დილით მანქანის გაყინული მინის გაწმენდა შევწყვიტე. ახლა საღამოს მარტივი საშუალებით ვწმენდ 

0
444

ყველა მძღოლისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა მანქანაში მინა იყინება. გულწრფელად, ყოველ დილით გაყინული საფარის გაწმენდა კოშმარია. არსებობს ეფექტური საშუალება, რომელიც მარტივად გამკლავებაში დაგეხმარებათ. Paparazzi გიამბობთ, რატომ არ ღირს გაყინულ მინაზე ცხელი წყლის შესხმა და როგორ მოაგვაროთ პრობლემა მარტივად.

მანქანის გაყინული მინა – პირველ რიგში, გავარკვიოთ, რატომ იყინება ფანჯრები საერთოდ. ეს მინაზე წარმოქმნილი კონდენსატის  გამო ხდება. წყლის პატარა წვეთები ფანჯარაზე ჩნდება და როცა ტემპერატურა 0 გრადუსზე ქვემოთ ვარდება, იყინება. ბუნებრივი პროცესების შეცვლა შეუძლებელია. ბევრი მძღოლი ამ პრობლემას ცხელი წყლით აგვარებს, მაგრამ ეს საუკეთესო მეთოდი არაა. ცხელი წყლის მუდმივი ზემოქმედება მინას აზიანებს. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება მასალისთვის ძლიერი დატვირთვაა. თუ მთელი ზამთარი ყოველ დილით საქარე მინას მდუღარე წყალს შეასხამთ, დროთა განმავლობაში ბზარები გაჩნდება.

რა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? ერთი მარტივი გამოსავალი არსებობს. ძმარი გაყინული ფანჯრისთვის შესანიშნავი საშუალებაა. ოღონდ რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, მარტივი ხსნარი მოამზადეთ. 2/3 ძმარი და 1/3 წყალი აურიეთ. პულვერიზატორში ჩაასხით. მანქანისკენ გაეშურეთ. ნარევი მანქანის საქარე მინას შეასხურეთ და ჩვრით გაწმინდეთ. თუ ამას საღამოს გააკეთებთ, დილით მინაზე ყინული არ წარმოიქმნება. თუ დაგავიწყდათ, დილით იგივე საშუალება ყინულის სწრაფად გალღობაში დაგეხმარებათ.

მნიშვნელოვანი დეტალი: ძმარი მინას არ აზიანებს, მაგრამ თუ მინა უკვე დაბზარულია, მისი გამოყენება არ შეიძლება. ამ შემთხვევაში ძმარი სიტუაციას გაამწვავებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ძმარი ავტომობილის საღებავს არ მოხვდეს. სამწუხაროდ, საღებავი შეიძლება დააზიანოს.

სხვა შემთხვევაში ეს საშუალება ნამდვილი მხსნელია, როცა მანქანაში ფანჯრები იყინება. უბრალოდ საღამოს ძმრიანი ნარევი წაუსვით, დილით კი საზრუნავი და პრობლემები დაივიწყეთ.