1989 წელს ეს ბავშვები სახლიდან გაქრნენ, პოლიციამ გამოძიება დაიწყო თუმცა მათი ისტორია დღემდე ბურუსითაა მოცული.

140

ზაფხულის ერთ-ერთ თბილ საღამოს, ორი მოზარდი, სოფელ ხოხბების ბუდიდან, სასეირნოდ წავიდა, თუმცა სახლში დაბრუნება აღარ ეწერათ. მომდევნო რამდენიმე კვირა ჯეიმი ენგერისა და მეთიუ კელის მშობლებისთვის ნამდვილ ტანჯვად იქცა.

სამწუხაროდ, მათი იმედები იმის შესახებ, რომ ბავშვები ჯანმრთელები და უვნებლები დაბრუნდებოდნენ, გაცრუვდა. შემთხვევითმა გამვლელმა იგრძნო საშინელი სუნი, რომელიც ბიჭები სახლის მოშორებით, ხიდის საყრდენიდან მოდიოდა. რაც იპოვა, ალბათ, თავადაც მიხვდებით.

ეს 1989 წლის დეკემბერს მოხდა. ჯეიმი და მეთიუ ჩვეულებრივი 14 წლის ბიჭები იყვნენ, რომმლებიც მეზობელ დასახლებებში ცხოვრობდნენ და ერთად სეირნობდნენ. ისინი ერთად დადიოდნენ სკოლაში, პიქტონში – ეს სიდნეის ჩრდილო-დასავლეთით პატარა ქალაქია.

18 დეკემბერს ბიჭებმა ჯეიმისთან სახლში ისადილეს და დედამისს, მერილინის, უთხრეს, რომ საცურაოდ მიდიოდნენ. მეგობრებმა თქვეს, რომ საღამოს დაბრუნდებოდნენ, თუმცა დედა ამაოდ ელოდა.

მომდევნო დღეს პოლიციამ გამოძიება დაიწყო. როცა ხელჩასაჭიდი ვერ იპოვა, ხელისუფლებამ დასახლების დათვალიერება დაიწყო და ოპერაციაში ვერტმფრენები ჩართო.

ხანგრძლივი, ორკვირიანი ძებნა უშედეგოდ სრულდებოდა, ბავშვები თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ჯეიმის გაუბედურებული მამა, ენტონი ეგნერი, პირადად დაკავდა ვაჟისა და მისი მეგობრის ძებნით.

1990 წლის 3 იანვარს, საგზაო მუშა ამოწმებდა იმ ხიდის მდგომარეობას, რომელიც სოფელ ხოხბების ბუდესთან ახლოს მდებარეობს. ერთ-ერთი საყრდენის გვერდით შეჩერდა და ძლივს შეიკავა ღებინება. ქვემოთ მოზრდილი ხვრელი იყო, რომლიდანაც მძორის სუნი ამოდიოდა.

მაშველები დაუყოვნებლივ მივიდნენ ადგილზე და რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ხიდის საყრდენიდან ორი გვამის ამოყვანას. მართალია, ამოცნობას დიდი დრო დასჭირდა, გახრწნის მაღალი ხარისხის გამო, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ ეს ის ბიჭები იყვნენ.

სანამ მშობლები დანაკარგს მისტიროდნენ, გამომძიებელი მოზარდების გარდაცვალების გამოძიებით დაკავდა. მან აღმოაჩინა გახსნილი ლუქი ხიდის კონსტრუქციაში, რომელიც სპეციალურ ოფისში მიდიოდა.

-“როგორც ჩანს, ბიჭებმა ხიდის დათვალიერება გადაწყვიტეს, შეაღწიეს ტექნიკურ ლუქში და შემთხვევით ქვემოთ ჩაცვივდნენ.” – განაცხადა ოფიცერმა ფილიპ ჰენდრიქსმა The Sydney Morning Herald-თან ინტერვიუში.

თუმცა, საქმე ასე მარტივად არ ყოფილა. თუ მის მასალებს შევისწავლით, უჩვეულო დეტალებს იპოვით. ლუქის გვერდით პოლიციამ იპოვა ერთ-ერთი მოზარდის მაისური, ტექნიკურ ოთახში კი ხელნაკეთი ჩირაღდანი.

თუმცა, ყველაზე მეტ კითხვას იწვევს ბავშვების შემთხვევით ჩაცვენის ფაქტი. ხიდის საყრდნეში ხვრელი ძალიან პატარაა, მასში ერთდროულად ორი მოზარდი ვერ ჩავარდებოდა. გამოდის, რომ ისინი ერთი-მეორის მიყოლებით ჩაცვივდნენ?

The Sydney Morning Herald-მა განაცხადა, რომ ბავშვების გარდაცვალების ადგილას აღმოჩენილია უჩვეულო ნაკვალევი, რომელიც ფრჩხილებით ამოკაწრულს ჰგავდა. თუმცა, პოლიციის წარმომადგენელმა ჯეფ ჰოლისმა განაცხადა, რომ მოზარდების დაღუპვა შემთხვევითობა იყო.

მამაკაცი, რომელმაც ჯეიმისა და მეთიუს სხეულები იპოვა, დარწმუნებულია, რომ მათ ვიღაც დაეხმარა გარდაცვალებაში. მას უცნაურად ეჩვენება, რომ მოზარდებმა შეძლეს მძიმე ლუქის მოხდა, რომელსაც ოთხი ადამიანი მაინც სჭირდება წამოსაწევად.

შესაძლოა, მოზარდები ნარკოტიკების გაყიდვის შემთხვევითი მოწმეები გახდნენ. დამნაშავეებმა უბრალოდ თავიდან მოიშორეს არასასურველი მოწმეები.

ზოგადად, იუმის ხიდს ცუდი რეპუტაცია აქვს. ამ ბიჭების დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე, მასზე სასიკვდილოდ სცემეს ორი მოზარდი. მანამდე, მთვრალი წყვილი, ბავშვთან ერთად, ავტოსაგზაო შემთხვევაში დაიღუპა. მამაკაცი ხიდის ბარიერს დაეჯახა, პოლიციისგან გაქცევის მცდელობაში. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას ახსოვს შემთხვევა, როცა მამაკაცი ამ ხიდიდან გადახტა.

იყო თუ არა ჯეიმი ენგერისა და მეთიუ კელის სიკვდილი შემთხვევითობა? რატომ უგულებელყოფს პოლიცია ბავშვების დაღუპვის უჩვეულო დეტალებს?

მომზადებულია dailymail -ის მიხედვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს