ჭკუა ვასწავლე მეზობელს, რომელიც მანქანას ჩემს ჭიშკართან აჩერებდა

0
104

ავტომობილების არასწორი გაჩერება ბევრ პრობლემურ სიტუაციას ქმნის. თუ ქალაქში მძღოლის დაჯარიმება ან მანქანის საჯარიმოზე გადაყვანა შეიძლება, რა ვთქვათ სხვა ადგილებზე? პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა, როცა მეზობლები აგარაკზე მანქანას სხვის ჭიშკართან აჩერებენ და თვლიან, რომ ეს ნორმალურია.

ავტომობილების არასწორი პარკინგი – წარმოიდგინეთ სიტუაცია: მეზობელმა მანქანა აგარაკზე თქვენს ჭიშკართან დააყენა. ვინ იცის, რატომ გადაწყვიტა ამის გაკეთება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? ხაზს გავუსვამთ, რომ ზედმეტად აგრესიულად მოქმედება არ ღირს. გაუგებრობის მშვიდად მოგვარება სცადეთ.

დოკუმენტების ძებნა – დოკუმენტებს გადახედეთ, რომ თქვენი მფლობელობის საზღვრები გაარკვიოთ. როგორც წესი, ყველაფერი, რაც ადამიანს ეკუთვნის, ღობის მიღმაა. დანარჩენი მიწის ნაწილი ადგილობრივ მმართველობას ეკუთვნის. ფაქტობრივად, სახლთან ავტომობილის გასაჩერებელი არც მეზობელს, არც სახლის მფლობელს არ ეკუთვნის. რა თქმა უნდა, თუ დოკუმენტებში რაღაც კონკრეტული მითითებული არააა. პირველ რიგში, მეზობელთან გასაუბრება სცადეთ და სიტუაცია აუხსენით. უთხარით, რომ მისი მანქანა ნორმალურად გადაადგილებაში ხელს გიშლით. უკეთესი იქნება, თუ სხვა ადგილას გადაიყვანს. იქნებ, გაგიგოთ და მანქანა გადააყენოს. თუ არა, მაშინ სხვაგვარად მოქცევა მოგიწევთ.

ლამაზი კლუმბები – ღობესთან ლამაზი კლუმბები შეგიძლიათ გააკეთოთ. მაგალითად, საბურავები ან სხვა ასაწყობი კონსტრუქცია გამოიყენეთ. ასე სხვა მანქანას მოძრაობაში ხელს არ შეუშლით, ამიტომ არ დაგაჯარიმებენ. ხოლო მეზობელი კლუმბზე მანქანის გაჩერებას დაუსჯელად ვეღარ შეძლებს. თუ ისე მოხდა, რომ კლუმბების და საბურავების მოშორება მოგთხოვეს, ამის გაკეთებას რამდენიმე საათში შეძლებთ. ამ თემაზე სოფლის საბჭოს წარმომადგენელთან კონსულტანციაც შეგიძლიათ გაიაროთ. იქ ზუსტად გაიგებთ, ვის ეკუთვნის ნაკვეთი ღობის მახლობლად. ასე კლუმბის რამდენჯერმე მოწყობა არ მოგიწევთ. პირველივე ჯერზე ყველაფერი კონკრეტულად გეცოდინებათ.

ეშმაკური ნაბიჯი – მეზობლებს შეუძლიათ იეშმაკონ და მანქანა გზის უფრო შემაღლებულ ადგილას დააყენონ. დავუშვათ, რომელიმე სახლის მფლობელმა მოსახერხებელი შესასვლელი გააკეთა, ღორღი უხვად დაყარა. ხოლო მეზობელთან დარჩა ჩვეულებრივი მიწა, რომელიც წვიმის შემდეგ ტალახად გადაიქცევა.

„ერთხელ ბალახის საკრეჭით გამოვედი. თითქოს ღობესთან ბალახი უნდა მომეჭრა. თავად მეზობლის მანქანასთან მაქსიმალურად ახლოს მივედი. რა თქმა უნდა, მისი დაზიანება არ მსურდა. მეზობელი ბალახის საკრეჭის ხმაზე გამოვარდა. მანქანა ოპერატიულად გადააყენა, რომ ბალახი და კენჭები არ მოხვედროდა. ჭკვიანი მეზობელი აღმოჩნდა“ – გვიზიარებს ანრი, როგორ გაიმარჯვა საზიზღარ მეზობელზე.

მანქანების არასწორი გაჩერება აგარაკზე – ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება იყოს პარკინგის ადგილის მოწყობა ეზოში ან სადმე ღობის უკან. ამაზე დაფიქრდით. იქნებ ამის გაკეთება შეგიძლიათ ისე, რომ არ იდარდოთ, სად გააჩერებს მეზობელი მანქანას. მოსახერხებელი და უსაფრთხოა.