პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი მოგვითხრობს ისტორიას, რომელიც სამსახურში გადახდა თავს.ცოტა ხნის წინ, ჩვენს ტურისტულ სააგენტოში ერთი ძალიან საინტერესო ქალი მოვიდა: მას სურდა თურქეთში გაფრენა და ისეთ სასტუმროში ცხოვრება, სადაც ბავშვები არ იქნებოდნენ.
მე მას შევთავაზე სასტუმროები, სადაც მხოლოდ ზრდასრულები და მოზარდები იცხოვრებდნენ, მაგრამ მას არ აღმოაჩნდა საკმარისი თანხა ასეთი სასტუმროსთვის.გადავწყვიტე, მისთვის შემეთავაზებინა სასტუმრო, სადაც ბავშვებისთვის განკუთვნილი გასართობი ადგილები არ იქნებოდა. თუმცა, ესეც არ გამოდგა. საქმე ისაა, რომ ქალი ფინანსურად შეზღუდული იყო, მაგრამ მას კარგად დასვენება სურდა.
ბოლოს მისთვის კარგი სასტუმრო ვიპოვე. მე ის მაშინვე გავაფრთხილე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს სასტუმრო საოჯახო სასტუმრო არ იყო, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ იქ ბავშვები არ იქნებოდნენ. საქმე ისაა, რომ სასტუმროს ასაკობრივი შეზღუდვა არ ჰქონდა.ყველაფერი მოვაგვარეთ და ქალი დასასვენებლად გაფრინდა. ის ადგილამდე ნორმალურად მივიდა. სასტუმროში დაბინავდა და შემატყობინა, რომ ყველაფერი რიგზე იყო.
გარკვეული პერიოდის შემდეგ კი შეტყობინება მომწერა, რითაც მატყობინებდა, რომ სასტუმროში გერმანელების ოჯახი ჩამოვიდა ბავშვებთან ერთად. ბავშვები ყველა ასაკის იყვნენ და ძალიან ცუდად იყვნენ აღზრდილები.ამ ოჯახის ჩამოსვლის შემდეგ ქალი ნორმალურად ვეღარ ისვენებდა. მშობლები მთელი დღე ბარში ან აუზთან ისხდნენ, ბავშვები კი იმას აკეთებდნენ, რაც მოესურვებოდათ.
ბავშვებს არავინ უვლიდა. სასტუმროში ბავშვებისათვის განკუთვნილი გასართობი საშუალებები არ იყო და ამიტომ ისინი ძალიან ცუდად იქცეოდნენ. ნებისმიერ ადგილას ერთმანეთს წყლის პისტოლეტებით წუწავდნენ. ბუნებრივია, ძალიან ხშირად წყალი სასტუმროს ზრდასრულ სტუმრებსაც ხვდებოდა. რესტორანში ერთმანეთს საჭმელს ესროდნენ და ყველგან ლოკოკინებს ტოვებდნენ. ამის გამო, სასტუმროს ბევრ სტუმარს ტანსაცმელზე ამ ლოკოკინების ლორწოს კვალი ეტყობოდათ.
შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, ეს ქალი ისევ ჩვენს სააგენტოში მოვიდა. რისთვის? პრეტენზიის გამოსათქმელად: მან ნორმალურად ვერ დაისვენა. შვებულების ნახევარი მან სასტუმროს ოთახში გაატარა, ოღონდ “ადამიანთა მოდგმის ეს საზიზღარი ლარვები” არ ენახა. მისი თქმით, შვებულებაში ძალიან გაწვალდა და ამიტომ ჩვენი სააგენტოსგან შვებულებაში გადახდილი თანხის 50%-ს მოითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გვემუქრებოდა, რომ სასამართლოში გვიჩივლებდა.
მე თანაგრძნობა გამოვუცხადე შვებულების ასე ცუდად გატარების გამო, მაგრამ შევახსენე, რომ მე ის გავაფრთხილე იმასთან დაკავშირებით, რომ ამ სასტუმროში ასაკობრივი შეზღუდვები არ იყო. ქალი გაბრაზდა და მითხრა, ჩვენს სააგენტოზე უარყოფით შეფასებებს დაწერდა და აუცილებლად გვიჩივლებდა. ამის შემდეგ ქალი წავიდა.
მას სასამართლოში არ უჩივლია.