პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი თავისი მეგობრის ისტორიას გვიამბობს.
ერთი ძალიან კარგი მეგობარი მყავს, მას ლაშა ჰქვია. ძალიან კარგი ადამიანია, გულისხმიერი და კეთილი. მუშაობს, ბევრი მეგობარი ჰყავს. ქალებთან კი, რატომღაც ბედი არ სწყალობს. დღემდე ვერ მოძებნა თავისი ერთადერთი. 30 წლის რომ იყო, ანა გაიცნო. ანა 18 წლის იყო. ლაშას ანა პატარა ბიჭივით შეუყვარდა. მოგვიანებით გაიგო, რომ მას 2 წლის გოგონა ჰყავდა, მაგრამ ამ დროს უკვე ძალიან უყვარდა ანა.ისინი უკვე ორი თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, როდესაც ანამ შეატყობინა, რომ ფეხმძიმედ იყო. ლაშამ, როგორც წესიერმა მამაკაცმა მაშინვე სთხოვა ხელი და ისინი მალევე დაქორწინდნენ.
ლაშა თავის მეუღლეს ენდობოდა და მშვიდად მიდიოდა სამუშაოდ სხვა ქალაქში. ორი კვირის მანძილზე მუშაობდა, შემდეგ კი ერთი კვირით სახლში ბრუნდებოდა. ნაცნობები და მეგობრები ეუბნებოდნენ, რომ სანამ ის სამსახურში იყო, მისი ცოლი სახლში ერთობოდა. ლაშას არავისი არ სჯეროდა.ანას ბიჭი ეყოლა. ლაშა ძალიან ბედნიერი იყო. ბავშვს ასეირნებდა, მისთვის საფენებს ყიდულობდა, ფაფებს უკეთებდა და აჭმევდა.ანა მშობიარობის შემდეგ სულ გათავხედდა. მთელი დღით სადღაც იკარგებოდა. ზოგჯერ, სახლში ღამითაც არ მოდიოდა. ხშირად, ძალიან მთვრალი მოდიოდა და ამბობდა, რომ შვილი ლაშას გაუჩინა და მას საერთოდ არ სჭირდებოდა.
ლაშამ ეს ძალიან დიდხანს ითმინა.მერე კი მათ შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ერთ-ერთი მორიგი ჩხუბის დროს ანამ უთხრა, რომ, გიორგი, შეიძლება მისი შვილი სულაც არ არის.ლაშას ამის დაჯერება არ უნდოდა, მაგრამ ანას სიტყვებს ვერ ივიწყებდა და გადაწყვიტა, რომ დნმ-ის ტესტი გაეკეთებინა. რომ იცოდეთ, როგორი იმედგაცრუებული იყო, როდესაც გაიგო, რომ ნამდვილად არ იყო გიორგის მამა.ამის შემდეგ, მან მაშინვე განქორწინება მოითხოვა. ანას ღალატმა ძალიან ატკინა გული. მას ქალების აღარ სჯერა და არ სურს, რომ მათთან რაიმე საერთო ჰქონდეს.
ლაშა მარტო ცხოვრობს. ანამ შვილები დედამისს დაუტოვა და მორიგ მამაკაცთან ერთად სადღაც გაემგზავრა.ჩემი მეგობარი ძალიან მეცოდება. ანას გამო მან ადამიანების მიმართ ნდობა და ცხოვრების აზრი დაკარგა.