ფერი, რომელიც ადამიანს მოსწონს, მის ხასიათზე ბევრ რამეს ამბობს. სხვადასხვა ფერი სხვადასხვა სიხშირის ვიბრაციაა. ჩვენი შინაგანი ენერგია გარკვეულ სიხშირეზე შეიძლება ვიბრირებდეს. ამაზე ჩვენი სხეულის, გონების და სულის მდგომარეობაა დამოკიდებული. Paparazzi მარტივი ფსიქოლოგიური ტესტის გავლას გთავაზობთ. სხვადასხვა ფერის სანთლებს შეხედეთ და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ. შემდეგ გაშიფვრა წაიკითხეთ.
რომელი ფერი მოგწონთ
- ამბობენ, რომ წითელი აგრესიას და რაღაც ცუდს უკავშირდება. ყოველთვის ასე არაა. თუ ნომერ პირველი სანთელი აირჩიეთ, ძალიან გაბედული ხართ და ყოველთვის დასახულ მიზანს აღწევთ. თქვენი შეუპოვრობა ხშირად გადატვირთვას იწვევს. დაფიქრდით, როდის დაისვენეთ ბოლოს. დროა ცხოვრება დააპაუზოთ და ერთი დღით ამოისუნთქოთ. ეს არ დაგავიწყდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი პროდუქტიულობა სწრაფად შემცირდება.
- თუ ნომერ მეორე სანთელი აირჩიეთ, თქვენი ტემპერამენტის შეიძლება შეგვშურდეს. ნარინჯისფერი სიმწიფის სიმბოლოა და ამის ყველა ვერ აღწევს. თქვენ შეძელით. სხვები რჩევის მისაღებად ხშირად მოგმართავენ. ოჯახის წევრები და მეგობრები ამას აფასებენ, ხოლო არაკეთილმოსურნეებს დღითიდღე უფრო შურთ.
- ნომერ მესამე ყვითელი სანთელი მოსწონთ მას, ვინც მუდმივად თვითგანვითარებას და შინაგანი სამყაროს შეცნობას ცდილობს. თუ ეს სანთელი აირჩიეთ, ალბათ, სწავლა და რაღაც ახლის გაგება გიყვართ. ფსიქოლოგია და ადამიანის ბუნების შესწავლა მოგწონთ.
- მეოთხე მწვანე სანთელი ჰარმონიის სიმბოლოა. ჩვეულებრივ, ამ ფერს ირჩევს გაწონასწორებული ადამიანი, რომელიც ცხოვრებისგან კმაყოფილებას იღებს. მან თამაშის წესები მიიღო და მკაცრად იცავს.
- ნომერ მეხუთე ფირუზისფერი სანთელი მოსწონს მას, ვინც ამ სამყაროში კონკრეტული მისიით მოვიდა. ეს კეთილშობილური ფერი ახლოსაა მასთან, ვინც მზადაა გაჭირვებულების დასახმარებლად უკანასკნელი თეთრი გაიღოს. არ გამიკვირდება, თუ თქვენი პროფესია ამას უკავშირდება. მაგალითად, შეიძლება საავადმყოფოში ან ეკლესიაში მუშაობდეთ. ბუნებით კარგად განვითარებული ინტუიცია გაქვთ. მისი უკეთ განვითარება სცადეთ. ინტუიცია კარგის და ცუდის გარჩევაში, ასევე უსიამოვნებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
- მეექვსე ლურჯ სანთელს ძლიერი ინტუიციის და თანაგრძნობის უნარის მქონე ადამიანი ირჩევს. ზუსტად იცით, როდის რა გჭირდებათ. დაგეგმვა შეგიძლიათ და დასახულ გეგმას ყოველთვის მისდევთ, რაც არ უნდა მოხდეს. ამდენი სასარგებლო თვისების მიუხედავად, ზოგჯერ ხალხს თქვენი არ ესმის. ამას ყურადღება არ მიაქციოთ. ყველას გულს ვერ მოიგებთ.
- მეშვიდე იისფერი სანთელი სიუხვის და სიმდიდრის სიმბოლოა. ეს ფერი იზიდავს წარმატებულ ხალხს, რომლებმაც საკუთარი თავის ფასი და ფულის გამომუშავება იციან. თუ ეს სანთელი აირჩიეთ, სავარაუდოდ, სამსახურში ლიდერულ პოზიციას იკავებთ. თუ ასე არაა, ამისთვის ყველა მონაცემი გაქვთ. ბევრი ახალი ნაცნობი უნდა გაიჩინოთ და ხალხს აჩვენოთ ყველაფერი, რა შეგიძლიათ. ასე დაწინაურებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. საკუთარი თავის და ძალების გჯეროდეთ. ასე თქვენი პოტენციალის სრულად გამოვლენას შეძლებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს