს გადასცემს, შემდეგ ფრთხილად შეგიძლიათ შეაგროვოთ. სურნელოვანი ტომარაც შეგიძლიათ გააკეთოთ. ამისთვის ნივრის ფურცლები, დაფნის ფოთოლი და სხვა ხმელი მწვანილი მარლაში გაახვიეთ. ასეთი ტომარა ნებისმიერ კერძს შეგიძლიათ დაუმატოთ. მომზადების შემდეგ უბრალოდ ამოიღეთ. არომატი საოცარია, მაგრამ კერძში ერთი ზედმეტი ფურცელი არაა. ევროპელი მცხობელები ნივრის ფურცლებს არ ყრიან. მათ ღუმელში ახმობენ, ფქვავენ და ცომს უმატებენ. ასეთი სანელებელი პურს საოცარ არომატს აძლევს.

ბევრი კერძი ფურცლებიანი ნივრის გამოყენებით მზადდება, რადგან მდიდარი არომატი აქვს. ასე ბოსტნეულის ცხობისას შეგიძლიათ გააკეთოთ. უბრალოდ ნივრის ზედა თავი გადაჭერით, ზეთი მოასხით და ბოსტნეულს დაუმატეთ. გამომცხვარი ნიორი სოუსის ინგრედიენტად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მსგავსი სქემით ნამდვილი ფლავი მზადდება. ახლახანს პოპულარული გახდა ნიუ–იორკელი მზარეულის რეცეპტი, რომელიც ფურცლებისგან ჩიფსებს ამზადებს. ფურცლებს ზეითუნის ზეთი მოასხით, მარილი და წიწაკა დაუმატეთ, 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ. 10 წუთში ხრაშუნა ჩიფსს მიიღებთ. სალათს ან მთავარ კერძს შეგიძლიათ დაუმატოთ.

ნივრის ფურცლები აგარაკზე – ცნობილია, რომ ნიორი ანტიბაქტერიულ თვისებებს ფლობს. სასარგებლოა არა მხოლოდ საკვებად, არამედ მცენარეების დასაცავად. მაგალითად, ფურცლების ნაყენი შეგიძლიათ მოამზადოთ. ნივრის ფურცლები თბილ წყალში 5 დღე ჩაალბეთ. შემდეგ გადაწურეთ და ოთახის მცენარე დანამეთ. ნაყენი მცენარეს ბუგრებისა და ობობის ტკიპებისგან დაიცავს. მსგავსი ნაყენი კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნივრის ფურცლები მთელი ღამე წყალში ჩაალბეთ, დილით კარტოფილის მიწისზედა ნაწილი დანამეთ. კოლორადოს ხოჭო თქვენს მოსავალს გვერდს აუვლის. თუ სტაფილოს ან სხვა ბოსტნეულს სახლში ინახავთ, ფურცლებით მათ უსაფრთხოებას დაიცავთ. უბრალოდ ბოსტნეულს მშრალი ფურცლები მოაყარეთ. ასე ლპობისგან დაიცავთ და შენახვის ვადას გაზრდით.

ვფიქრობთ, უკვე დაგარწმუნეთ, რომ ნივრის ფურცლების გადაყრა არ ღირს. ის ხომ არა მხოლოდ კერძების მოსამზადებლად, არამედ მებაღეობაშიც გამოგადგებათ.