კატო მხოლოდ სამწლინახევრის იყო. ის არავის გაუღვიძებია. სახლში სრული სიჩუმე სუფევდა

6611

კატო მხოლოდ სამწლინახევრის იყო, როდესაც დედამისი ცაში გაფრინდა და ანგელოზად გადაიქცა.იმ დღეს, როდესაც ეს ყველაფერი მოხდა, კატო არავის გაუღვიძებია. მას მანამდე ეძინა, სანამ თვითონ არ გაიღვიძებდა. როდესაც კატომ გაიღვიძა, სახლში სრული სიჩუმე სუფევდა.

კატოს ამ სიჩუმის ცოტა შეეშინდა. საყვარელ ჯუჯას ჩაეხუტა და საღამურებით სახლის კარებთან მივიდა. კარებთან მამამისი იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.მას ქალიშვილის მსუბუქი ნაბიჯების ხმა მოესმა და მისკენ შებრუნდა. მამაკაცს თვალები ცრემლიანი ჰქონდა.

  • დილა მშვიდობისა, შვილო! გაიღვიძე უკვე?
  • კი! დედა სად არის?

მამამ ღრმად ამოისუნთქა და უთხრა:

  • დედაშენი აღარ არის. ის ახლა ცაშია. გაფრინდა. სამუდამოდ…
  • მე მას აღარასდროს ვნახავ? ანუ, მას აღარ ვუყვარვართ?
  • არა, რას ამბობ. ვუყვარვართ და ძალიან მაგრად. უბრალოდ, ის ახლა ჩვენგან ძალიან შორს იქნება.
  • სად?

ის ახლა ცაში იცხოვრებს.

  • ღრუბლებში? იქიდან მე დამინახავს?
  • რა თქმა უნდა, დაგინახავს!
  • მაგრამ ცაში იმდენი ღრუბელია! როგორ შევძლებ მის პოვნას?
  • მოდი წავიდეთ და მე გაჩვენებ სად შეგიძლია დედაშენის ნახვა და მასთან დალაპარაკება.

მამამ კატოს ტანსაცმელი გამოუცვალა და ეკლესიაში წაიყვანა.აქამდე კატო აქ არასდროს ყოფილა.მამამ ანგელოზები აჩვენა. სანთელი აიღო, თავის გოგონას მისცა და უთხრა:

– შვილო, სანთელი აანთე და შემდეგ დედას ესაუბრე. ანგელოზები აუცილებლად გადასცემენ მას შენს სიტყვებს, როდესაც ცაში გაფრინდებიან.

  • დედიკო, ძალიან მიყვარხარ! – ჩუმად წარმოთქვა კატომ.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. კატოს ჯერ კიდევ სჯერა ამის და ყოველ ჯერზე, როდესაც სანთელი ანთია, ის დედას ესაუბრება. მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ დედას ესმის მისი ყოველი სიტყვა, რომელსაც იგი ამ დროს წარმოთქვამს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს