ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. გვსურს, რომ ისინი ყველა უსიამოვნებისა და პრობლემისგან დავიცვათ. უბრალო ხალხს ამის ძალა არ აქვს, მაგრამ დახმარება მაღალ ძალებს შეგიძლიათ შესთხოვოთ. Paparazzi გიამბობთ, როგორ სთხოვოთ უფალს თქვენთვის ძვირფასი მამაკაცის დაცვა. ამაში ძლიერი ლოცვა დაგეხმარებათ. ძლიერი ლოცვის ტექსტს გიზიარებთ.
ძლიერი ლოცვა ქმრისთვის – ცოლის ლოცვას დიდი ძალა აქვს. განსაკუთრებით გულწრფელი რწმენით და გულით წარმოთქმულ სიტყვებს. მისი დახმარებით საყვარელი ადამიანი უსიამოვნებებისგან შეგიძლიათ დაიცვათ. თუ გრძნობთ, რომ თქვენს პარტნიორს მაღალი ძალების დახმარება სჭირდება, უბრალოდ მისთვის ილოცეთ. ლოცვა ნებისმიერ დროს და იმდენჯერ შეგიძლიათ თქვათ, რამდენჯერაც გსურთ. მთავარია, რომ მასში რწმენა ჩადოთ.
ჰოჲ, დიდებულნო მოწამენო გური, სამონ და აბიბო, დაგვიცვენით ჩუენ მონანი ესე ღუთისანი (სახელები) უკეთურ კაცთა თავდასხმისა და ბოროტის მზაკვრობათაგან. დაგვიფარეთ ჩუენ მოულოდნელისა სიკუდილისაგან. გვიხსენით ცეცხლისა, მახვილისა და ყოველგვარ სულის წარმწყმედელ გარემოებათაგან. ჰოჲ, მოწამენო ქრისტესნო, ლოცვითა თქვენითა მოგვაგეთ ჩუენ ყოველნი კეთილნი და სარგებელნი, რათა საწუთოჲსა ამის ცხოურებისა ჩუენისა კეთილმსახურებით გარდამსვლელნი და ურცხვენელისა აღსასრულისა მიმღებელნი ღირს ვიქმნნეთ მხურვალითა შემწეობითა თქვენითა ყოველთა წმიდათა თანა მართლისა მსაჯულისა მარჯვენით დგომად, რათა დაუსრულებელად ვადიდებდეთ მას, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა მფარველობისთვის – თუ თქვენი მეუღლე სამხედრო პირია, შეგიძლიათ უფალს რთულ გზაზე მისი დაცვა სთხოვოთ. რა თქმა უნდა, ეს მყისიერი პანაცეა არაა, მაგრამ სულის დამშვიდებაში დაგეხმარებათ და მეუღლეს ღვთაებრივი დაცვით შემოსავს. ძლიერი ლოცვა ქმრისთვის, რომელიც ნუგეშისცემაში დაგეხმარებათ.
უმცირეს ვიყავ მე ძმათა შორის ჩემთა და უმრწემეს სახლსა შინა მამისა ჩემისასა და ვმწყსიდი საცხოვართა მამისა ჩემისათა. ხელთა ჩემთა ქმნეს საგალობელი, და თითთა ჩემთა განაგეს საქებელი. და ვინ-მე მიუთხრას ესე უფალსა ჩემსა და თავადმან უფალმან შეისმინა. და თავადმან გამოავლინა ანგელოზი მისი და აღმიღო მე ცხოვართაგან მამისა ჩემისათა და მცხო მე ზეთითა ცხებულისა მისისაითა. ძმანი ჩემნი იყვნეს კეთილ და დიდ, და არა სთნდეს იგინი უფალსა. განვედი მე შემთხუევად უცხო თესლისა მის, და მწყევდა მე კერპთა მიმართ თვისთა; ხოლო მე ვიხადე მახვილი მისი და წარვჰკუეთე თავი მისი და აღვხოცე ყუედრებაი ძეთაგან ისრაელისათა.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთ–ერთი ლოცვაა. უფალს ნებისმიერი სიტყვით შეგიძლიათ მიმართოთ. მნიშვნელოვანია არა ლოცვის ტექსტი, არამედ თქვენი ფიქრები და სურვილები. თუ სიტყვაში სიყვარულს და ზრუნვას ჩადებთ, უფალი აუცილებლად მოგისმენთ.