დედა რეცეპტს 35 წელი სცდიდა: ღვეზელი თხელ ხაჭოს ცომზე

0
119

ახსნის დრო არ არის! Paparazzi გასაგიჟებელი კერძის სწრაფად მომზადებას გთავაზობთ. ესაა საოცრად არომატული შემწვარი ღვეზელი სოკოთი. ამჯერად საფუარით ფაფუკი ცომის მომზადება არ მოგიწევთ, რადგან ხაჭოზე ვაკეთებთ.

შემწვარი ღვეზელი სოკოთი – ასეთი ღვეზელის მოსამზადებლად არ მოგიწევთ ცომის დიდხანს მოზელა და ლოდინი, როდის ამოვა. საფუძვლად ხაჭოს ვიყენებთ. კერძი კლასიკურ ვარიანტს არაფრით ჩამოუვარდება. დარწმუნებული ვარ, მოგეწონებათ.

ცომის ინგრედიენტები:

  • 250 გ ხაჭო
  • 1 ს/კ შაქარი
  • 200 გ ხორბლის ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 0,5 ჩ/კ სოდა

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 500 გ ქამა სოკო
  • 1 ხახვი
  • 60 გ მდნარი ყველი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • მარილი და სანელებლები გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, შიგთავსს მიხედეთ. ხახვი გაასუფთავეთ და კუბებად დაჭერით. მცენარეულ ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. სოკო დააქუცმაცეთ და მშრალ ტაფაზე შეწვით, სანამ მთელი სითხე არ აორთქლდება. ხახვი და მდნარი ყველი დაუმატეთ.
  2. ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და შიგთავსი თუშეთ, სანამ ყველი არ გადნება. მორევა არ დაგავიწყდეთ. ბოლოს მარილი და სანელებლები გემოვნებით დაუმატეთ. დაფქული შავი წიწაკა საკმარისია, მაგრამ ექსპერიმენტები შეგიძლიათ.
  3. სანამ შიგთავსი ცივდება, ხაჭოს ცომი მოამზადეთ. ხაჭო ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ ან საცერში გახეხეთ. ხაჭოს კვერცხი, მარილი და შაქარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  4. ხაჭოს მასაში ფქვილი გაცერით და სოდა დაუმატეთ. ელასტიური ცომი მოზილეთ. 16 თანაბარ ნაწილად გაყავით. თითოეული 3 მმ სისქეზე გააბრტყელეთ. კვერის ცენტრში ცოტა შიგთავსი მოათავსეთ და კიდეები შეკარით.
  5. ტაფა ქურაზე დადგით და ზეთი დაუმატეთ ისე, რომ ღვეზელს შუამდე ფარავდეს. ღვეზელი ტაფაზე ნაკერით ქვემოთ მოათავსეთ. ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით.
  6. მზა ღვეზელი ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს. სუფრაზე არაჟნის სოუსთან ერთად გაიტანეთ. თითებს ჩაიკვნეტთ.

კერძი კარგია იმით, რომ ნებისმიერი შიგთავსი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მთავარია, რომ წინასწარ მოამზადოთ, რადგან ღვეზელში რაიმე უმის ჩადება არ ღირს. იგივე ხორცი შეიძლება არ მომზადდეს, სანამ ღვეზელი იწვება.