როგორები არიან კაცები 40 წლის შემდეგ? რატომღაც ბევრი ქალი ამბობს, რომ ისინი დიდგულები ხდებიან და მათთან ცხოვრება შეუძლებელია. სპეციალისტები ამას იმით ხსნიან, რომ ერთ დროს წარმოსადეგი ახალგაზრდების ცხოვრებაში გაღიზიანებადობის სინდრომი ჩნდება. Paparazzi გიამბობთ, რა არის ეს და ელის თუ არა ყველა მამაკაცს ამ ასაკში.
კაცები 40 წლის შემდეგ – როცა 35-40 წლის შემდეგ კაცის ქცევა იცვლება, შუახნის ასაკის კრიზისზეა საუბარი. ყველა ამას თავისებურად განიცდის. ადამიანი ხშირად ძალიან გაღიზიანებული ხდება, რაც ოჯახში კამათს, უარეს შემთხვევაში განქორწინებას იწვევს. ფსიქოლოგები ამ მოვლენას ასე ხსნიან. მამაკაცი ეჯახება გაღიზიანებადობის სინდრომს. მიზეზი ჰორმონალური ფონის დარღვევაა.
40 წლის შემდეგ კაცებში ტესტოსტერონი, მთავარი მამრობითი ჰორმონი, შემცირებას იწყებს. ის ორგანიზმში ბევრ ასპექტზე პასუხისმგებელია. მაგალითად, კუნთების ზრდასა და ძვლების სიძლიერეზე, მეხსიერებასა და ლტოლვაზე. როცა საქმე ასაკობრივ ანდროგენულ დეფიციტს უკავშირდება, ადამიანში ანდროპაუზა იწყება. მსგავსი პრობლემა ყველა მამაკაცში 40 წლის შემდეგ არ იწყება. ყველაფერი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. თუ თქვენი ქმარი სპორტით დაკავებულია, სწორად იკვებება, რაიმე დაავადებები არ აწუხებს და სიახლოვის კუთხით ყველაფერი რიგზეა, მაშინ ანდროპაუზას უფრო მოწიფულ ასაკში შეიძლება შეხვდეს.
იმის გასაგებად, აქვს თუ არა მამაკაცს მსგავსი პრობლემა, მისი ქცევის გაანალიზება საკმარისია. ზედმეტი გაღიზიანებადობა, აგრესია, მოწყენილობა, შფოთვა, თვითკონტროლის უქონლობა, განწყობის მკვეთრი ცვლილება, დაბალი თვითშეფასება – ყველაფერი მამაკაცის გაღიზიანებადობის სინდრომზე მიუთითებს.
მამაკაცის გაღიზიანებადობის სინდრომი – მამაკაცს ახასიათებს ემოციების დამალვა, ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება. საკუთარ განცდებს სხვებს არ უზიარებს. ეს იწვევს მუდმივ სტრესს, რომელიც ასაკთან ერთად ქრონიკულ პრობლემად იქცევა. ეს მდგომარეობა ტესტოსტერონსაც აქვეითებს. მთავარი სირთულე ისაა, რომ ადამიანი უფრო მეტად ნერვიულობს, რადგან არ ესმის, როგორ გაუმკლავდეს ანდროპაუზას. შედეგად, ჰორმონალური დარღვევა უარესდება. სტრესი არსად ქრება.
შესაძლო პრობლემების სპექტრი ფართოა. ეს არა მხოლოდ ოჯახში კამათს და გაუგებრობას, არამედ საწოლში პრობლემებს იწვევს. ამაში მეუღლის დადანაშაულება არ შეიძლება. ცოლის ამოცანაა, რომ ქმარს ყველაფრის გარკვევაში დაეხმაროს და მიმართოს სპეციალისტს, რომელიც შესაბამის მკურნალობას დაუნიშნავს. თუ შეამჩნიეთ, რომ მეუღლე ძალიან გაღიზიანებული გახდა, ამის შესახებ გაესაუბრეთ. ყველა კაცმა მამაკაცების გაღიზიანებადობის სინდრომის, ანდროპაუზის და მისი შედეგების შესახებ არ იცის. ზოგჯერ უროლოგთან კონსულტანცია საკმარისი არაა. სირთულეები ფსიქოლოგიურ დონეზე წარმოიქმნება. საქმეს ფსიქოთერაპევტმა უნდა მოკიდოს ხელი.
მამაკაცების გაღიზიანებადობის სინდრომი მხოლოდ გარკვეულ ასაკში ვლინდება. ეს რეგულარული მოვლენაა, რომელიც თავისი სიხშირით მენსტრუაციას ჰგავს. საქმე იმაშია, რომ 1 თვის განმავლობაში მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე რიგ გარდაქმნებს განიცდის. პირველი 2 კვირა ციკლი იზრდება, შემდეგ მცირდება. ეს ზუსტად ის დროა, როცა მეუღლემ ზედმეტი დაუფიქრებლად შეიძლება თქვას და შედეგად იჩხუბოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის და ყველა მამაკაცში სინდრომი ყოველთვე ვლინდება. ეს ცხოვრების წესსა და ჯანრთელობაზეა დამოკიდებული.
ახლა იცით, რატომ შეიძლება იქცეოდეს თქვენი ქმარი უჩვეულოდ. ნუ გაბრაზდებით, არამედ დახმარება და მიმართულების მიცემა სცადეთ. პრობლემის მოგვარებას მხოლოდ ერთად შეძლებთ. ამ შემთხვევაში განქორწინება გამოსავალი ყოველთვის არაა.