საბავშვო ბაღის მოულოდნელად გაუჩინარებული მასწავლებელი 17 დღის თავზე ფერმერმა გარდაცვალების პირას იპოვა.

0
386

ზაფხულის მცხუნვარე დღეები კალიფორნიის ნიადაგს დილიდანვე ათბობს. სამი მამაკაცი ქალაქგარეთ, სოფელში თითქმის 2 კვირაზე მეტ ხანს დაკარგულ ჯეიმი ტულს ეძებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა რაღაც სხეულის მსგავსი დაინახა. ნუთუ სამძებრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა?

2017 წლის ივლისში 33 წლის ჯეიმი საკუთარი სახლიდან, რივერბანკიდან, სტანისლაუსის საგრაფოდან (კალიფორნია) დაიკარგა. მისი ქმარი აპოლონი გრაფიკული დიზაინის კომპანიას ფლობდა, თავად ჯესიკა კი ადგილობრივ საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა.

ერთი შეხედვით წყვილს ბედნიერი, ოჯახური ცხოვრება ჰქონდა. თუმცა ასე არაა. ჯეიმის ბიპოლარული აშლილობა აწუხებდა, რაც თავის ტვინის სერიოზული დაზიანების შედეგი იყო. თუმცა ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს იღებდა და საკმაოდ შრომისუნარიანად ითვლებოდა.

ჯეიმმა აბების მიღება შეწყვიტა და ნელ-ნელა ჭკუიდან გადასვლა დაიწყო. თავისი ქცევებით თანამშრომლების და ბავშვების გაოცებას იწვევდა. დროის გასვლის შემდეგ ხალხი მიხვდა თუ მისი არაადეკვატური ქცევის მიზეზი რა გახდა.

პრობლემები იმ დღიდან დაეწყო, როცა ქალი თაღლით პასტორს შეხვდა, რომელმაც მასზე ცუდი გავლენა იქონია. პასტორმა დაარწმუნა, რომ მისთვის აბების მიღება არ შეიძლებოდა. „ნებისმიერი წამალი – ჯოჯოხეთისკენ პირდაპირი გზაა, მათი მიღებით სულში დემონს უშვებ, რომელიც მოგვიანებით მთელ სხეულს დაიპყრობს“ – ეუბნებოდა შარლატანი.

ახლობლების მის გონზე მოყვანას ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი შველოდა. მან განქორწინებაზე განცხადებაც კი შეიტანა, რაც აპოლონისთვის ნამდვილი შოკი იყო. ერთ მშვენიერ დღეს ქმრის მანქანა წაიყვანა და დასავლეთისკენ გასწია.

მანქანა ტულის სახლიდან 50 მილის მოშორებით ფერმერის ღობესთან იპოვეს. ქალი საჭესთან აღარ იმყოფებოდა. ადგილობრივმა პოლიციამ სამძებრო ღონისძიება დაიწყო და დაკარგულის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებაში 100 ათასი დოლარის ჯილდო დააწესა. მანქანასთან ახლოს ჯეიმის დოკუმენტები და რამდენიმე მისი პირადი ნივთი იპოვეს.

რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილმდებარეობას აქტივისტები და პოლიციელები ჩხრეკდნენ. ქალი თითქოსდა გაქრა. ტულის ახლობლები საძიებო ზონის გაფართოებას ითხოვდნენ და წარმატების შემთხვევაში ჯილდოს გაზრდას პირდებოდნენ.

ძიებამ შედეგი არ გამოიღო. უბედურმა ნათესავებმა საიტი შექმნეს, რომელიც მისი ძიების კოორდინაციისთვის იყო განკუთვნილი და მთელ რეგიონში მისი პლაკატები გააკრეს.

მათ შორეული ახლობლები და მეგობრები შეუერთდნენ. 200 ადამიანი მობილურ ჯგუფებად დაიყო და ჯეიმის ძებნა იმ ადგილებში დაიწყეს, სადაც პოლიციას ჩხრეკა ჩატარებული არ ჰქონდათ.

2017 წლის 4 აგვისტოს დილით ადრე მობილური ჯგუფი რანჩო „ბიანკას“ ტერიტორიას ათვალიერებდა. ბობმა რაღაც უცნაური ობიექტი მისგან 4 მეტრის მოშორებით დაინახა. მიახლოებისას ჯეიმის სხეული აღმოაჩინა. ეს მისი სახლიდან 110 მილის დაშორებით მოხდა.

„ძალიან შემეშინდა, რადგან ცოცხალს არ ჰგავდა. სხეული ღობის გვერდით იდო. თუმცა როცა მივუახლოვდი, მან დაილაპარაკა“ – იხსენებს ბობ რაილი Merced Sun-თან ინტერვიუში.

როგორც აღმოჩნდა, ქალს ღობეზე გადასვლა სურდა, მაგრამ იმდენად დასუსტებული იყო, რომ წაიქცა და გონება დაკარგა. უცნობია, მზის ქვეშ მინდორზე რამდენი დღე გაატარა, ამიტომ მამაკაცებმა დააპურეს და მაშველებს გამოუძახეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯეიმი აღმოჩენას მიზანმიმართულად გაურბოდა. ქალი ფიქრობდა, რომ მას დემონები მოსდევდნენ, ამიტომ მანქანა მიატოვა და უკანმოუხედავად გაიქცა.

როგორ გაძლო ქალმა 17 დღე წყლის და საჭმლის გარეშე? გონზე მოსვლის შემდეგ მაშველებს უთხრა, რომ ბუზებს და კალიებს ჭამდა, მაგრამ ძალას მუდმივად კარგავდა. პირუტყვების ვაცის მახლობლად, სადაც ქალი წყალს სვამდა, ჯეიმის ტელეფონი აღმოაჩინეს.

ახალგაზრდა ქალის ახლობლები სიხარულით მეცხრე ცაზე არიან. ორკვირიანი დაძაბული ძიების შემდეგ მათ დაკარგულის პოვნა შეძლეს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი