ბრძენმა თამარ გლობამ დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი უკვე მოამზადა. Paparazzi გიამბობთ, რას უნდა ელოდოს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი ზამთრის პირველ თვეში. წინასწარ გაგიმხელთ, რომ ბევრისთვის წარმატებული პერიოდი აღმოჩნდება. ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – დეკემბერი გასული წლის შესაჯამებლად და მომავალი წლის დასაგეგმად ოქროს პერიოდია. თამარ გლობა გირჩევთ, რომ ამას ყურადღება მიაქციოთ.
- ვერძი დეკემბერში შემოქმედებითი და ინტელექტუალური კუთხით წარმატებას მიაღწევს. კარიერული ზრდისთვის კარგი პერიოდია. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ბევრი მოგზაურობა და ახალი ნაცნობობა ელით. იმდენად შეიძლება გაერთოთ, რომ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩეს. ახალი წლის წინა დღეებში დაუფიქრებლად არ მოიქცეთ.
- კურომ დეკემბერში ფინანსებთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ბევრის დახარჯვა მოგიწევთ, მათგან ზოგი დაუგეგმავი იქნება. ფული გონივრულად დახარჯეთ, რომ ახალი წლისთვის ხელცარიელი არ დარჩეთ. და მაინც, ასტროლოგის თქმით, კუროს ელოდება ბევრი ახალი შესაძლებლობა, რომელიც სამსახურში ბევრ სასიამოვნო სიახლეს მოუტანს. ბალანსი აღდგება!
- ტყუპებისთვის დეკემბერი ორსახოვანი იქნება. გლობა გირჩევთ, რომ ოჯახთან და მეგობრებთან მეტი დრო გაატაროთ, მათ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოთ. ფული ფრთხილად დახარჯეთ, მაგრამ ამის შესახებ ძალიან არ იდარდოთ. სტაბილურ შემოსავალს მიიღებთ. სამსახურში მოსალოდნელია ცვლილებები, რის შედეგადაც გაზრდილი ხელფასი შეიძლება მიიღოთ.
- კირჩხიბი დეკემბერში საქმით და საქმიანი მოგზაურობით დაიტვირთება. სპეციალისტი გირჩევთ, რომ ხალხმრავლობას მოერიდოთ და გზაზე ფრთხილად იყოთ. ამ თვეში ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ და ენერგიის გამოცლამდე არ იმუშაოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ წელს სიცხიანი შეიძლება შეხვდებით.
- ლომისთვის დეკემბერი ხელსაყრელია პერიოდია, რომ შემოქმედებითი საქმით და სამსახურში საკუთარი იდეების წინ წაწევით დაკავდეს. ავტორიტეტული კოლეგების მხარდაჭერას მიიღებთ და ბევრ რამეში წარმატების მიღწევას შეძლებთ. ეს ნანატრ მოგებას მოგიტანთ. ხარჯებიც გაიზრდება. ეს გაითვალისწინეთ.
- ქალწულმა ამ თვეში ოჯახს და მეგობრებს მეტი დრო უნდა დაუთმოს. მშობლების ჯანმრთელობის საკითხი წინ წამოიწევს. მათ თქვენი დახმარება დასჭირდებათ. გლობა გირჩევთ, რომ თქვენი ძველი სამუშაო იდეებით დაკავდეთ. ახლა მათ გასახორციელებლად კარგი დროა. დეკემბრის ბოლოს რამდენიმე გადაუჭრელი ამოცანა გამოჩნდება. ახალ წლამდე მათ მოშორებას ნუ ეცდებით. სავარაუდოდ, 2023 წლის ამით დაწყება მოგიწევთ.
- დეკემბერში სასწორს სახლიდან შორს ყოფნა ხშირად მოუწევს. მივლინებები ბევრ სარგებელს და სასურველ შემოსავალს მოგიტანთ. გზაზე ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ. დიდი ალბათობით, ბევრ ახალ ნაცნობს შეიძენთ. ისინი თქვენს მომავალში დიდ როლს შეასრულებენ. ოჯახიც არ დაივიწყოთ. მათაც ყურადღება სჭირდებათ.
- მორიელისთვის დეკემბერი მხიარულად ჩაივლის. მეგობრებთან ბევრ დროს გაატარებთ, იმოგზაურებთ და ფულს დახარჯავთ. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები საახალწლო განწყობის ყველაზე უკეთ შეგრძნებას შეძლებენ. სამსახურიც არ დაგავიწყდეთ. პროფესიული კუთხით დიდი ცვლილებები გელით.
- მშვილდოსანს დეკემბერში ბევრი კამათი და კონფლიქტი ელოდება. ამ რთულ პერიოდში ახლობლებთან კონტაქტის შენარჩუნება, ოჯახის და საოჯახო საქმეების შესრულება მნიშვნელოვანია. გლობა გირჩევთ, რომ ფულთან სიფრთხილე გამოიჩინოთ, რომ დღესასწაულზე ხელცარიელი არ დარჩეთ.
- თხის რქამ დეკემბერში ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. შურიანი ადამიანები თქვენს განწყობაზე ძლიერ იმოქმედებენ, მაგრამ ოჯახის და მეგობრების დახმარებით ძალას იგრძნობთ. მათთან რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ. ზამთრის პირველი თვე იდეალურია, რომ სწავლა დაიწყოთ. ეს მომავალში სამსახურში წარმატებას მოგიტანთ.
- მერწყულს დეკემბერში ბევრი ახალი შესაძლებლობა ელის. პირველ რიგში, ეს ეხება გეგმას, რომელსაც მომავალი წლისთვის აწყობთ. არ იჩქაროთ და ყველაფრის ერთდროულად დაწყება არ სცადოთ. მკაფიოდ განსაზღვრეთ, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული. საკუთარი თავიც არ დაივიწყოთ. ჯანმრთელობა თქვენი ამბიციების გამო არ უნდა დაზარალდეს.
- თევზებს ბევრი სირთულე ელოდებათ. ეს სამსახურთან, ასევე საოჯახო საქმესთან დაკავშირებული იქნება. ყველა პრობლემა დროულად მოაგვარეთ, რადგან დეკემბრის მეორე ნახევარში გაჩნდება ბევრი იდეა, რომლის რეალიზაციით რამდენიმე თვე დაკავებული იქნებით. ახალი ნაცნობები პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს