ერთი შემთხვევის შემდეგ, ჩემი შვილების ნივთებს არავის აღარ ვაძლევ

17935

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

მე ნანა მქვია. პატარა დასახლებაში ვცხოვრობ. ორი შვილი მყავს – გოგონები. მათ ძალიან ბევრი ტანსაცმელი აქვთ. აქვთ ისეთი რაღაცებიც, რომლებიც ერთხელაც კი არ ჩაუცვამთ. უბრალოდ, დედაჩემს და ჩემს დედამთილს ბავშვები ძალიან უყვართ და ბევრ სხვადასხვანაირ ტანსაცმელს ყიდულობენ. ბავშვები ხომ ძალიან სწრაფად იზრდებიან და რჩება ძალიან ბევრი სრულიად ახალი ტანსაცმელი, რომელიც ბავშვებს ისე დაუპატარავდათ, რომ ერთხელაც კი არ ჩაუცვამთ.

სად წავიღოთ ასეთი ტანსაცმელი? ვიცი, რომ ზოგიერთი დედიკო ასეთ ტანსაცმელს ყიდის, მაგრამ მე ამის გაკეთება არ მინდოდა. გადავწყვიტე, რომ ეს ტანსაცმელი რომელიმე მრავალშვილიანი ოჯახისთვის გადამეცა. ინტერნეტში შესაბამისი განცხადება განვათავსე.ორი დღის შემდეგ ერთმა ქალმა დამირეკა და დაინტერესდა რა ტანსაცმელი იყო, რა ზომის და რა მდგომარეობაში იყო. მე მხოლოდ ერთი მოთხოვნა მქონდა: ნივთებს უფასოდ ვაძლევდი, მაგრამ ქალი თავად უნდა მოსულიყო მათ წასაღებად.

ის დამთანხმდა. მან მითხრა, რომ ხუთი შვილი ჰყავდა და ძალიან რთული იყო მათი უზრუნველყოფა ყველა აუცილებელი ნივთით. ძალიან გამიხარდა, რომ ასეთ ოჯახს დავეხმარებოდი.ერთი საათის შემდეგ ჩვენს სახლთან ძალიან კარგი მანქანა მოვიდა. მანქანიდან გემოვნებით ჩაცმული ქალი გადმოვიდა. მე ვერ ვიჯერებდი იმას, რომ მას ხუთი შვილი ჰყავდა. ის საერთოდ არ ჰგავდა ღარიბ, გაჭირვებულ, მრავალშვილიან დედას.

მივხვდი, რომ ჩემი მოტყუება უნდოდათ. ძალიან მეწყინა. ვის მოეწონება, თუ მას სულელად ჩათვლიან?მოკლედ, ქალს ის ჩანთა გამოვუტანე, რომელის წაღებასაც ცხოველთა თავშესაფარში ვაპირებდი. ქალს მადლობაც კი არ უთქვამს, ისე ისროლა ეს ჩანთა საბარგულში და წავიდა.

მეგონა, რომ დამირეკავდა და ჩხუბს დამიწყებდა, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა. მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე ამ ქალს ასეთი ნივთები მიჰქონდა და სხვადასხვა საიტებზე ყიდიდა ინტერნეტში. აი, როგორი უსინდისო ადამიანები არსებობენ!

ახლა ჩემი ქალიშვილების დაპატარავებული ტანსაცმელი, წელიწადში ერთხელ მეზობელ ქალაქში მდებარე ბავშვთა სახლში მიმაქვს. იქ ამ ტანსაცმელს ისინი იცვამენ, ვისაც ნამდვილად ძლიან სჭირდებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს