ხალხური ნიშნები, რატომ არ შეიძლება საქორწინო ბეჭდის მოხსნა

0
511

სამკაულს ბევრი ნიშანი და ცრურწმენა უკავშირდება. განსაკუთრებით საქორწინო ბეჭდებს. ეს ხომ უბრალო სამკაული არაა, არამედ სიყვარულის და ოჯახური ბედნიერების სიმბოლო. Paparazzi გიამბობთ, რატომ არ შეიძლება საქორწინო ბეჭდის მოხსნა ხალხური ნიშნების მიხედვით და რას მოასწავებს.

საქორწინო ბეჭდის მოხსნა – დღემდე საქორწინო ბეჭდის შესახებ დისკუსია არ ცხრება. ბევრი თვლის, რომ ბეჭდის ტარება აუცილებელია, რადგან ასე ქორწინებისადმი პატივისცემას გამოხატავთ. სხვები ამაზე დიდად არ ზრუნავენ და ბეჭედს ფოტოსესიის დამთავრებისთანავე იხსნიან. გავარკვიოთ, ვინ არის მართალი და როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი.

პირველ რიგში, გადახედეთ ნიშნებს, რომელიც განხილვის საგანი ხდება. ხალხური ცრურწმენა ამბობს, რომ საქორწინო ბეჭდის მოხსნა აუცილებლად ოჯახის დანგრევას გამოიწვევს. ითვლება, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ბეჭდებს არ ატარებენ, მუდმივად წვრილმანებზე კამათობენ. არ შეიძლება ბეჭდის მოხსნა და სხვისთვის მოსაზომად მიცემა. ითვლება, რომ ეს ადამიანი ბედნიერებას წაგართმევთ. ასევე ღალატის და კვლავ განქორწინების ნიშანია. კიდევ ერთი სამწუხარო ნიშანი ამბობს, რომ ის, ვინც საქორწინო ბეჭედს იხსნის, ქვრივი დარჩება. ოდნავ სასიხარულო ცრურწმენის მიხედვით ბეჭედი ავი სულებისგან გვიცავს. როცა მას იხსნით, არაკეთილმოსურნეების მიმართ დაუცველი ხდებით.

საღი აზრი – პრინციპში ყველა ნიშანი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ბეჭდის მოხსნა არ შეიძლება. საიდან მოდის ცრურწმენები? ქორწილზე ბეჭდის ჩუქების ტრადიცია ძალიან ძველია. ადრე, როცა ოქრო ძვირად ფასობდა, ასეთი სამკაული ქალის ყველაზე ღირებულ ნივთად ითვლებოდა. მარტო დარჩენის შემთხვევაში შეეძლო ბეჭედი გაეყიდა და გარკვეული ხნით ამით თავი ერჩინა. ქალებს ეშინოდათ ბეჭდის მოხსნის, რომ ძვირფასი ნივთი არ დაეკარგათ.

გამოდის, რომ ცრურწმენებს გასაგები მნიშვნელობა აქვს. თუმცა თანამედროვე სამყაროში ბეჭდის ფასი არც ისე დიდია. რა თქმა უნდა, ასეთი სამახსოვრო და ძვირფასი ნივთის დაკარგვა საწყენია, მაგრამ გადარჩენის საკითხი არაა. თქვენი გადასაწყვეტია, ცრურწმენებს დაუჯერებთ თუ არა. ვფიქრობთ, რომ თუ ადამიანებს ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ, ამაზე ნიშნები გავლენას ვერ მოახდენს.