სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ქმარმა დამირეკა და მითხრა, რომ მასთან აღარ დავბრუნებულიყავი! – სევდიანად მიამბო ჩემმა მეგობარმა

1785

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი თავისი მეგობრის ისტორიას გვიამბობს.მე და ეკამ ინსტიტუტი 5 წლის დავამთავრეთ. მას სამსახური ინგლისურ კომპანიაში შესთავაზეს და ვიზის საფასურიც გადაუხადეს.

ეკა ინგლისში გაემგზავრა. ის ძალიან კომუნიკაბელური და მხიარული ადამიანია და ამიტომ, მალევე გაიჩინა ბევრი მეგობრები და ნაცნობები.ორი წლის შემდეგ ჩარლზი გაიცნო და მას გაჰყვა ცოლად. მას გათხოვება არ უნდოდა, რადგან ძალიან ბევრს ოცნებობდა კარიერაზე, მაგრამ ეს ინგლისელი ძალიან შეუყვარდა და გადაწყვიტა, რომ კარიერა მოიცდიდა.

ცოტა ხანში ეკა დაორსულდა და გოგონა გააჩინა. სამშობლოში მას დედა და ბებია ჰყავდა. ის მათთან ხშირად ჩამოდიოდა.ქალიშვილი იზრდებოდა, ეკამ უკვე სამსახურში დაბრუნებაზე დაიწყო ფიქრი, მაგრამ გაირკვა, რომ ისევ ფეხმძიმედ იყო. ჩარლზს გაუხარდა და ეკამ გადაწყვიტა, რომ მეორე შვილიც გაეჩინა.

გავიდა 5 თვე, თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო. ეკამ გადაწყვიტა, რომ დედასთან და ბებიასთან ჩამოსულიყო, რადგან მშობიარობის შემდეგ ახალშობილთან ერთად რაღაც პერიოდის მანძილზე თვითმფრინავით მგზავრობას ვერ მოახერხებდა.სამშობლოში დაბრუნებიდან ორი კვირის შემდეგ, მას ჩარლზმა დაურეკა. მან ეკას უთხრა, რომ ბავშვთან ერთად ინგლისში აღარ დაბრუნებულიყო. უთხრა, რომ მას ეკასთან ერთად ცხოვრება აღარ შეეძლო.

  • რატომ, რა მოხდა? – გაოცებულმა ჰკითხა ეკამ. ის ვერ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა.

ძალიან უნდოდა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდი სიზმარი ყოფილიყო.სამწუხაროდ, ასე არ იყო. აღმოჩნდა, რომ ჩარლზს ეკასთან ცხოვრება იმის გამო არ შეეძლო, რომ მან ვერ შეძლო ჩარლზის ვაჟის შეყვარება, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ეკა ბიჭს ცუდად არ ექცეოდა, მაგრამ იმ გრძნობების თამაში, რომელიც არ გააჩნდა, მას არ შეეძლო. ასე დარჩა უქმროდ.

ეკასთვის ეს ნამდვილი დარტყმა იყო: მას ქმარი ძალიან უყვარდა, მათ ჰყავდათ ქალიშვილი, მალე კიდევ ერთი ბავშვი დაიბადებოდა. ჩარლზის ღალატი მისთვის საშინელი დარტყმა იყო. მას იმის გამბედაობაც კი არ ეყო, რომ ეს ყველაფერი მისთვის პირისპირ ეთქვა. დაელოდა მის წამოსვლას და მერე დაურეკა.რა უნდა ქნას ახლა ეკამ, მან არც კი იცის. არსებობს ორი გამოსავალი.

  • პირველი: უნდა დაბრუნდეს ინგლისში და ქმარს უჩივლოს ვიზისა და ალიმენტებისთვის. მაგრამ, სასამართლო ძალიან ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია. ამასთანავე, მას იქ საცხოვრებელიც დასჭირდება, ძიძაც და სამსახურიც.
  • მეორე: დარჩეს სამშობლოში და იყოს მარტოხელა დედა. ასეთი ქალები ბევრი არიან. ისინი ძლიერები არიან და თავად ზრდიან თავიანთ შვილებს.

როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ეკა, არ ვიცი. მე ის ძალიან მეცოდება. ღალატი საყვარელი ადამიანის მხრიდან – ეს ხომ საშინელებაა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს