ფული მომეცი! რას მიყურებ? – უყვირა ვიღაც ქალმა ჩვენი ბინის პატრონს

0
252

მე ია მქვია. ოცდასამი წლის ვარ. უნივერსიტეტი დავამთავრე და ვმუშაობ. ერთი წლის წინ გავთხოვდი. ჩემი მეუღლეც მუშაობს. იპოთეკის ფულს ვაგროვებთ, ჯერ-ჯერობით კი ბინას ერთ ბებიასთან ვქირაობთ. მზია ბებია ძალიან კარგი, საყვარელი და კეთილი ადამიანია.

ის თავისი მაცივრით სარგებლობის უფლებასაც კი გვაძლევს. მაცივარში ერთ-ერთ თაროზე ყოველთვის ერთი და იგივე ქვაბი იდგა. ერთხელ, ვერ მოვითმინე და შევამოწმე ქვაბში რა იყო. ქვებში შვრიის ფაფა იყო. მზია ბებია თავისთვის სხვა არაფერს ყიდულობდა. შიმშილისაგან როგორ არ დაიღუპა? ის პუსაც კი კვირაში მხოლოდ ერთხელ ყიდულობდა და პატარა ნაჭრებად ჭრიდა, რომ ერთი კვირის მანძილზე ყოფნოდა.

მზია ბებია ჩვენ არ გვიშლიდა, ჩვენს ცხოვრებაში არ ერეოდა. დილიდან სადღაც მიდიოდა ხოლმე. ერთ დღეს ჩემმა ქმარმა ნახა, რომ ის ბოთლებს აგროვებდა. ვერ ვიგებდით, რა ხდებოდა. ბებიას პენსია ჰქონდა, ბინის ქირას ჩვენც ვუხდიდით. რატომ აგროვებდა ბოთლებს? სასმელს ის არ სვამდა, ძალიან მშვიდი და კარგი ქალი იყო.

ერთხელ, მე სახლში ვიყავი, ჩემი ქმარი კი სამსახურში. ბებიასთან ვიღაც ქალი მოვიდა. ქალი 40 – 45 წლის იქნებოდა. მან მაშინვე დაიწყო ყვირილი. ის ბებიას ფულს სთხოვდა. ის ატირდა და უხმოდ გაუწოდა ფული იმ ქალს. შემდეგ, მან იმ ქალს რაღაც სთხოვა, მან კი უხეშად უპასუხა.

ამის შემდეგ, ამ ქალმა ჩვენი ნივთები დაინახა და გადაწყვიტა, რომ ნებართვის გარეშე შემოსულიყო ჩვენს ოთახში. მას არც კი დაუკაკუნებია, კარი პირდაპირ შემოაღო და შემოვიდა. დამინახა და მაშინვე განაცხადა:

  • ახლა ქირას მე გადამიხდით! მე ვარ აქ უფროსი. აი, ჩემი ტელეფონის ნომერი, ეს კი ჩემი საბანკო ბარათის ნომერია.

ეს ქალი წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ სამზარეულოში გავედი, მზია ბებიაც შემოვიდა. მან მიამბო, რომ ეს ქალი მისი შვილი იყო. მას და მის ქმარს დიდი ხნის მანძილზე შვილები არ ჰყავდათ, ამიტომ, როდესაც ნათია დაიბადა, მას ძალიან ათამამებდნენ და არაფერს აკლებდნენ. მერე, ქმარი სხვა ქალთან წავიდა. ცოლისა და შვილის შესახებ საერთოდ დაივიწყა, ისინი საკუთარი ცხოვრებიდან ამოშალა.

შვილს რომ არაფერი დაკლებოდა, მზია ბებია ძალიან ბევრს მუშაობდა. ნათიას ყველაფერი საუკეთესო ჰქონდა, დედამისი უარს არაფერზე ეუბნებოდა. ამიტომაც გაიზარდა ნათია ასეთი ეგოისტი.ნათია გვიან გათხოვდა. მისი ქმარი ძალიან ბოროტი და ძუნწი კაცი იყო. ნათიას გოგონა შეეძინა.

მზია ბებიას თავისი შვილიშვილი ძალიან უყვარდა. ქალიშვილმა მოიფიქრა, რომ ბებიისთვის შვილიშვილი ფულის სანაცვლოდ ეჩვენებინა. მზია ბებია თავის ქალიშვილს თავის პენსიას აძლევდა, ის კი ნებას რთავდა, რომ კვირაში ერთხელ ერთი საათი შვილიშვილთან ერთად გაეტარებინა. ბოლო დროს, მას ის ფულიც მიჰქონდა, რომელსაც ბებიას ჩვენ ვუხდიდით. ბებია იმ ფულით ცხოვრობდა, რომელსაც ჩაბარებული ბოთლების სანაცვლოდ აძლევდნენ. ეს ფული კი შვრიის ფაფისთვის და ერთი პურისთვის ყოფნიდა, რომელიც ერთ კვირაზე უნდა გადაენაწილებინა.

მზია ბებია ძალიან შემეცოდა. წესით, შვილი მას უნდა დახმარებოდა, ის კი, პირიქით, დედამისს ართმევდა. როგორ უნდა მოექცე ასე შენს საყვარელ ადამიანს?!ჩემს ქმარს სკოლის მეგობარი ჰყავდა, ის იურიდიულ ფირმაში მუშაობდა. დახმარებისთვის მას მივმართეთ. მან გვითხრა, რა უნდა გაგვეკეთებინა.

მეზობლებისგან წერილობითი ჩვენებები ავიღეთ, რითაც დასტურდებოდა, რომ მზია ბებიას თავისი ქალიშვილი მუდმივად სთხოვდა ფულს. შემდეგ მზია ბებია მივიდა ნარკოლოგთან და ფსიქიატრთან. მათ მისცეს ცნობები, რომ ის არსად არ იმყოფებოდა აღრიცხვაზე. ამ საბუთებით მზია ბებიამ სასამართლოს მიმართა და დავა მოიგო. მას ნება დართეს, რომ თავისი შვილიშვილი ორ კვირაში ერთხელ ენახა.

მზია ბებიას ვეღარ იცნობდით. ის იღიმოდა და სიხარულისა და ბედნიერებისაგან ბრწყინავდა.მაცივარში ნორმალური საჭმელი გაჩნდა. ახლა ის თავისი პენსიით ყიდულობდა საჭმელს და საჩუქრებს თავისი საყვარელი შვილიშვილისთვის. დროთა განმავლობაში, მან თავისთვის რამდენიმე ახალი კაბა და ზედაც შეიძინა.

ჩვენ სამმა, სახლში პატარა კოსმეტიკური რემონტიც გავაკეთეთ. ყველაფერი შევღებეთ და არასაჭირო ნივთები გადავაგდეთ. საძინებლებში შპალერიც კი გავაკარით.მისი ქალიშვილი აღარ გამოჩენილა. რისთვის? დედამისი ხომ ფულს აღარ მისცემდა.მე და ჩემი ქმარი ბებიასთვის უფრო ახლობლები გავხდით, ვიდრე მისი ქალიშვილი.რემონტის გაკეთების შემდეგ, ის ქირის ფულის აღებაზე უარს ამბობდა, მოგვიწია, რომ ძალით მიგვეცა.