38 წლის ჯოისი მეგობრებსა და ნათესავებს ეჩხუბა. 3 წლის შემდეგ, მისი სახლის კარი პოლიციამ შეამტვრია

0
1281

წლებთან ერთად, პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება სიახლეები კიდევ ერთ მოხუცებულ ადამიანზე, რომლის სხეულიც გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ აღმოაჩინეს. იაპონიაში, სადაც ეს საკითხი მწვავედ დგას, მისთვის სპეციალური მნიშვნელობაც კი მოიგონეს.

იქაური ტერმინი “კოდოკუში” ან “კოდოკუსი” ითარგმნება, როგორც “მარტოობაში სიკვდილი”. ასე უწოდებენ იმ ადამიანთა ხვედრს, რომლებიც საკუთარ სახლში უბედური შემთხვევის ან დაავადების შედეგად გარდაიცვალნენ, გარშემომყოფებს კი მათი დაღუპვა არც კი შეუმჩნევიათ.

ბევრი იღვიძებს ცივ ოფლში იმის წარმოდგენისას, რომ თავადაც ასეთი ბედი ელით. იყო იმდენად მარტოსული, რომ სიკვდილის შემდეგ შენ შესახებ არც კი გაიხსენებენ – უარეს დასასრულს ვერც კი წარმოიდგენთ. სამწუხაროდ, ყველა იმ ადამიანს, რომლებზეც დღეს ჩვენს სტატიაში ვისაუბრებთ, სწორედ ეს შეემთხვა.

აშს-ს შტატ მიჩიგანში, ქალაქ პონტიაკში, 44 წლის პია ფარენკოფის გვამი 2014 წელს იპოვეს, მის საკუთარ ავტოფარეხში, ქალის კუთვნილი ჯიპის უკანა სავარძელზე. გვამი აქ იმდენ ხანს ყოფილა, რომ ექიმებმა მისი სრულყოფილი გამოკვლევა ვერ შეძლეს, გახრწნილობის გამო.

ნათესავები და მეგობრები პიას ჭკვიან ქალად ახასიათებდნენ, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ მას ხალხში გამოსვლა არ უყვარდა. გარდა ამისა, ფარენკოფისთვის დამახასიათებელი იყო, მთლიანად გაეწყვიტა ურთიერთობა ახლობლებთან, თანაც უბრალო წვრილმანების გამო. ნათესავები ამტკიცებენ, რომ უბრალოდ ერიდებოდნენ მასთან ურთიერთობას, სწორედ ამ თვისების გამო. თუმცა, პოლიციელების თქმით, ქალი ჯერ კიდევ 2009 წელს დაიღუპა.

38 წლის ჯოის ვინსენტმა მეგობრებთან და ნათესავებთან კავშირი გაწყვიტა და გარკვეული დროის განმავლობაში, შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მის მიმართ ძალიან მკაცრი იყო. მოგვიანებით, იგი გადასახლდა მუნიციპალურ სახლში, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვისაა განკუთვნილი. უბედური ქალი იქ 2003 წლის შობის წინა ღამეს, ასთმის შეტევის შედეგად, ტელევიზორის ყურებისას გარდაიცვალა.

ჯოის შეწუხებული ნათესავები 3 წლის განმავლობაში ეძებდნენ. ქალის მისამართის დადგენა მხოლოდ მათ მიერ დაქირავებულმა კერძო დეტექტივმა შეძლო. უბედურის გვამი გარდაცვალებიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ, ჩართული ტელევიზორის წინ მოთავსებულ დივანზე იპოვეს.

მოგვიანებით, მომხდარის მოტივებზე გადაიღეს დოკუმენტური დრამა. დღემდე უცნობია, თუ ვინ იხდიდა მთელი ამ დროის განმავლობაში ჯოისის ბინის გადასახადს, და რატომ რჩებოდა მეზობლების მუდმივი ჩივილები, საშინელი სუნის შესახებ, უპასუხოდ.

სიდნეის ცენტრში არსებულს სახლს წლების განმავლობაში არავინ უვლიდა. სახლი ნელ-ნელა იშლებოდა, მეზობლებს კი არც უეჭვიათ, რომ შიგნით ყოფილი დიასახლისის გვამი იყო. 86 წლის ნატალი ჯინი ვუდი 2003 წლის ზამთარში გარდაიცვალა, მისი გვამი კი იქ მთელი 8 წლის განმავლობაში ინახებოდა. პოლიციელებმა დაადგინეს, რომ მოხუცი თავის საძინებელ ოთახში, იატაკზე დაწოლილი გარდაიცვალა.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ საშინელ არეულობას ფოლკორისტ ბარბარა სალინას ნორმანის სახლში. ქალი, რომელმაც თავის სიცოცხლეში უამრავი ლეგენდა და ზღაპარი დაწერა, მარტოობაში გარდაიცვალა. 70 წლის ასაკში, ბარბარა ჭკუიდან შეიშალა და ნაგვის შეგროვება დაიწყო. გულის შეტევა მას პირდაპირ ნაგვით სავსე ოთახის შუა გულში მოუვიდა. ნორმანმა იქ, სადაც დავარდა, წელიწადში მეტი გაატარა, თანაც, ბებიის საცხოვრებელი სახლის კარი, მთელი ამ დროის განმავლობაში, ღია იყო.

პაულინა ბესეტი და მისი ქალიშვილი, კაროლინა, პოლიციამ თავიანთ სახლში გარდაცვლილები იპოვა. ოჯახის ძველმა მეგობრებმა შეატყობინეს: პაულინის ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ქალი სახლში გამოიკეტა. მოგვიანებით, სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ დედა 30 წლის წინ გარდაიცვალა, მისი ქალიშვილი კი დედის სხეულს ბოლო ზამთრამდე უვლიდა, სანამ თავადაც არ გარდაიცვალა.

დევიდ კარტერმა მეგობრებსა და ნაცნობებს დაუბარა, რომ სამსახურს თავს ანებებდა და ცხოვრებას შორეულ ქვეყნებში გააგრძელებდა. თუმცა, რეალურად, მამაკაცმა, რომელსაც ყველა იცნობდა, როგორც კეთილ და გულუხვ ადამიანს, საკუთარ დაბადების დღეზე, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დევიდის გვამი, მისი სახლის მისაღებ ოთახში, 4 წლის განმავლობაში ესვენა. შესაძლოა, ნეშთი დღემდე იქ ყოფილიყო, სახლში უძრავი ქონების ერთი ცნობისმოყვარე აგენტი რომ არ შემძვრალიყო. ვფიქრობ, მის წინაშე გადაშლილი სურათის შემდეგ, მამაკაცი აღარასდროს მოიქცევა ასე.

ქვემოთ, ფოტოზე მოცემულ სახლში, სიცოცხლეს გამოემშვიდობნენ ტყუპი ძმები, ენდრიუ და ენტონი ჯონსონები. 63 წლის მოხუცები, რომლებსაც დაბადებიდან დიაბეტი ჰქონდათ, თავიანთი სიკვდილით გარდაიცვალნენ, რასაც გამოძიებაც ადასტურებს. ჯონსონები მხოლოდ 3 წლის შემდეგ იპოვეს: მოხუცების მეზობლები, ამდენი ხნის განმავლობაში, სამაგალითოდ კრეჭდნენ მათ გაზონს, ენდრიუსა და ენტონისთვის წერილები კი ფოსტას ხშირად მოჰქონდა.

ვიმედოვნებ, ეს მოხუცები იქნებიან ბოლო ადამიანები, რომლებიც ასე უპატრონოდ დაიღუპნენ…

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი