ყოველ ზამთარს ერთი და იმავე პრობლემას ვაწყდებით. ეს ფანჯარაზე კონდენსატია. ტემპერატურის სხვაობის გამო ტენიანობა იზრდება, რაც უსიამოვნო შედეგებს იწვევს. იმედი არ გაიცრუოთ. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოიშოროთ კონდენსატი ფანჯრებზე. რამდენიმე ღირებულ რჩევას გიზიარებთ.
როგორ მოვიშოროთ კონდენსატი ფანჯრებზე – სამწუხაროდ, კონდენსატი არა მხოლოდ ფანჯრის იერს აფუჭებს, არამედ სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს. მის გამო ჩნდება შავი ობი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ზედმეტი ტენიანობა რეგულარულად უნდა მოიშოროთ. რა თქმა უნდა, დაორთქლილი ფანჯრები ყოველდღე ჩვრით შეგიძლიათ გაწმინდოთ. თუმცა უფრო ეფექტური მეთოდიც არსებობს, რომელიც კონდენსატის მოშორებაში დაგეხმარებათ.
სველი ტანსაცმელი – პირველ რიგში, გიამბობთ, რისი გაკეთება არ ღირს. ზოგიერთი ჩვენი მოქმედება სიტუაციას მხოლოდ აუარესებს. მაგალითად, ბინაში ნივთების გაშრობა. ტენი, რომელიც ორთქლდება, მინაზე რჩება და კონდენსატად სწრაფად გარდაიქმნება. სწორედ ამიტომ, ნივთები ოთახში რაც შეიძლება იშვითად გააშრეთ. თუ შესაძლებელია, ნივთები გააშრეთ აივანზე ან საშრობში, მისი გამოყენება უკეთესია. წინააღმდეგ შემთხვევაში ტანსაცმელი ერთ პატარა ოთახში გააშრეთ, ხოლო შემდეგ შესაძლებლობის მიხედვით გაათბეთ, რომ სითხე აორთქლდეს.
ოთახის მცენარეები – სამწუხაროდ, მწვანე მცენარეები ტენის შემგროვებლები არიან. ისინი ტენს საკუთარ თავში და მათ გარშემო ინარჩუნებენ. რაც უფრო მეტი მცენარეა ერთ ადგილას, მით უფრო მაღალია ტენიანობა. სწორედ ამიტომ, მცენარეები ფანჯრის რაფებიდან აიღეთ. იქ დადებით დიდი სარგებელი მაინც არ აქვს. ოთახის მცენარეები ზამთრისთვის წინასწარ უნდა მოამზადოთ და აივანზე გაიტანოთ ან ოთახის სიღრმეში, ერთმანეთისგან მოშორებით. ასე ფანჯრის რაფაზე ტენიანობას შეამცირებთ.
კონდენსატის მოშორება მარილით – ტენიანობა შევამცირეთ, ახლა ისე უნდა გააკეთოთ, რომ რაღაცამ ზედმეტი ტენიანობა შთანთქა. ჩვეულებრივი მარილი გამოგადგებათ. კონდენსატის მოსაშორებლად საიმედო მეთოდია. მარილი სითხეს შესანიშნავად იწოვს. ნეგატიურ ენერგიასაც უმკლავდება. რა უნდა გააკეთოთ? უბრალოდ მარილი პატარა ფიალით ფანჯარასთან დადეთ. ტენიანობას თავისით შთანთქავს. ცოტა ხანში შეიძლება გამაგრდეს. ამ შემთხვევაში რამდენიმე წუთით მიკროტალღურში მოათავსეთ, რომ გამოშრეს. ამის შემდეგ თამამად გამოიყენეთ.
ახლა იცით, როგორ მოიშოროთ კონდენსატი ფანჯრებზე. ნამდვილად მარტივი მეთოდია. ზამთრისთვის მოემზადეთ და სახლი უფრო კომფორტული გახადეთ!