პროფესია დაბადების თარიღით, რომელიც მილიონებს მოგიტანთ

0
3608

ადამიანი, რომელიც საკუთარ დანიშნულებას ასრულებს, აუცილებლად მდიდრდება. ეს უდავო ფაქტია. ადამიანის ხასიათი დაბადების თარიღით დაგეხმარებათ გაიგოთ, რომელი გზა აირჩიოთ პროფესიასა და ცხოვრებაში. სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდი სკოლის წლებში, როდესაც უნივერსიტეტს ვირჩევდი. Paparazzi გიამბობთ, რომელი პროფესია დაგეხმარებათ გამდიდრებაში დაბადების თარიღით.

  • თუ დაიბადეთ 1, 10, 19, 28 რიცხვში ან იანვარ/ოქტომბერში, შეგეფერებათ ხელმძღვანელი პოზიცია, მუშაობა სახელმწიფო სექტორში, IT სფეროში, ნიშნებსა და ციფრებზე. იდეალურად შეგეფერებათ ისეთი პროფესიები, როგორიცაა იურისტი, ორატორი, ტელეწამყვანი, გაყიდვების მენეჯერი, ადმინისტრატორი. ყურადღება მიაქციეთ ფინანსების, დაზღვევის, საბანკო და ინვესტიციების სფეროებს. ლიდერი ხართ და ხალხის წინამძღოლობა შეგიძლიათ. ხარჯის, შემოსავლის დათვლა და მოქმედებების დაგეგმვა შეგიძლიათ. პასუხისმგებლიანი ხართ, მართვა და ხელმძღვანელობა შეგიძლიათ.
  • თუ დაიბადეთ 2, 11, 20, 29 რიცხვში ან თებერვალ/ნოემბერში, უნდა დაკავდეთ ფსიქოლოგიით, ქოუჩინგით, ასტროლოგიით და მკურნალობით. ცხოველებთან და ბავშვებთან მუშაობა შეგიძლიათ. ოჯახური ბიზნესის მართვა გამოგდით, პარტნიორებთან კარგად მუშაობთ. პედაგოკიკა, კულინარია, დიპლომატია, ჟურნალისტიკა და ხელოვნება გამოგივათ. თქვენგან გამოვა კარგი ხელოვანი, სტილისტი, პიარ მენეჯერი ან სპორტსმენი (ეს ბოლო მხოლოდ 11,29 რიცხვში ან ნოემბერში დაბადებულთათვის). ნებისმიერ კომპანიაში ხართ არაფორმალური ლიდერი, საიმედო პარტნიორი, რომელიც ინტუიცით ყველაფერს ხვდება და ხალხის ესმის.
  • თუ დაიბადეთ 3, 12, 21, 30 რიცხვში ან მარტ/დეკემბერში, 100 %–ით შემოქმედებითი ადამიანი ხართ. სადაც არ უნდა მუშაობდეთ, ამას შემოქმედებითად უდგებით. ბავშვებთან, ქალებთან მუშაობა შეგეფერებათ. შეგიძლიათ გახდეთ კარგი მასწავლებელი, დიპლომატი, ფილოსოფოსი, ლინგვისტი, მთარგმნელი, მწერალი, რეჟისორი, დიზაინერი ან ფოტოგრაფი. ყველაფერში სილამაზეს ხედავთ. კრეატიულობა და კულტურის უმაღლესი დონე თქვენი ძლიერი მხარეა, რაზეც სამსახურში აქცენტი უნდა გააკეთოთ.
  • თუ დაიბადეთ 4, 13, 22, 31 რიცხვში  ან აპრილში, თქვენი სფერო არის კერძო მეწარმეობა, გაყიდვები, მენეჯმენტი და უძრავი ქონება. ყველაფერი, რაც სპორტს უკავშირდება. თქვენში არის შემოქმედებითი საწყისი, რაც განსაკუთრებით წერასა და ცეკვაში ვლინდება. კლდესავით საიმედო, პუნქტუალური და პასუხისმგებელიანი ხართ. ამ თვისებების გამო ხელმძღვანელობა გაფასებთ.
  • თუ დაიბადეთ 5, 14, 23 რიცხვში ან მაისში, მაშინ სტარტაპი, გაყიდვები და IT სფერო თქვენია. შეგიძლიათ შეისწავლოთ ნუმეროლოგია, ანალიტიკა. იმუშაოთ ფინანსებთან, დეტალებთან და ფაქტებთან. თქვენგან გამოვა კარგი ხელმძღვანელი, რედაქტორი, ჟურნალისტი, პიარ მენეჯერი, მდივანი ან ლოჯისტიკოსი. კომუნიკაბელური ხართ, ლოგიკა კარგად მუშაობს. კარგად ახსნა შეგიძლიათ, რაც ყველას ძლიერი მხარე არაა.
  • თუ დაიბადეთ 6, 15, 24 რიცხვში ან ივნისში, თქვენ შეგეფერებათ ნებისმიერი საქმე, რომელიც ხელებს უკავშირდება. მაგალითად, მასაჟისტობა, ვიზაჟისტობა, დალაქობა, კონდიტრობა თუ მხატვრობა. ნებისმიერი შემოქმედებითი სპეციალობა თქვენში ჩადებულ პოტენციალს გამოავლენს. ყურადღება მიაქციეთ ისეთ მიმართულებას, როგორიცაა დიზაინი, ფლორისტიკა, სილამაზის და კომფორტის სფერო, ასევე ტურიზმის და დასვენების სფერო.
  • 8 ციფრის მქონე ადამიანს შეეფერება პროფესია, სადაც აუცილებელია ცოდნა, კონტროლი, სტაბილურობა და წესრიგი. ეს შეიძლება იყოს მრეწველობა, ფინანსური საქმე, უძრავი ქონება, მართვა, გამომცემლობა ან პოლიტიკა.
  • 9 ციფრის მქონე ადამიანს შეეფერება პროფესია, რომელიც უკავშირდება შემოქმედებით უნარებს, წარმოსახვას და ქველმოქმედებას. გართობის, თეატრის, კინოს, ესტრადის, დიზაინის ორგანიზებით შეგიძლიათ დაკავდეთ.

ადამიანის დახასიათება დაბადების თარიღის მიხედვით ავლენს იდეალურ პროფესიას, რომელიც დაგეხმარებათ მაქსიმალურად რეალიზებაში, პოტენციალის გამოვლენასა და დიდი წარმატების მიღწევაში. სამსახურმა კმაყოფილება რომ მოგიტანოთ, სწორი არჩევანი უნდა გააკეთოთ და ენთუზიაზმით იმუშაოთ.