ალექსი სახლში ბრუნდებოდა…რა ელოდა, არც კი იცოდა. მას თავისი მეუღლე ათი წლის მანძილზე არ ენახა. თუმცა, ამაში დამნაშავე ის არ ყოფილა. ეს ყველაფერი საშინელი ამბის გამო მოხდა. მას მხოლოდ სამი კვირის წინ გაახსენდა ვინ იყო, რა ერქვა და ის, რომ ცოლი ჰყავდა.
ნანა თორმეტი წლის წინ გაიცნო და მაშინვე შეუყვარდა. გაცნობიდან ორი თვის შემდეგ დაქორწინდნენ. ისინი ძალიან კარგად ცხოვრობდნენ, მაგრამ შვილები არ უჩნდებოდათ. ნანა ამის გამო ბევრს ნერვიულობდა. საჭირო იყო ინ ვიტრო განაყოფიერების გაკეთება, ეს კი ძალიან ძვირი ღირდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ალექსიმ სამუშაოდ საზღვარგარეთ გამგზავრება.
ნანამ მატარებლამდე მიაცილა. ის მატარებელში ჩაჯდა და წავიდა. შემდეგ კი უბედურება დატრიალდა: მატარებელში მას ვიღაც დაესხა თავს და გაძარცვა. ფულიც წაიღო და საბუთებიც. მძარცველებმა თავში ძალიან მაგრად ჩაარტყეს. ამის გამო, მას მრავალი წლის მანძილზე მეხსიერება დაკარგული ჰქონდა.ის ძალიან დიდხანს იწვა საავადმყოფოში, მაგრამ მეხსიერება არ დაბრუნებია. პოლიციამ ვერაფრით გაარკვია ვინ იყო ის.
საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ არც კი იცოდა სად წასულიყო. მთელი დღე პარკში სკამზე მჯდომმა გაატარა. მოგვიანებით, მის სიახლოვეს სკამზე მოხუცი ქალი ჩამოჯდა. ის შავებში იყო ჩაცმული. ცოტა ხნის წინ მას დიდი უბედურება შეემთხვა – ერთადერთი ვაჟი დაასაფლავა. მათ რაღაცნაირად ერთმანეთი მაშინვე მოეწონათ, საუბარი დაიწყეს და ერთმანეთის მიმართ ნდობით განიმსჭვალნენ.
ბარბარე ბებიას ალექსი შეეცოდა და თავისთან წაიყვანა საცხოვრებლად.საბუთების გარეშე სამსახურში მოწყობა ძალიან რთული იყო, მაგრამ ალექსი ძალიან შრომისმოყვარე იყო და ამიტომ ნებისმიერ საქმეს ეკიდებოდა. ის უმუშევრად არასოდეს ყოფილა.სახელი მისთვის ბარბარე ბებიამ მოიფიქრა – ალექსანდრე. ამ სახელით იცხოვრა ალექსიმ 10 წლის მანძილზე.
შემდეგ კი მოულოდნელად სასწაული მოხდა. მას ყველაფერი გაახსენდა. მეხსიერება სრულიად მოულოდნელად დაუბრუნდა.მას ყველაფერი გაახსენდა: ის, რომ მას ალექსი ერქვა და ასევე გაახსენდა თავისი მეუღლე, ნანა.მაშინვე ის გაიფიქრა, რომ მას უკვე დიდი ხანია დაავიწყდა ის და გათხოვდა. ამის მიუხედავად, მაინც ძალიან უნდოდა მისი ნახვა.ნივთები ჩაალაგა და მშობლიურ ქალაქში გაემგზავრა.ნანამ რომ დაინახა, მაშინვე გონება დაკარგა. მასთან მაშინვე გამოიქცა სამი ბავშვი.
”როგორც ჩანს, ნანა მართლაც გათხოვილა, მაგრამ მე მის დადანაშაულებას ვერ გავბედავ. მე ხომ ამდენ ხანს არ გამოვჩენილვარ!“ – გაიფიქრა ალექსიმ.
გონს მოსვლის შემდეგ, ნანამ ალექსის უბრალოდ წარმოუდგენელი ამბავი უამბო: თურმე ის არ გათხოვილა და სამივე ბავშვი ალექსის შვილია.ნანა, თურმე ვერ იჯერებდა იმას, რომ ალექსიმ მიატოვა. მას ყოველთვის სჯეროდა, რომ ის ცოცხალი იყო და აუცილებლად დაბრუნდებოდა. სწორედ ამიტომ გამოიყენა ის გენეტიკური მასალა, რომელიც მისმა ქმარმა ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის ჩააბარა. ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის ჩატარების მიზნით ნანამ მანქანა გაყიდა. ცხრა თვის შემდეგ მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ნათია დაარქა.
ორი წლის შემდეგ, ნანამ მეორე შვილის გაჩენა გადაწყვიტა. ამისთვის ბანკიდან გამოტანა სესხი და ასე დაიბადა ნინი.შემდეგ კი ნანამ საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში ერთ კვლევაში მიიღო მონაწილეობა. ამის სანაცვლოდ, მას უფასოდ გაუკეთეს ინ ვიტრო განაყოფიერება. ასე დაიბადა კიდევ ერთი გოგონა – ანა.ალექსი თვალცრემლიანი უსმენდა ცოლს. მას უბრალოდ არ სჯეროდა საკუთარი ბედნიერების: მას ჰყავდა ცოლი და სამი უმშვენიერესი ქალიშვილი.
ალექსიმ საბუთები აღადგინა და კარგ სამსახურში მოეწყო. მან არ დაივიწყა ბარბარე ბებია, რომელმაც მას მრავალი წლის განმავლობაში დედობა გაუწია. როგორ შეიძლება იმ ადამიანის დავიწყება, რომელმაც რთულ მომენტში არ მიგატოვა და წლების მანძილზე როგორც შეეძლო, ისე გეხმარებოდა?ალექსიმ ბარბარე ბებია თავისთან წამოიყვანა. ნანას საწინააღმდეგო არაფერი ჰქონია.ისინი ერთად ცხოვრობდნენ, როგორც დიდი და მეგობრული ოჯახი. ალექსი წარმოუდგენლად ბედნიერი იყო, რომ მეხსიერება დაუბრუნდა. მან თავისი ოჯახი იპოვა: ცოლი და შვილები.
ნანას უხაროდა, რომ მისი ქმარი კარგად იყო და მის შვილებს ახლა ნამდვილი მამა ჰყავდათ.მამის დაბრუნება შვილებსაც ძალიან გაუხარდათ – ახლა ვერავინ გაბედავდა მათ წყენინებას, მათ ახლა მამა დაიცავდათ.
ბარბარე ბებიაც ძალიან ბედნიერი იყო – მას ჰყავდა ოჯახი და შვილიშვილები, რომლებსაც მაშინვე შეუყვარდათ ის, როგორც საკუთარი ბებია.