შემოსასვლელი კარის სახელურს ფოლგა შემოახვიეთ და მშვიდად დაიძინეთ. ხრიკი ქურდების წინააღმდეგ

0
443

ფოლგის ხელნაკეთი ნივთები ხშირად მხოლოდ სამზარეულოში გვჭირდება. ჩვეულებრივ, ფოლგას ხორცს ვაფარებთ, რომ გემრიელი გამომცხვარი კერძი მივიღოთ. უიაფეს ფოლგას კეთილშობილური მისიაც აქვს. ოჯახი პოტენციური საფრთხის შესახებ გააფრთხილოს. Paparazzi დეტალურად გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს.

ფოლგის ხელნაკეთი ნივთები – ზოგჯერ ღამით დარჩენა გვიწევს უცხო ადგილას, რომელიც ზედმეტად საეჭვოდ და არასანდოდ გამოიყურება. ბოროტმოქმედი სახლში შეიძლება შემოიჭრას. როგორ გავარკვიოთ, ასეა თუ არა სინამდვილეში? ნუთუ ძვირადღირებული ვიდეოკამერა ერთადერთი გამოსავალია? მისი ყიდვა ყველას არ შეუძლია და ყოველთვის შესაფერისი არაა.

უჩვეულო ხრიკი – ფოლგა დაგეხმარებათ. უმარტივესი და ხელმისაწვდომი. ნებისმიერ სუპერმარკეტში იაფად შეძენას შეძლებთ. ფოლგა შემოსავლელი კარის შიდა სახელურს შემოახვიეთ. სასურველია, ხრიკი გამოიყენოთ ღამით, როცა არსად გასვლას აღარ აპირებთ. კარის სახელურს ფოლგა შემოახვიეთ. დაფიქსირება აუცილებელი არაა, მაგრამ თავდაჯერებულობისთვის მიღებულ შედეგს ფოტო შეგიძლიათ გადაუღოთ. დილით შეამოწმეთ, ხომ არ ცდილობდა ვინმე კარის გაღებას. თუ ასეა, ფოლგა სახელურიდან ჩამოვარდება ან დამახასიათებელ კვალს დატოვებს. მაგალითად, უფრო ქვემოთ იქნება, ვიდრე დააფიქსირეთ.

რადიკალური ზომები – რა უნდა გააკეთოთ, თუ ქურდის შემოსვლისას სწრაფად მოქმედებაა საჭირო? ფოლდა კარის სახელურიდან ნამდვილად შეიძლება ჩამოვარდეს, მაგრამ სახლში ვერავის გააღვიძებს. ალბათ, მხოლოდ ფხიზელი ძილის მქონე ადამიანს. ხაფანგის ხმაურიანი ვარიანტიც არსებობს. ჭიქა და ტაშტი დაგჭირდებათ. ჭიქა კარის სახელურს ფრთხილად დაამაგრეთ. მის ქვეშ ტაშტი, დაფა ანთეფში დადეთ. რაიმე, რაც დამატებით ხმაურს გამოიწვევს. კარის გაღების მცდელობისას სახელური ქვემოთ დაიწევს, ჭიქა დავარდება და პატრონს ხმაურიანად შეატყობინებს. ძირს ნებისმიერი სადგამი ხმაურის დონეს ზრდის.

რა თქმა უნდა, ფოლგაც და ჭიქაც იდეალური შედეგის გარანტის არ იძლევა. ორივე ხრიკს საკუთარი მინუსი აქვს, ხოლო განგაში შეიძლება ცრუ იყოს. მსგავსი რამ რომ არ დაუშვათ, დასასვენებლად და ღამის გასათევად უფრო საიმედო ადგილი მოძებნეთ. ასე მშვიდად დაიძინებთ, თქვენს ქონებასა და სიცოცხლეზე არ იდარდებთ.

სასარგებლო ხრიკები ფოლგით – საახალწლო პერიოდში ბევრი ადამიანი სამოგზაუროდ ან დასასვენებლად მიდის. ამის გამო სახლი ქურდებისთვის ტკბილი ნაჭერი ხდება. შეგახსენებთ გავრცელებული „ნიშნებს“, როგორ ნიშნავენ ქურდები პოტენციურ ადგილს გასაძარცვად.

სარეკლამო ფლაერები კარის ღიობში. თუ რამდენიმე დღე არავის მიაქვს, გამოდის, რომ მფლობელი სახლში არაა. მეზობლებს სთხოვეთ, რომ ფლაერები აიღოს. ასე ქურდებს დააშინებთ. რეკლამა კარის სახელურზე ან საფოსტო ყუთში შეიძლება დატოვონ. ყველაფერი უნდა წაიღოთ ან გადააგდოთ. მეზობლები კერძო სახლის შემთხვევაშიც დაგეხმარებიან. მეზობელს შეუთანხმდით, რომ მათ თოვლი გადახვეტონ ან სახლთან ბილიკი გაჭრან. სახლში შუქი შეგიძლიათ აანთოთ. ასე ილუზიას შექმნით, რომ არავინ წასულა. გახსოვდეთ, თუ თქვენს ან თქვენი მეზობლის სახლთან საეჭვო პირი დაინახეთ, უმჯობესია პოლიცია გამოიძახოთ.