22 წლის სამი შვილის დედა ტყუპებზე ორსულადაა. ძალა არ აქვს, მაგრამ ბავშვების სიყვარული დიდია

0
545

სანამ ზოგიერთი ქალი ბავშვის გაჩენას მხოლოდ წყვეტს, დღევანდელი გმირის ცხოვრებაში მეოთხე ორსულობა დაიწყო. გოგონა მხოლოდ 22 წლისაა და უკვე სამი შვილი ჰყავს. ემბერს TikTok-სა და Instagram-ზე საკუთარი ბლოგი აქვს, სადაც ჰყვება, როგორია იყო მრავალშვილიანი დედა ახალგაზრდა ასაკში. Paparazzi ბლოგერის შესახებ ყველაზე საინტერესო ინფორმაციას გიზიარებთ.

მეოთხე ორსულობა – ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ დაუგეგმავი ორსულობის შედეგებზე და ვაქვეყნებთ ქალების წარმოუდგენელ ისტორიებს, რომლებმაც ზრდასრულ ასაკში ბავშვის გაჩენა შეძლეს. არანაკლებ საინტერესოა შემთხვევა მრავალშვილიან დედაზე, რომელიც მზადაა მთელი ცხოვრება დედობას მიუძღვნას. ემბერი სწორედ ასეთი ქალია. 22 წლისას უკვე სამი შვილი ჰყავს. ახლა მეოთხე ორსულობას გადის და მომავალ წელს ტყუპებს ელოდება. როგორ აღმოჩნდა ასეთი ახალგაზრდა გოგო მსგავს სიტუაციაში? პასუხი მარტივია: სიყვარული სასწაულებს ახდენს.

ნიუ–იორკელი დიასახლისი ყოველთვის ბევრ შვილზე ოცნებობდა. უნდა ითქვას, რომ ოცნებას დარწმუნებით იხდენს. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად უკვე სამჯერ იმშობიარა. მისი უფროსი ქალიშვილი 5 წლისაა, უმცროსები 2 და 1 წლის. ბედნიერი დედობის მიუხედავად ვაჟის გაჩენა სურდა. იმდენად ძლიერი სურვილი ჰქონდა, რომ ბუნების მოტყუება და სქესის შერჩევის ფუნქციით ინვიტრო განაყოფიერების გაკეთება გადაწყვიტა.

ბლოგერს პროცედურა 15 ათასი დოლარი დაუჯდა. შედეგად ტყუპებზე დაორსულდა. უნდა ითქვას, რომ ქალს თავს დაატყდა მოძულეების დიდი ტალღა, როცა თავისი გადაწყვეტილება ინტერნეტში გაავრცელა. სამწუხაროდ, ეს ჩვენს დროში ნორმალური მოვლენაა. ემბერი გამომწერებს ჯერ არ ეუბნება, ვინ თბება მისი გულის ქვეშ. გამომწერების 300 ათასამდე გაზრდას ელოდება, რომ ყველა კარტი გაშალოს. სანუკვარ რიცხვამდე მხოლოდ 40 ათასი გამომწერი დარჩა.

მრავალშვილიანი დედის ისტორია – ემბერი ვაჟის გაჩენის სურვილის გამო ისევ და ისევ ორსულდებოდა. ვინ იცის, პირველივე ჯერზე ბიჭი რომ გაეჩინა, მრავალშვილიანი დედა შეიძლება არც გამხდარიყო. ბედმა სხვაგვარად გადაწყვიტა. მეოთხე ორსულობა მარტივი არ აღმოჩნდა, მაგრამ არ ნანობს, რადგან საყვარელი ოჯახი მის გვერდითაა.

თუ ინტერნეტში დაწერილს დავუჯერებთ, მისი შეყვარებული სკილარი 21 წლისაა. შეყვარებულები სკოლიდან ერთად არიან. შვილებს ღვთის კურთხევად მიიჩნევენ. უკვე 16 წლისას ბავშვის გაჩენას ცდილობდნენ. ვფიქრობთ, რომ ამისთვის შესაფერისი ასაკი არაა, მაგრამ მათ სხვა მოსაზრება ჰქონდათ. „ვთვლი, რომ ასაკს არა ციფრი, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილება განსაზღვრავს. სხვებისთვის მხოლოდ 16 წლის მოზარდები ვიყავით, მაგრამ 16 წლისას უფრო მოწიფული და გაცნობიერებული ვიყავი“ – ამბობს ემბერი.

ემბერის და სკილარის მშობლები მათი ურთიერთობით აღფრთოვანებულნი არ იყვნენ. სურდათ, რომ გოგონას პირველი ორსულობა შეეწყვიტათ, მაგრამ ის ამაზე არ წავიდა. ასე რამდენიმე თვეში 17 წლისას პირველი შვილი გააჩინა. გოგონას ჯეილი დაარქვეს. 3 წლის შემდეგ ემბერმა ისევ გოგონა ბრუკლინი გააჩინა. შემდეგ გოგონას მუცელი მოეშალა. როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო, ისევ დაორსულება გადაწყვიტა. დარწმუნებული იყო, რომ ამჯერად ბიჭი ეყოლებოდა. გულუბრყვილო დედა ექსტრასენსთანაც კი წავიდა. სხვათა შორის, მან დაარწმუნა, რომ ბიჭს ელოდებოდა. თუმცა ეკოსკოპიამ სულ სხვა სქესი აჩვენა. ემბერი კვირაობით ტიროდა, ექიმების შეცდომის იმედი ჰქონდა, მაგრამ გასული წლის ოქტომბერში მესამე ქალიშვილი გააჩინა. გოგონას რივერი დაარქვეს. მესამე შვილის გაჩენამ ბლოგერის გადაწყვეტილება არ შეცვალა.

ახლა გოგონა ტყუპებზე ორსულადაა. ვფიქრობთ, რომ ამჯერად გოგონას ოცნება ახდა. უჩვეულო არჩევანის გამო ბევრი კიცხავს, მაგრამ ეს არავის უნდა აღელვებდეს. მხოლოდ შეგვიძლია გვიხაროდეს, რომ ოჯახს ამდენი შვილის გაზრდის შესაძლებლობა აქვს. ცხოვრებაში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ!