ერთ შვილს ქორწილში ბინა აჩუქეს, მეორეს კი – ქვაბების ნაკრები. ასე, როგორ შეიძლება?

5122

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.რა თქმა უნდა, ნათესავებს არ ირჩევენ და ყველა ადამიანი განსხვავებულია. მაგრამ მე ვთვლი, რომ ადამიანმა საღად უნდა იაზროვნოს და სამართლიანი უნდა იყოს.ჩემს სიდედრს ეს საერთოდ არ ესმის.

მე და ნანა ოთხი წლის წინ დავქორწინდით. სიდედრმა ქორწილში ქვაბების ნაკრები გვაჩუქა. ჩვენმა მეგობრებმა უფრო ძვირფასი საჩუქრები გვაჩუქეს. მე და ჩემი ცოლი ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით და ფულს ვაგროვებდით პირველადი შენატანისთვის, რათა ბინა იპოთეკით გვეყიდა.ამ პერიოდისთვის ჩემს სიდედრს სამი ბინა ჰქონდა. ერთში თვითონ ცხოვრობდა თავის უმცროს ქალიშვილთან ერთად, ორს კი – აქირავებდა.

ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ცოლის დამ გათხოვება გადაწყვიტა. ქორწილში ჩემმა სიდედრმა თავისი ერთ-ერთი ბინა აჩუქა. ყველაზე კარგი რომელიც იყო, ოროთახიანი, კარგ სახლში და პრესტიჟულ რაიონში.მე ძალიან მეწყინა. ჩემ გამოც და ჩემი ცოლის გამოც. ქორწილში ჩვენ ქვაბების ნაკრები გვაჩუქა, უმცროს ქალიშვილს კი – ბინა. რატომ ასე უსამართლოდ? ჩემი ცოლი რით არის უმცროს ქალიშვილზე უარესი?

გავიდა ერთი წელი. დედამთილმა თავისი ბინის გარემონტება გადაწყვიტა. ჩვენთან მოვიდა სტუმრად და გვთხოვა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენთან დარჩენის უფლება მიგვეცა. თქვა, რომ წასასვლელი არსად ჰქონდა, რადგან ერთ ბინაში რემონტი იყო, მეორე კი გაქირავებული ჰქონდა.უმცროს ქალიშვილთან გადასვლის შესაძლებლობაზე არაფერი უთქვამს. თქვა, რომ ანაც რემონტის გაკეთებას აპირებდა და ამიტომ, მასთან გადასვლას ვერ შეძლებდა. უფრო მეტიც, მისი სამსახური ჩვენს სახლთან უფრო ახლოსაა.

მე ვთქვი, რომ სიდედრი ჩემს სახლში არ იცხოვრებს და წერტილი. ჩემი ცოლი დამეთანხმა. სიდედრს ძალიან ეწყინა, კარი ხმაურით გაიჯახუნა და წავიდა.საჭირო არ იყო შვილების ასეთი განსხვავება. ჩემი ცოლი მეცოდება, მაგრამ, ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი.მე არ მიყვარს უსამართლო ადამიანები და ჩემი საყვარელი ცოლის ხათრითაც კი მზად არ ვარ, რომ სიდედრმა ჩემს სახლში იცხოვროს. ასეა, მე სხვანაირად მოქცევა არ შემიძლია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს