პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარი ნათესავის ისტორიას გვიამბობს.ცოტა ხნის წინ მოულოდნელად ჩემი ბიძაშვილი მესტუმრა. ჩვენ ძალიან ხშირად არ ვურთიერთობთ. საქმე ისაა, რომ ირმა და დედამისი საკმაოდ შეძლებულები არიან, ჩვენი ოჯახი კი – არც თუ ისე მდიდარია. ამიტომ, ჩვენ ძალიან იშვიათად ვურთიერთობთ, ძალიან იშვიათად ვურეკავთ ერთმანეთს. უბრალოდ, მათ სხვა პრობლემები აწუხებთ, ჩვენ კი – სხვა. ჩვენ ჩვენი შემოსავლების შესაბამისად ვცხოვრობთ, ისინი კი – სულ სხვანაირად.
ირმამ მითხრა, რომ მას ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა და უბრალოდ არ იცოდა რა გაეკეთებინა და როგორ გამოსულიყო ამ რთული სიტუაციიდან.ირმას ჰყავს საქმრო – ვალერი. ისინი დაქორწინებას აპირებენ, მაგრამ როდესაც ირმამ საქორწინო კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, მან ამაზე უარი უთხრა. უბრალოდ, ვალერი დარწმუნებულია, რომ ქორწინება სიყვარულზე უნდა იყოს აგებული და ადამიანები ერთმანეთს უნდა ენდობოდნენ.
ირმა და დედამისი სხვაგვარად ფიქრობენ. მათ ძალიან ეშინიათ, რომ ვალერი განქორწინების შემთხვევაში ირმას დიდ ფულს წაართმევს. ამის თავიდან ასაცილებლად მათ სურთ აიძულონ ვალერი, რომ ხელი მოაწეროს საქორწინო კონტრაქტს. ის კი გაჯიუტებულია და ამაზე სასტიკ უარს აცხადებს.
- რატომ არ სურს მას ამის გაკეთება? – დავინტერესდი მე.
- დედა ამას მის სიღარიბეს აბრალებს. ან იქნებ, ის უბრალოდ მექალთანეა, რომელსაც მე საერთოდ არ ვუყვარვარ და მხოლოდ ჩემი ფული სჭირდება.
- შენ რას ფიქრობ? გიყვარს ეს ვალერი?
- რა ვიცი, ნორმალური ადამიანია. მშვენივრად ერგება ქმრის როლს. თანაც, არჩევის დრო არ მაქვს, უკვე 32 წლის ვარ. ლამაზმანიც არ ვარ და ორი შვილი მყავს. ყველა მამაკაცი არ დათანხმდება ჩემზე დაქორწინებას.
- იქნებ ჯობდეს, რომ მდიდარი ქმარი მოძებნო?
- მათ მხოლოდ ახალგაზრდა ლამაზმანები სჭირდებათ. ისინი იშვიათად ქორწინდებიან თანატოლებზე. ასე რომ, ეს გამორიცხულია. ძალიან მინდა, რომ ბედნიერი ვიყო. პირველად სიყვარულით გავთხოვდი და ეს საკმარისია. პირველ ქმარს შვილებიც გავუჩინე და განათლების მიღებაშიც დავეხმარე, ის კი, როგორც ფეხზე დადგა, მაშინვე სხვა ქალთან წავიდა. მარტო დამტოვა ორ შვილთან ერთად. მე ის ძალიან მიყვარდა. ასე რომ, ახლა უფრო ფრთხილად ვიქნები.
- დიახ, ნამდვილად არ გაგიმართლა. მაგრამ, მან ხომ ვერაფერი წაგართვა განქორწინების დროს?
- ვერ შემეძლო! მაგრამ რამხელა ძალა და ნერვები წამართვა ამ ყველაფერმა! ახლა კი ზუსტად მინდა ვიცოდე, რომ ჩემი მეორე ქმარი განქორწინების შემთხვევაში ჩემგან არაფერს მიიღებს. ამიტომ მინდა, რომ მან ხელი მოაწეროს საქორწინო კონტრაქტს. ის კი, არაფრით არ მეთანხმება! როგორ დავარწმუნო ის, რომ სწორედ ასეა საჭირო? მირჩიე რამე!
- პრინციპში, მისიც მესმის. ის ხომ მართალია, როდესაც ამბობს, რომ ქორწინება სიყვარულით უნდა იყოს. ეს ხომ ბიზნესი არ არის. უბრალოდ, ჩვენთან ადამიანები მიჩვეულნი არ არიან იმას, რომ საქორწინო კონტრაქტის გაფორმებაა საჭირო.
- ეს ძალიან ცუდია! როდის მოვა ცივილიზაცია ჩვენამდე?
- ვფიქრობ, რომ არც ისე მალე! არც კი ვიცი რა გირჩიო.
ირმა წავიდა. ჭიქების რეცხვა დავიწყე და ვფიქრობდი: „როგორ მეცოდება. ფულის დაკარგვის შიშის გამო, ის უკვე აღარავის ენდობა. ის ფიქრობს, რომ მას გულწრფელად ვერავინ შეიყვარებს. მას ჰგონია, რომ მხოლოდ მისი ფული სჭირდებათ. ცხოვრებაში ასეც ხდება: ფული არ აბედნიერებს ადამიანს, არამედ მხოლოდ ხელს უშლის მას ბედნიერებაში და სიყვარულის პოვნაში”.