დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღე: რა უნდა გააკეთოს ყველა ქალმა 7 დეკემბერს

0
517

წმინდა ეკატერინე ალექსანდრიელი დიდმოწამეა, რომლის ხსენების დღეს მართლმადიდებლები 7 დეკემბერს აღნიშნავენ. ამ ნათელ დღეს ქრისტიანულ რელიგიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მას ბევრი საინტერესო ტრადიცია, ნიშანი და აკრძალვა უკავშირდება. Paparazzi გიამბობთ, როგორ გაატაროთ ეს დღესასწაული სწორად.

წმინდა დიდმოწამე ეკატერინე – ეკატერინე რომის იმპერატორ მაქსიმიანეს დროს ცხოვრობდა. მან შესანიშნავი განათლება მიიღო და მწერლების, ფილოსოფოსების და ექიმების ნაწარმოების შესწავლაზე გიჟდებოდა. ბევრი ენა და დიალექტი იცოდა. შესაშური ორატორული და დიალექტიკური უნარები ჰქონდა. ეკატერინეს ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა, როცა სირიელმა ბერმა ქრისტიანობაზე მოაქცია. გადმოცემის მიხედვით, როცა გოგონა მონათლეს, სიზმარში იესო ქრისტე გამოეცხადა. მან ბეჭედი აჩუქა და თავისი საცოლე უწოდა.

ერთ დღეს ეკატერინე მაქსიმიანეს ტაძარში მსხვერპლშეწირვის რიტუალზე გამოჩნდა. სურდა, რომ იმპერატორს ხალხთან ერთად წარმართობაზე უარი ეთქვა და ქრისტიანობა მიეღო. მმართველი გოგონას სილამაზით მოიხიბლა და თავისთან მიიწვია. იმპერატორი ცდილობდა დაერწმუნებინა ეკატერინე, რომ ცდებოდა, მაგრამ ის არ დათანხმდა, რისთვის სიცოცხლით გადაიხადა. წარმართ ღმერთებზე თაყვანისცემაზე უარი თქვა, რისთვისაც მაქსიმიანემ გოგონას წამების ბრძანება გასცა. დიდგვაროვანი ხურსადენის რჩევით წამების საშინელი იარაღი გაკეთდა: „ბრძანე, რომ ერთ ღერძს გაუკეთონ ოთხი ხის ბორბალი, ხოლო მათ სხვადასხვა რკინის მახვილი ჩაარჭონ: ორი ბორბალი მარჯვნივ ტრიალებდეს, ორი მარცხენა მხარეს. შუაში ქალწული მიაბით და მბრუნავი ბორბალი მის სხეულს დაანაწევრებს“. ზეციდან ჩამოსულმა ანგელოზმა ბოროტება არ დაუშვა. უდანაშაულო გოგონა ტანჯვისგან გაათავისუფლა. მაშინ იმპერატორმა ეკატერინეს ცოლობა შესთავაზა. მთავარი პირობა ქრისტიანული რწმენის უარყოფა იყო, მაგრამ უარი მიიღო. მაქსიმიანემ მისი თავის მოკვეთა ბრძანა. თუ გადმოცემას დავუჯერებთ, მისი კისრიდან რძე გადმოიღვარა.

ტრადიციები, რომლებიც წმინდა ეკატერინეს ხსენების დღეს უკავშირდება – ეკატერინე სიცოცხლის ბოლო წუთამდე თავისი რწმენის და საქმროს, იესო ქრისტეს ერთგული იყო. ქრისტიანულ ტრადიციაში წმინდანს ბედნიერი ქორწინების მფარველად მიიჩნევენ. 7 დეკემბერს გასათხოვარი ქალები ეკატერინის ხატის წინაშე ლოცულობენ, კარგ ქმარსა და ქალურ ბედნიერებას შესთხოვენ. გათხოვილი ქალები ქორწინების გაძლიერებას და ოჯახური პრობლემების მოგვარებას სთხოვენ. ადრე ახალგაზრდა ქალები ეკატერინეს დღეზე მკითხაობდნენ, რომ მომავალ საქმროზე გაეგოთ. თუ ნამდვილი სიყვარულის ძიებაში ხართ, 7 დეკემბერს დილით ადრე ეკლესიაში აუცილებლად წადით და წმინდა ეკატერინეს ხატის წინაშე ილოცეთ. ბევრი დღემდე მკითხაობის ტრადიციას აგრძელებს. უნდა იცოდეთ, რომ ეკლესია ამას ხელს არ უწყობს.

წმინდა ეკატერინეს ხსენების დღე მარხვას ემთხვევა, ამიტომ რამდენიმე აკრძალვა არსებობს. პირველ რიგში, დიდი და ხმაურიანი წვეულების მოწყობა არ შეიძლება. მეორეც, ალკოჰოლური სასმელების მიღება აკრძალულია. თუ ოჯახური საღამოს მოწყობა გსურთ, სუფრაზე მხოლოდ სამარხვო კერძები უნდა იყოს. ლამაზმა ქალებმა ამ დღეს მძიმე მუშაობა უნდა დაივიწყონ. ხელსაქმითაც არ უნდა დაკავდეთ. ეს ყველაფერი მომავალში მშობიარობას გაართულებს. კიდევ ერთი ნიშნის მიხედვით, 7 დეკემბერს კოცონის დანთება და ღუმელის გახურება აკრძალულია.

თუ ყველა ტრადიციის დაცვას მიჩვეული ხართ, მაშინ წმინდა ეკატერინეს ხატთან ლოცვის დაწყებამდე 3 სანთელი აანთეთ. ადრე სწამდათ, რომ თუ ამას არ გააკეთებდნენ, ჩამომავლობა ქალის ხაზიდან შეწყდებოდა. ნაკლებად ცრუმორწმუნე ქალებს ვურჩევთ, რომ ეკლესიაში წავიდნენ და დიდმოწამეს კეთილდღეობა შესთხოვონ.

ამინდთან დაკავშირებული ნიშნები – ხალხური რწმენის მიხედვით, თუ 7 დეკემბერს ამინდი კარგი და ნათელია, ზამთარი ძალიან ცივი იქნება. თუ ძალიან თბილა, ყინვები მოგვიანებით დაიწყება, კერძოდ ბარბარობის შემდეგ (17 დეკემბერი). თუ წმინდა ეკატერინეს ხსენების დღეს ნისლია, უკვე 10 დღეში ყინვას ელოდეთ. თოვლს ცუდი ნიშანი უკავშირდება. თუ ამ დღეს გათოვდა, მომავალი წელი მოუსავლიანი იქნება. ამის არ უნდა გეშინოდეთ, რადგან ამინდის შესახებ ცრურწმენები უფრო კულტურული კოდექსის ნაწილია, ვიდრე სანდო ინფორმაცია. ასეა თუ ისე, 7 დეკემბერი ოჯახის წრეში გაატარეთ და წმინდა ეკატერინეს ხატის წინაშე ილოცეთ.