მოფარფატე დედამთილმა სამოთახიანი ბინა იყიდა, ჩვენს სიტუაციაზე საერთოდ არ დაფიქრებულა

0
3248

შვილები ხშირად თვლიან, რომ მშობლები მათი მოვალეები არიან. ზრდასრულ ასაკშიც ბრაზდებიან, როცა მშობლები მათი დახმარების ნაცვლად საკუთარ თავს და ინტერესებს ირჩევენ. ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ქალი, რომელმაც ვერ მიიღო ფაქტი, რომ დედამთილმა ფული თავისთვის ბინის საყიდლად დახარჯა და არა მათთვის. Paparazzi ამ ქალის ისტორიას გიზიარებთ.

„დედამთილი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი დედამთილია და კარგი ურთიერთობა არ გვაქვს. იქნებ რაღაცაში მართალი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი ისტორიის მოსმენის შემდეგ გამიგებთ.

მე და ჩემი მეუღლე უკვე 15 წელია დაქორწინებული ვართ. ოჯახის შექმნისთანავე საცხოვრებლად გადავედით ჩემს ოროთახიან ბინაში, რომელიც ბაბუამ მემკვიდრეობით დამიტოვა. ამავე ბინაში ორი ქალიშვილი გავზარდეთ. თავიდან ადგილი გვყოფნიდა, მაგრამ გოგოები იზრდებიან და პირადი სივრცე სჭირდებათ. ახლახანს რემონტი გავაკეთეთ, ოღონდ ამით ადგილი არ მომატებულა. ამ დროს დედამთილი თავისთვის ცენტრში სამოთახიან ბინას ყიდულობს.

მარგარიტა ჩვენი ქორწილიდან მალევე სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. მაშინ დედამისი, ქმრის ბებია, ავად გახდა და ლოგინად ჩაწვა. დედამთილმა ბებია ჩვენ დაგვიტოვა. დაგვპირდა, რომ დაგვეხმარებოდა. თუ კარგად მოეწყობოდა, ბინასაც გვიყიდდა. ოღონდ აცრემლებული ბებიის მოვლას გვთხოვდა. ბებია ბოლომდე ჩვენთან ცხოვრობდა. დედამთილს კარგი ცხოვრების ნახვის შემდეგ პირობა სწრაფად დაავიწყდა. ფულს მხოლოდ დღესასწაულებზე აგზავნიდა. თან რაღაც სასაცილო ფულს. ბებიის დაკრძალვაზე, შვილიშვილების დაბადებაზე არ ჩამოსულა. თავიდან ვჩიოდი, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, რომ რადგან ბედნიერია, დაე, ასე იცხოვროს. აი, 15 წლის შემდეგ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა.

თავისთვის ცენტრში სამოთახიანი ბინა იყიდა. ბინა ახალ კორპუსში იყო, ამიტომ რემონტი დასჭირდა. გადადებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ ძველი ბინა გაყიდა. ბოლო მოდაზე მოაწყო და ახალმოსახლეობაზე დაგვპატიჟა. ამან გამაბრაზა. როგორ შეიძლება ამდენი ფულის უსარგებლოდ დახარჯვა, როცა მისი შვილიშვილები საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი არ არიან? როცა ვესტუმრეთ, მივხვდით, რაში იყო საქმე. თურმე გათხოვებას აპირებს. მასზე 10 წლით უმცროს მამაკაცს შეხვდა და მან დაბრუნება სთხოვა. ოჯახური ბუდის მოწყობა გადაწყვიტა. მე და ჩემი მეუღლე დაბნეულები ვიყავით. ბინის საყიდლად ფული ჰქონდა, მაგრამ ჩვენი ქალიშვილებისთვის არაფერი გაემეტა.

დედამთილი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და შვილიშვილების მომავალი არ ადარდებს. თუ ასე, მისი მომავალი არც ჩვენ გვაინტერესებს. ახლა შვილიშვილები აღარ ჰყავს, ხოლო გოგოებს ბებია. მის გარეშე 15 წელი ვიცხოვრეთ, კიდევ ამდენს ვიცხოვრებთ. ნუთუ მართალი არ ვარ?“

ალბათ, დედამთილი ცოტა წინდაუხედავად მოიქცა, როცა ამდენი ფული ბინაში დახარჯა. რა თქმა უნდა, ორი ადამიანისთვის, რომლებიც შვილების ყოლას არ აპირებენ, უფრო კომპაქტური ვარიანტის არჩევა შეიძლებოდა. მეორე მხრივ, ქალი 15 წელი საზღვარგარეთ მუშაობდა, რომ ფული დაეგროვებინა. ვფიქრობთ, რომ საკუთარ თავზე და მომავალზე ზრუნვის უფლება აქვს.