ფეთხუმი. მომენტი, როდესაც თავად ხარ დამნაშავე

0
181

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი მეგობრის ისტორიას გვიამბობს.ახლახან ჩემს მეგობარს შევხვდი. მან თავისი ამბავი მიამბო:

– ძალიან ნაწყენი ვარ. ჩემთვის ახალი ქურთუკის ყიდვა მინდოდა, ჩემმა ქმარმა კი მითხრა, შენნაირ ფეთხუმს უკვე აღარაფერი უშველისო! ასეთი რამის თქმა როგორ შეიძლება?! რატომ გავხდი ასეთი? იმიტომ ხომ არა, რომ ორ სამსახურში ერთდროულად ვმუშაობ? მაშინ, როდესაც ჩემს საყვარელ ქმარს ერთი სამსახურიც ვერ უპოვია! ორი წელია ოჯახს მე ვინახავ. მარტო მე. და ამას არავინ არ აფასებს! ჩემს თავს ყველაფერს ვაკლებ! დამავიწყდა, ბოლოს ჩემთვის ახალი ტანსაცმელი ან კოსმეტიკური საშუალება როდის ვიყიდე! ახლა კი ფეთხუმს მეძახიან. არავინ მიფასებს იმას, რასაც ჩემი ოჯახისთვის ვაკეთებ: არც ქმარი და არც შვილები. ძალიან მეწყინა, კინაღამ ვიტირე. რა გავაკეთო ახლა? როგორ ვიცხოვრო?

ჩემი მეგობარი ძალიან შემეცოდა. ცოტა ხნის წინ, მეც ასეთ მდგომარეობაში ვიყავი.ერთ დროს ჩემი ოჯახიც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოხდა ისე, რომ ჩვენი ფირმა გაკოტრდა.ერთ-ერთი გაზეთის რედაქციაში დავიწყე მუშაობა. მე ძალიან ცოტას გამოვიმუშავებდი, ჩემს ქმარს კი სამსახური საერთოდ არ ჰქონდა. ყველაფერზე მიწევდა დაზოგვა, პირველ რიგში კი – საკუთარ თავზე.

მსგავს სიტუაციაში უამრავი ქალი იყო. ყველა ცდილობდა რაიმე დამატებითი სამსახურის პოვნას, ცდილობდა რაიმე თანხის გამომუშავებას, რათა შვილები გამოეკვება. მსგავს სიტუაციებში ქალები საკუთარ თავზე თითქმის არ ფიქრობენ.ასე ვიყავი მეც. ძირითად სამსახურშიც ვმუშაობდი და ორ დამატებითშიც. თითქმის არ ვისვენებდი და ძალიან ცუდად ვიკვებებოდი.

დაახლოებით 6 თვე გავუძელი, შემდეგ კი უკვე სარკეში ჩახედვის მეშინოდა, ძალიან ცუდად გამოვიყურებოდი. ამ პერიოდში საკუთარ თავს საერთოდ არ ვუვლიდი. სხვა როგორ? ჩემთვის პირველ ადგილზე ჩემი შვილები იყვნენ, ვფიქრობდი, რით გამომეკვება და ტანსაცმელი როგორ მეყიდა მათთვის.შემდეგ კი უცებ მივხვდი, რომ ყველა, როგორც ცარიელ ადგილს ისე მიყურებდა. აი ასე. ნათესავებიც და კოლეგებიც აღარ მაფასებდნენ და პატივს არ მცემდნენ. რასაც ჩემი ოჯახისთვის ვაკეთებდი, ამას ჩემს ვალდებულებად აღიქვამდნენ. მათ არ მოსწონდათ, რომ ბოლო დროს ხშირად ვხდებოდი ავად. ის, რომ დასვენება მჭირდებოდა, ესეც არ მოსწონდათ.

ერთხელაც ვეღარ მოვითმინე და საშინელი ჩხუბი ავტეხე. ძალიან გავბრაზდი, ჭურჭელიც კი დავლეწე. მოვითხოვდი, რომ როგორც პიროვნებას ისე მომპყრობოდნენ. მივხვდი, რომ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, როდესაც საკუთარ თავს ყველაფერი დავაკელი. არ შეიძლება საკუთარი თავის სხვისთვის შეწირვა, თუნდაც საკუთარი ოჯახისთვის.

ცოტა ეგოისტიც უნდა იყო. საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს და მასზე უნდა ზრუნავდე. საკუთარი თავი უნდა დააფასო, პატივი სცე და გაუფრთხილდე. ამ შემთხვევაში, სხვა ადამიანებიც ასე მოგექცევიან.