2022 წლის დეკემბრის ტარო პროგნოზი ანჯელა პერლისგან. რას გვიმზადებს ზამთრის პირველი თვე

1220

„დეკემბერი სამი ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში ჯადოსნურ ზღაპარს შემოიტანს“ – ამბობს ანჯელა პერლი. 2022 წლის დეკემბრის ტარო პროგნოზი ყურადღებით შეისწავლეთ, თუ გეგმის განხორციელება გსურთ. გვჯერა, ყველაფერი გამოგივათ. Paparazzi გიამბობთ, რა მოამზადა ზამთრის პირველმა თვემ თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის. დაუვიწყარი დეკემბერი მოდის.

2022 წლის დეკემბრის ტარო პროგნოზი

  • ვერძი – ცალსახად ფინანსური თვეა. იმაზე მეტ ფულს მიიღებთ, ვიდრე გეგმავთ, თუმცა დახარჯვაც მოგიწევთ. ახლა ხომ საახალწლო დღესასწაული ახლოვდება. 3 დაბრკოლება საქმეს შეაფერხებს, მაგრამ არ იდარდოთ, ყველაფერს გაუმკლავდებით. თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გსურთ, გააკეთეთ. პირადში ბევრ რომანტიკას და საყვარელი ადამიანისგან საჩუქრებს ელოდეთ. ბავშვები მხოლოდ სიხარულს და სითბოს მოგიტანთ.
  • კურო – 2022 წლის ბოლო თვე ფინანსებზე დაგაფიქრებთ. ვალი ან კრედიტი დაფარეთ. გასაცემი გექნებათ. კარგ ანაზღაურებასაც მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ გაცემით მეტს მიიღებთ. 20 დეკემბრამდე მსხვილი შენაძენი კარგია. სიხარული და კარგი განწყობა ახლობლებთან ერთად საშობაო მოგზაურობას გპირდებათ. ბეჯითი შრომა პოპულარობას და წარმატებას მოგიტანთ. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ!
  • ტყუპები – თვის დასაწყისში თქვენი საქმით და საკუთარი თავით კმაყოფილი იქნებით. ახლობლებისგან სასიამოვნო მოულოდნელობას ელოდეთ. თვის მეორე ნახევარში აქტიური მუშაობის ნაცვლად დაისვენეთ. საკუთარი თავისგან დიდი მიზნების მიღწევა არ მოითხოვოთ. ანჯელა პერლი გაფრთხილებთ, რომ დეკემბრის ბოლოს მაღალი თანამდებობის პირებთან საქმის დაჭერა და მინიმალური რესურსებით და შესაძლებლობით საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწევთ.
  • კირჩხიბი – ბევრი შანსი გაქვთ, რომ მიუახლოვდეთ თქვენს ოცნებებს, განსაკუთრებით სასიყვარულო სფეროსა და კარიერაში. წარმატების მისაღწევად ახალი ნაცნობების შეძენა ღირს. სცადეთ ის, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ, გარდერობი განაახლეთ ან სპორტით დაკავდით. ორსულობის შესახებ სიახლეებს ელოდეთ. ჯანმრთელობამ რომ არ გიმტყუნოთ, ძილი და დასვენება არ დაივიწყოთ.
  • ლომი – წლის ბოლო თვეს ვალის გადახდის დრო მოდის. თუ წესები დაარღვიეთ, პასუხი უნდა აგოთ. ყველა გადაჭარბებისთვის გადახდა მოგიწევთ და თან პროცენტებით. ეს არა მხოლოდ ფულს, არამედ ნდობას ეხება. შანსი გაქვთ, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენთვის ყველაზე ძვირფასი გახდება, ან ოჯახის შექმნა გადაწყვიტოთ.
  • ქალწული – დეკემბერი თქვენს ცხოვრებას ფერებით და ნათელი ემოციებით აავსებს. პოზიტიური მომენტები ნეგატივზე მეტი იქნება. მხოლოდ ზღაპარი უნდა დაიჯეროთ. ასე სხვებთან უფრო გულახდილი, კეთილი და თამამი გახდებით. თვის მეორე ნახევარში უძრავ ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს მოაგვარებთ. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ.
  • სასწორი – სასურველის განსახორციელებლად ყველა შესაძლებლობა და რესურსი გექნებათ. გამოჩნდება ახალი იდეები, რომლებიც კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ახალი მიმართულებით ახალი საქმე წარმატებას მოგიტანთ. თუ თქვენი ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშაა და არ იცით, რა ხდება თქვენს შორის, დროა ყველაფერი გაარკვიოთ. განწყობა ჰარმონიული იქნება.
  • მორიელი – თვის პირველი ნახევარი საკუთარ თავს ან საყვარელ ადამიანს დაუთმეთ. მანიკური, ვარცხნილობა გაიკეთეთ, ახალი კაბა ან კოსტიუმი იყიდეთ. 15 დეკემბრიდან სასიამოვნო სიურპრიზისთვის მოემზადეთ. ცხოვრების ახლებურად დაწყების სურვილი გაჩნდება და ეს მშვენიერია. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება მეორე ნახევარი, რომელიც გაცნობის პირველივე წუთიდან თავბრუს დაგახვევთ. გრძნობებს არ შეეწინააღმდეგოთ, რადგან ის ორმხრივია!
  •  მშვილდოსანი – დატვირთული თვე გელით. წლის ბოლომდე ბევრი საქმის დასრულება მოგიწევთ. ბევრ რამეს მოასწრებთ, მაგრამ დარჩება საქმე, რომელიც 2023 წლის შუა იანვრიდან წინ წაიწევს. პირადში ყველაფერი ჰარმონიულადაა. ამისთვის მეორე ნახევარს მადლობა უნდა გადაუხადოთ. ბავშვებზე ზრუნვის საკითხი გაიზრდება, მაგრამ ეს სასიამოვნო საქმე იქნება. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ.
  • თხის რქა – ბევრი შესაძლებლობა გამოჩნდება. კარგია სწავლის დაწყება. შეყვარებისთვის და რომანტიკისთვის კარგი დროა. ახალი ურთიერთობა ძალიან ემოციური იქნება. ყველაფერი, რაც შემოქმედებას უკავშირდება, წარმატებას მოგიტანთ. ორსულობის შესახებ სიახლეს ელოდეთ.
  • მერწყული – ბევრი საქმე და საზრუნავი გამოჩნდება. გირჩევთ, დაანაწევროთ და დახმარება ითხოვოთ. ეს მნიშვნელოვანია, რომ მიზანს მიაღწიოთ. პირად და მეორეხარისხოვან გეგმებს გადახედეთ. ყველაფერ უსარგებლოზე უარი თქვით. დასვენება გჭირდებათ. შეისვენეთ და გამოიძინეთ. გამოჩნდება საქმე, რომელზეც დაფიქრება მოგიწევთ. მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებაც მოგიწევვთ. არ დაიქსაქსოთ: უსაზღვროს ათვისებას ვერ შეძლებთ.
  • თევზები – შეხვედრა, გაცნობა, რომანი, პაემანი, ნიშნობა ან ქორწილი. აქედან რომელიღაც თქვენს ცხოვრებაში მოხდება. საქმიანი შეხვედრები და კონტრაქტები წარმატებულად ჩაივლის. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ყიდვა–გაყიდვას ეხება. თანამშრომლობისთვის კარგი დროა. თვის მეორე ნახევარში ზამთრის დღესასწაულებისთვის მომზადება დაიწყეთ. მოგზაურობის დაგეგმვა კარგი იდეაა. თუ წასვლას ვერ ახერხებთ, თქვენთვის რაიმე გააკეთეთ, მაგალითად, მასაჟის ვაუჩერი იყიდეთ.

ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობას აქტიური, საკმაოდ წარმატებული თვე ელოდება. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი საუკეთესო ახდება. კარგ ჯანმრთელობას და განწყობას გისურვებთ. დაე, დეკემბერმა, თქვენი ყველაზე თამამი მოლოდინები გაამართლოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს