კარტოფილისგან ბიუჯეტურ სანთელს ვაკეთებ. 7 საათი იწვის და არ იბოლება

0
666

ხელნაკეთი სანთელი კარტოფილისგან უჩვეულოა. მართლაც, ეს რა სანთელია? ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ. კარტოფილისგან ნამდვილად საყვარელი და ეფექტური სანთელი შეგიძლიათ გააკეთოთ. სწორად გააკეთეთ, რომ არაფერი დაიწვას და ზომაზე მეტად არ აინთოს. Paparazzi გიზიარებთ ხრიკს კარტოფილით ხელნაკეთი სანთლის გასაკეთებლად.

უჩვეულო ხრიკი – ასეთი სანთლისთვის საშუალო ზომის კარტოფილი აირჩიეთ. არც ძალიან პატარა და არც ძალიან დიდი არ გჭირდებათ. ძირნაყოფი ორ თანაბარ ნაწილად გაყავით. ასე ორ სანთელს მიიღებთ. მოამზადეთ პატარა ფიალები (ჭიქები, ფინჯნები, სადგამები), სადაც მცენარეულ ზეთს ჩაასხამთ. გარედან კარტოფილს ამობურცული გვერდი მოაჭერით, რომ ფიალაში ზეთში საიმედოდ მოთავსდეს.

პატრუქი გააკეთეთ. კარტოფილის მთელ ნახევარში უნდა გაატაროთ ისე, რომ ფიალის ძირს მიწვდეს და მუდმივად ზეთით გაჟღენთილი იყოს. როგორც უკვე მიხვდით, ამ სანთლის მუშაობის პრინციპი მსგავსია იმასთან, რომელსაც პატარა ტაძრებში ამონტაჟებენ. პატრუქად ბამბის დისკი ან ბინტი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასეთი სანთლის დამზადება შეგიძლიათ სცადოთ, მაგრამ ძლიერ შეიძლება იბოლებოდეს.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნაჭრის პატრუქი ჩვეულებრივი ასანთით ჩაანაცვლეთ. ხელნაკეთი სანთლის ცენტრში პატარა ნახვრეტი გააკეთეთ. მასში რამდენიმე ასანთის ღერი ჩადეთ. ერთდროულად 3-4 შეგიძლიათ ჩადოთ. პირველი სანთელი სატესტო შეიძლება იყოს. მისი დახმარებით ასანთის ჩაძირვის სიღრმის დარეგულირებას შეძლებთ, რომ არაფერი დაიწვას.

კარტოფილის სიურპრიზი – თუ ხელნაკეთი სანთელი არ გამოგივათ, ყველაფერში კარტოფილი არ დაადანაშაულოთ. იქნებ გაკეთებისას რაიმე შეცდომა დაუშვით. გაარკვიეთ, რა გააკეთეთ არასწორად და ეს მომენტი დაარეგულირეთ. მაგალითად, პატრუქი შეცვალეთ ან ახალი სანთელი გააკეთეთ. გირჩევთ, მხოლოდ უსუნო რაფინირებული მზესუმზირის ზეთი გამოიყენოთ.

ერთი ასეთი სანთელი 7 საათი უწყვეტად იწვის. რა თქმა უნდა, პატარა სანთელი დიდ სინათლეს ვერ მოგცემთ, მაგრამ როგორც ამბობენ „უთევზობის დროს, კიბორჩხალაც თევზია”. კარტოფილის სანთელი სრულ სიბნელეში დაგეხმარებათ. მის გაკეთებაში მთელი ოჯახი შეგიძლიათ ჩართოთ.

ხელნაკეთი სანთელი: ხრიკი დასაზოგად – რა თქმა უნდა, ასეთ სანთელს თავისი მინუსები აქვს. პირველ რიგში, სუსტი სიკაშკაშე. გახსოვდეთ, რომ ამ პატარა ხელნაკეთი სანთლისგან ბევრს არ უნდა ელოდოთ. მეორეც, ბავშვებს და ცხოველებს ყურადღება უნდა მიაქციოთ. არსებობს რისკი, რომ ვინმემ ფიალა კარტოფილის სანთლით შემთხვევით გადააბრუნოს, შეეხოს ან გატეხოს.