გამომცხვარი ვაშლი ახალზე უფრო სასარგებლოა. ყოველდღე ჭამა აუცილებელია

797

გემრიელი გამომცხვარი ვაშლი თაფლით ადვილი მოსამზადებელია. გამომცხვარი ვაშლი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ახალი ხილი. Paparazzi გიამბობთ, რა განსხვავებაა მათ შორის, ასევე ფოლგაში გამომცხვარი ვაშლის რეცეპტს გიზიარებთ.

გამომცხვარი ვაშლი თაფლით – გამომცხვარი ვაშლი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებითად მოქმედებს. თუ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები გაწუხებთ, ბევრი ახალი ვაშლის მიღება რეკომენდებული არაა. მით უფრო, კანიანად. გამომცხვარი ვაშლი ზიანს არ მოგაყენებთ, რადგან თერმულად დამუშავებულია. რა თქმა უნდა, გამომცხვარ ვაშლში იმდენი ვიტამინი არაა, როგორც ახალში, მაგრამ სხვა სასარგებლო მიკროელემენტებით მდიდარია. მაგალითად, კალციუმით, კალიუმით, სელენით და იოდით. ასეთი ვაშლი მიირთვით, თუ თქვენი ფორმების გაუმჯობესება გსურთ. დესერტი მცირე კალორიას შეიცავს. მისი მომზადების საიდუმლოს გაგიმხელთ.

ინგრედიენტები:

  • 4 ვაშლი
  • 200 გ ხაჭო
  • 1 პაკეტი ვანილი
  • დარიჩინი
  • თაფლი
  • კაკალი (სურვილისამებრ)
  • ქიშმიში (სურვილისამებრ)

მომზადების წესი:

  1. ვაშლი სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ გამოაცხოთ. მაგალითად, ღუმელში ან მიკროტალღურში. შეშის ღუმელში ფოლგაში გახვეული შეგიძლიათ გამოაცხოთ ან კოცონზე გამომცხვარი კარტოფილის პრინციპით. ყურადღებით უნდა იყოთ, რომ ხილი არ დაიწვას, მაგრამ ასე გემრიელი გამოდის. რეცეპტში შაქარი არ გამოიყენება, მაგრამ სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ.
  2. შესაბამისი ზომის ვაშლები კარგად გარეცხეთ, ყუნწები მოაშორეთ. ვაშლის თავი გადაჭერით, რომ ცოტა რბილობი ამოიღოთ. ზოგიერი რეცეპტი რბილობის სრულად ამოღებას გვირჩევს, მაგრამ უმჯობესია დატოვოთ. ასე უფრო გემრიელია.
  3. რძემჟავა ხაჭო, ვანილი, კაკალი და ქიშმიში ცალკე აურიეთ. ეს კომპონენტები შეგიძლიათ არ გამოიყენოთ, მაგრამ ასე უფრო გემრიელი გამოდის. შიგთავსი თითოეულ ვაშლს დაუმატეთ.
  4. ხილი შიგთავსით ფოლგის რამდენიმე ფენაში გაახვიეთ. ღუმელში ან კოცონის კუთხეში ფრთხილად მოათავსეთ. ყურადღება მიაქციეთ, რამდენი ხანი ცხვება ვაშლი და მუდმივად ატრიალეთ. ასე ყველა მხრიდან ოპტიმალურად გამოცხვება. თუ ცეცხლი ძალიან ძლიერია, ვაშლი 10-15 წუთში მზად იქნება.
  5. როგორც კი, გამომცხვარი ვაშლი მზად იქნება, ცხელი ფოლგიდან ფრთხილად ამოიღეთ. ხილს ზემოდან თაფლი მოასხით და დარიჩინი მოაყარეთ. ცოტა შაქარიც შეგიძლიათ დაუმატოთ. თუ გაქვთ სხვა მოსასხმელი (შოკოლადი, კარამელი, სიროფი), ვაშლს თამამად მოასხით.

როგორც ხედავთ, დესერტის მომზადება საკმაოდ მარტივია. კოცონთან მუშაობისას უსაფრთხოების წესები დაიცავით. ბავშვებს და ცხოველებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. მათი ასაკის გათვალისწინებით შემთხვევით შეიძლება დაიწვან ან ძლიერ შეშინდნენ. გამომცხვარი ვაშლი თაფლით და დარიჩინით მაცივრის გარეშე დიდხანს ძლებს. დესერტი წინასწარ შეგიძლიათ მოამზადოთ და არ იდარდოთ, რომ გაფუჭდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს