ერთხელ, მე და ჩემი მეუღლე თვითმფრინავით მივფრინავდით, მაგრამ ფანჯარასთან ჩვენი ადგილები უკვე დაკავებული დაგვხვდა

2527

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.ცოტა ხნის წინ, მე და ჩემი მეუღლე დასასვენებლად მივფრინავდით. მოგზაურობა წინასწარ გვქონდა დაგეგმილი და ამიტომ, თვითმფრინავის ბილეთები წინასწარ ვიყიდეთ და ძალიან კარგი ადგილები შევარჩიეთ: ილუმინატორთან და ერთმანეთის გვერდით. ამის გამო ბილეთებში უფრო ძვირი გადავიხადეთ.თვითმფრინავში შევედით და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ადგილები უკვე დაკავებული იყო. ჩვენი ადგილები ახალგაზრდა ქალს და მის ხუთი წლის გოგონას დაეკავებინათ.

მე და ჩემმა მეუღლემ კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ბილეთები და მივხვდით, რომ ისინი ნამდვილად ჩვენს ადგილებზე ისხდნენ. მივუახლოვდით და მშვიდად ავუხსენით ყველაფერი. ვთხოვეთ, ჩვენი ადგილები გაეთავისუფლებინათ. ქალი ჯერ ისე იქცეოდა, თითქოს არ გვხედავდა და ჩვენი არ ესმოდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ჩვენ არ დათმობას არ ვაპირებდით და გვითხრა:

  • ჩვენ თქვენზე ადრე მოვედით და ეს ადგილები დავიკავეთ!
  • ჩვენ კი ბილეთები გვაქვს ნაყიდი!
  • ბოლოსდაბოლოს, ადამიანობა გამოიჩინეთ! ჩემს გოგონას ილუმინატორში ყურება უნდა! თქვენ ხომ დიდები ხართ, რა მნიშვნელობა აქვს სად ისხდებით? ახლა რომ გადავჯდე, ჩემი გოგონა ისტერიკას ატეხავს და იტირებს! ჩვენ აქ უკვე კარგად მოვკალათდით!
  • მოხარულები ვართ! მაგრამ, მაინც მოგიწევთ გადაჯდომა. ეს ჩვენი ადგილებია და სწორედ აქ უნდა დავსხდეთ. ჩვენ ამ ბილეთებში უფრო ძვირი გადავიხადეთ!
  • რა მეწვრილმანე და უგულოები ხართ! – გამოგვიცხადა ახალგაზრდა დედამ.

ჩემი ცოლი დაღონდა, მე კი გავბრაზდი. ჩვენმა კონფლიქტმა უკვე სხვა მგზავრების ყურადღება მიიქცია.ამ ყველაფრის შესაჩერებლად და სამართლიანობის აღსადგენად, ბორტგამცილებელს დავუძახე. მხოლოდ ამის შემდეგ გადასხდნენ ისინი თავიანთ ადგილებზე.ქალი ზიზღით გვიყურებდა, მაგრამ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ მისთვის ყურადღება არ მიგვექცია.

ასეთი თავხედი ადამიანებიც არსებობენ! თვითმფრინავში ადგილის არჩევა შესაძლებელია, თუ დამატებით საფასურს გადაიხდით. თუ ილუმინატორში ყურება გსურთ, ამისთვის დამატებით უნდა გადაიხადოთ.მე და ჩემი მეუღლე დარწმუნებულები ვართ, რომ სწორად მოვიქეცით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს