“მშობლებმა ბუჩქებში მიმაგდეს, სასიკვდილოდ…” ქალი 80 წელი ეძებდა თავის სისხლით ნათესავებს

511

1937 წლის 26 აგვისტოს, დოდების ოჯახი ინგლისის ქალაქ უერტინგთან ახლოს სეირნობდა. ჯეინი, რომელიც იმ მომენტში 11 წლის იყო, იხსენებს, რომ ყველა უკვე დაღლილი იყო, თუმცა დედამისმა, მარგარეტმა უეცრად განაცხადა, რომ შორიახლოდან ბავშვის ტირილი ესმოდა. არტურმა, ჯეინის მამამ, უკან დაბრუნება შესთავაზა, თუმცა ქალმა არ დაანება და დაიჟინა, რომ ტირილი მართლა ესმოდა.

მამაკაცი თავისი სურვილის წინააღმდეგ შეძვრა მაყვლის ბუჩქებში, ახლომდებარე ბორცვის ფერდობზე, იქ კი 9 თვის გოგონა იპოვა, დაგლეჯილ, ვარდისფერ კაბაში. ვიღაცამ პატარას ხელები შეუკრა, მისი სახე კი ცრემლებისგან სულ სველი იყო.

ოჯახმა გოგონა სახლში წაიყვანა. მომდევნო 6 თვე მან ბავშვთა სახლში გაატარა, სანამ პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდა მის მშობლებს. მოგვიანებით, როცა გამოძიება წარუმატებლად დასრულდა, გოგონას შვილად აყვანის სურვილი ერთბაშად რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა. თუმცა, ხელისუფლებამ შენონების ოჯახს მიანიჭა უპირატესობა.

ვერონიკა, მარგარეტ და დუგლას შენონების ღვიძლი შვილი, მანქანამ გაიტანა, როცა უბედური მხოლოდ 7 წლის იყო. ამ უბედურებით დანაღვლიანებული ოჯახისთვის, პატარა ობოლი ნამდვილის ზეციური ძღვენი იყო. მოგვიანებით, მარგარეტმა გაიხსენა: როცა მან და დუგლასმა პირველად ნახეს ობოლი გოგონა, მან მაშინვე გაუწოდა სტუმრებს ხელები.

პატარას ნინა ანტეა რინგი დაარქვეს. მან უკვე 9 წლის ასაკში გაიგო, რომ ნაშვილები იყო, თუმცა ამ ამბავს არ შეუწუხებია. შენონები პატარასთვის საუკეთესო დედა და მამა გახდნენ. ბავშვი მოსიყვარულე ადამიანთა გარემოცვაში იზრდებოდა და მოგვიანებით აღიარა, რომ დუგლასმა და მარგარეტმა შეძლეს, მისთვის ნამდვილი ოჯახი ეჩუქებინათ.

მშობლებს უნდოდათ, რომ ანტეა პედაგოგი გამხდარიყო, თუმცა მას ფულის გამომუშავება ეჩქარებოდა. უკვე 15 წლის გოგონამ გამყიდველად დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით, მედდების კოლეჯში სწავლისას, გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ფრანცისკი. რამდენიმე წელში ანტეას გაუჩნდა შვილები: ჯერ ჯონათანი, შემდეგ კი კრისტინა.

მხოლოდ მაშინ, როცა მშობლებს ქალიშვილის ბავშვობის სურათები აჩვენა, მისი მსგავსებით გაოცებულმა, მარგარეტმა და დუგლასმა გადაწყვიტეს მისთვის მთელი სიმართლის მოყოლა. ის, თუ რა მდგომარეობაში იპოვეს პატარა ანტეა, ნამდვილი შოკი იყო ქალისთვის. თავისი მშობლების ძებნა კი მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა ქალიშვილმა პირველი შვილიშვილი აჩუქა.

თავიდან ანტეა ესაუბრა პოლიციელს, რომელიც დიდი ხნის წინ უძღოდა მის საქმეს. შემდეგ მოიძია დოდების ოჯახის ქალიშვილი, რომელმაც, თავის დროს, საკუთარი თვალით ნახა პატარა ბავშვი მაყვლის ბუჩქებში.

ქალი იმ მედდასაც კი ესაუბრა, რომელიც მასზე ბავშვთა სახლში ზრუნავდა. თუმცა, მხოლოდ 2012 წელს, დნმ-ტესტის ჩატარების შემდეგ, ანტეამ როგორც იქნა გადადგა პირველი ნაბიჯი ამ საშინელი საიდუმლოსთვის ფარდის ასახდელად.

75 წლის ნინამ, რომელსაც იმ დროისთვის “ყველაზე ცნობილი ბრიტანელი ობლის” სახელით იცნობდნენ, გაიგო, რომ ირლანდიელი იყო. გარდა ამისა, მან რამდენიმე ბიძაშვილიც კი იპოვა იმ ოჯახის შტოებში, რომელიც დიდი ხნის წინ გადასახლებულიყო ამერიკაში. ხოლო შემდეგ ანტეას დახმარება ჯულია ბელმა, გენეალოგიის სფეროში გამოცდილმა პროფესიონალმა შესთავაზა.

სულ რამდენიმე წლის წინ, ჯულიას მითითებით, ქალმა ისევ ჩაიტარა დნმ-ტესტი. 2012 წლიდან, ტესტის მონაცემთა ბაზას მილიონობით ადამიანი შეემატა, ახლა კი ანტეას შედეგებში უფრო მეტი დამთხვევა აღმოჩნდა.

ბელმა შედეგები გააანალიზა. აღმოჩნდა, რომ ნინას ერთ-ერთი მშობელი ირლანდიური საგრაფოს, გოლუეის განშტოების საგვარეულოს, კოინების ოჯახის წარმომადგენელი ყოფილა. მეორე კი მეიოს საგრაფოში მაცხოვრებელი ო’დონელების შთამომავალი გახლდათ.

მომდევნო ნაბიჯები ტექნიკას მიანდეს. დოკუმენტებით დადგინდა, რომ ანტეას დედა ვინმე ელენა ო’დონელი იყო, მამა კი – პატრიკ კოინი. სხვათა შორის, მამაკაცთან ნათესაობრივი კავშირი ნერწყვის ანალიზით დადგინდა: მეცნიერებმა ნიმუშები იმ წერილების მარკებიდან აიღეს, რომლებიც 30 წლის წინ პატრიკმა თავის ნათესავებს მისწერა.

ქალმა, სამწუხაროდ, გარდაცვლილი მშობლები იპოვა. თუმცა, ნათესავები, მათ შორის, ღვიძლი დები და ძმები, ანტეას გულწრფელი ჩახუტებით შეეგებნენ.

ასევე, გაირკვა გოგონას დაკარგვის დეტალებიც. პოლიციელები ამბობენ, რომ პატარა ანტეა ძიძამ გაიტაცა, რათა ამერიკაში გაეყიდა.

იმ წლებში მსგავსი დანაშაული იშვიათი არ ყოფილა, თუმცა, ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, რაღაც გეგმის მიხედვით არ წარმართულა და პატარა მაყვლის ბუჩქებში მიატოვეს. ის მაინც კარგია, რომ ანტეას ცხოვრება, შედარებით, კარგად წარიმართა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს